„ეშმაკის ბორბლიდან“ მამაკაცი გადმოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმში ე.წ „ეშმაკის ბორბლიდან“  67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. „ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. სასწრაფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობდა.

გასროლა ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე

12 ივნისს, ღამის პირველ საათზე, ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა საპატრულო ეკიპაჟი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გასროლა გაზის პისტოლეტიდან მოხდა: „ოჯახურ დღესასწაულს აღნიშნავდა მამაკაცი და ჰაერში გაისროლა“. მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.

ვულკანიზაციაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ, ახალსოფელში, ავტომობილების ტექნიკური გამართვის სერვისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ვულკანიზაციაში მუშაობდა, ავტომანქანის საბურავის რკინა მოხვდა თავში. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო“-ამბობენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში, სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, ღამით  იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი არ არის ქობულეთის მკვიდრი. „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცით, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა გელაურში,“-ამბობს გამგებელი. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი, შს …

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის  240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა …

ბათუმში ქალს ავტომანქანა დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში,  ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის ქალი „ქალა-ტვინის  დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა“. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც …

63 წლის ნოდარ ქათამაძე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

21 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან მუშა, 63 წლის ნოდარ ქათამაძე ჩამოვარდა. მშენებლობა  კომპანია DS GROUP-ს ეკუთვნის, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლამინი-ჯი“ აწარმოებს. „შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა,“ – განაცხადეს შს სამინისტროს პრესცენტრში. მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი ხელოსანი  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მშენებლობაზე მუშების უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. მან იმ ადგილიც გვაჩვენა, …

შსს: „კანონიერი ქურდის“ სახელით გამოძალვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი …

ბათუმში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახლახანს ბათუმში, ინასარიძის 14 ნომერში, ორი გარდაცვლილი პირი იპოვეს. “ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ”, – უთხრეს “ბათუმელებს” სასწრაფოში. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია. 3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა. 15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული. ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს …

ბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

15 წლის მოზარდი, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 იანვარს დაჭრეს. ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა ცხელ კვალზე დადგინდა, თუმცა ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. როგორც სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის …

ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს

15 იანვარს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აფთიაქი დააყაჩაღეს. ენმ-ეს წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 12 საათამდე მოხდა. მისი თქმით, აფთიაქთან ახლოს პოლიციაც პატრულირებდა. „აფთიაქი არის ქობულეთის ცენტრში, ავტოსადგურთან ახლოს. იქვე იყო პატრულიც, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც მოხდა ყაჩაღობა,“-გვეუბნება ის. შს სამინისტრო აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს ადასტურებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179  მუხლით. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე …

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ორი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.პ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ი.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“ და ერთ …

ქობულეთში ოჯახი დააყაჩაღეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ჯემალ დადიანის ოჯახი დააყაჩაღეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში ჯემალ დადიანი, მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდა. წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.

იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ

პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი  თ.ო. ბრალდებულია …

ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს

გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ოსტროვის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მფლობელის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას წინასწარ განზრახვით წაუკიდეს. სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ცეცხლი დაზარალებული პირის მეზობლებმა წყლით ჩააქრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 167 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას  ცეცხლის წაკიდებით. „დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა“, – აცხადებენ სამინისტროში. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია …

შსს: ბათუმში ამოღებულია 224 აბი „სუბუტექსი“

შსს-ს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 224 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის …

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. „ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა …

შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შს  სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავა. „ბათუმში ერთერთ სასტუმროსა და კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც …

შსს: ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ქ. თბილისში დააკავეს“. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

დღეს 3 სექტემბერს, ბათუმში მემედ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რომელიც  ხულიგნობას გულისხმობს. „წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ წესრიგს“- აცხადებენ შს სამინისტროში.  

ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის …

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაკავებული …

პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ონურ ო. დააკავეს. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 3,69555 …

შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სარფში 1987 წელს დაბადებული ბარლაშ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე  დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 10 აბი და აბის ნატეხი ამოიღეს, რომელიც 1,8975 გრ მდმა-ს [3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს] შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,14319 გრ კოკაინის შემცველი 0,2471 გრ ნარკოტიკი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

პარკთან მოკლული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 14 მაისს, ბათუმში 6 მაისის პარკთან მოკლული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულმა 14 მაისს, პარკთან ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული არჩილ …

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც დღეს, 14 მაისს, თვითმხილველების თვალწინ საკუთარ მანქანაში ცეცხლსასრული იარაღიდან ესროლეს გარდაიცვალა. როგორც „ბათუმელებს“ რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, მამაკაცი მუცლის არეში იყო დაჭრილი: „უმძიმესი შემთხვევა იყო, ფაქტობრივად დაღუპული იყო, სისხლის ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა გადმოყვანის დროს. ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ… “. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება თავისუფლების …

6 მაისის პარკთან ჯიპში მყოფ მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს

დღეს, 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. „მაღაზიიდან, [მელიქიშვილის ქუჩაზე, ბიბლუსის გვერდით] გადმოვდიოდით პარკის მხარეს და ატყდა ხმაური, მეგობარმა ბავშვს …

სარფში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ოთარ ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 21 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 0,1753 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. …

ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ იდაყვის ძვლის მოტეხილობა. თაბაშირი უკვე გაუკეთდა, ჭრილობები დამუშავდა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ. ნაჯახით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დილით, 08 საათსა და 15 წუთზე მიიყვანეს. დაჭრილმა ექიმებს უთხრა, რომ მას ყოფილი ქმარი სახლში …

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის …

გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი  გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს. „ბათუმელები“ გარდაცვლილი მოზარდის დეიდას, ხათუნა მსხალაძეს ესაუბრა: „ჩემი დისშვილი იჯდა კომპიუტერთან, ისადილა და ამ დროს დაუძახა მეგობარმა, რომელიც …

სოფელ სამებაში მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, სოფელ ქვედა სამებაში ორი ოჯახი გაქურდეს. მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმის, გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძის შვილის, ესმა დუმბაძის ინფორმაციით, ქურდი სახლში ღამის 1 საათზე საძინებელ ოთახში შენიშნა: „ღამით გამეღვიძა და დავინახე ოთახში უცხო პირი. საშუალო სიმაღლის იყო, შავი კაპიშონი ჰქონდა, სავარაუდოდ სახე დაფარული ჰქონდა. არ დამიყვირია, …

შსს: კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ თბილისის აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა. მეტსახელად …

ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.

შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება- 2015 წლის დეკემბერი: 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით:  2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით …

Exit mobile version