დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოტოციკლეტით მიიყვანა კაცი, მან კი სხვას ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს მომხდარი დანაშაულში ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი კი არასრულწლოვანი იყო. უწყების განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე …

„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ? შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი …

„გაქცეულია, მაგრამ პოლიციამ იცის ვინ არის“- ბათუმში დაჭრილი კაცის მამა

22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა. როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე. „წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. თუმცა ხელდახელ ჩხუბი არ ყოფილა. იმ დღესაც, როცა ჩემი შვილი კაფეში იყო, შელაპარაკებაც კი არ ჰქონიათ, მოტოციკლით ჩამოირა …

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს. თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე …

სროლა ბათუმში – დაჭრილია 1 ადამიანი

დღეს, 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა. ბათუმელების ინფორმაციით, მინიმუმ 7 ტყვიაა გაისროლეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანში ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტრო მომხდართა დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს …

გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა

დღეს, 11 ივლისს, 21 წლის აზერბაიჯანელი ქალის – ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა. „ბათუმელებმა“ გადახედა კვირის განმავლობაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულს ასახავს. ჩვენ კვირის განმავლობაში ასევე ვაგროვებდით მონაცემებს …

ბათუმში მოზარდმა 32 წლის კაცი დანით დაჭრა

ბათუმში მოზარდმა კაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი 32 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ …

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა. რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის …

ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში კაცი ააფეთქეს

ოზურგეთში 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. ფაქტი დაგვიდასტურეს შსს-შიც. „გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შს სამინისტროში. „გურიის მოამბე“ წერს, რომ ზვიად ჯინჭარაძე კრიმინალური ავტორიტეტია (მეტსახელად „ჯუმათა”) და ბოლო დროს უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული. ამავე …

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს

თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – …

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარაში 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს – 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს, ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი …

“ოცნების” ყოფილ გენერალურ პროკურორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. დღეს, 29 დეკემბერს, შსს-მ სწორედ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად. შსს-ს თქმით, მათ მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით  მკვლელობა. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, …

ავტოავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, რომ სადაზღვევოსგან ფული მიეღოთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თაღლითურად ავარიის პროვოცირებას აწყობდნენ, სადაზღვევო კომპანიისგან რომ ფული მიეღოთ. შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს: „ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ …

„წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო და ემუქრებოდნენ“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა: „თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. …

ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვარში, კაფეში კაცი ჩაცხრილეს. ვიდეოკადრების მიხედვით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული …

ბათუმის ბულვარში კაცი ჩაცხრილეს

დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვარში, კაფეში კაცი ჩაცხრილეს. ვიდეოკადრების მიხედვით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო. პოლიციის ინფორმაციით, მოკლული კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ვიდეო:

მკვლელობის საქმე ბათუმში – ბრალდებული განაჩენის გარეშე 1 თვეში შესაძლოა გათავისუფლდეს

მკვლელობაში ბრალდებული რევაზ ც. შესაძლოა პატიმრობიდან განაჩენის გამოცხადების გარეშე გაათავისუფლონ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ თვეში ნაფიც მსაჯულებს ვერ შეარჩევს, 2025 წლის 15 აპრილს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დატოვებენ – კანონით გათვალისწინებული 9 თვის ვადამდე ერთი თვე რჩება, 8 თვე უკვე გავიდა. საუბარია 2024 წლის 15 ივლისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ვერსიით, 27 …

ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორია. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 23 თებერვალს, გაავრცელეს. შსს-ს ინფორმაციით, 270 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში დააკავეს. „მიმდინარე წლის დასაწყისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 270 …

რას გააკეთებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ბათუმში მუშაობა დაიწყეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მართლწესრიგის 20-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა იმუშაოს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან. „მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ …

წუხელ ბათუმში ავტომანქანები გატეხეს

წუხელ, 23 ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გახეტეს. „დაახლოებით 15-მდეო ასე თქვეს პოლიციის განყოფილებაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მანქანა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, ვისი მანქანაც წუხელ დაამტვრიეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „ჩემს მანქანას წინა ფანჯარა აქვს ჩამტვრეული“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, …

როცა მოზარდი ქუჩას ირჩევს, ანუ რას სთავაზობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს – ინტერვიუ

„ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი მაია ჯაში, რომელსაც სერვისებზე ვესაუბრებით: რას ვთავაზობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს. სოცმუშაკი კონკრეტულ პირობების შესახებ გვიყვება, რის გამოც მოზარდი ზოგჯერ ქუჩაში წასვლას ამჯობინებს, მაგალითად, მშობლის სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნა, ან ის, რომ მშობელი …

პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს …

სროლა და ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებული პირი გამოვიდა მაღაზიიდან, ისე, რომ არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს. …

14 პირი დავაკავეთ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს …

დააკავეს კაცი, რომელმაც 4 პირი დაჭრა ბათუმში, ავტოსახელოსნოში

დააკავეს კაცი, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში 4 პირი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 22 აგვისტოს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული …

ბათუმში კაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცივი იარაღით ერთ-ერთი ბარიდან გამოსვლის შემდეგ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, შელაპარაკება ორ კაცს შორის მოხდა, ერთ-ერთმა კი ცივი იარაღით დაჭრა მეორე, რის შემდეგაც აღნიშნული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა წუხელ, 10 მარტს მოხდა საღამოს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, …

სროლა ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე

დღეს, 10 მარტს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. სროლა, სამორინესთან ახლოს იყო. ფაქტს ადასტურებს შს სამინისტრო. მათი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

კაცს ცოლ-შვილის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ და 20 000 ლარს სთხოვდნენ – დააკავეს 4 პირი

შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ [(მეტსახელად „ბუფალო“) და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის …

ბათუმში აფთიაქი დააყაჩაღეს

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, აფთიაქი დააყაჩაღეს. შემთხვევა 7 თებერვალს, ღამით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აფთიაქი ერთმა პირმა დააყაჩაღა. უცნობია, ეს პირი იყო თუ არა შეიარაღებული, ან რის წაღება მოახერხა აფთიაქიდან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს ყაჩაღობის შემთხვევას ადასტურებს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის. ყაჩაღობა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გულისხმობს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის …

„ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას“- TV პირველის ჟურნალისტის სახლი ორჯერ გაქურდეს

ტელეკომპანია „პირველის“ კორესპონდენტი ნატო გოგელია ამბობს, რომ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე არსებულ მის საცხოვრებელ სახლში ორჯერ შევიდნენ უცხო პირები და სახლი გაქურდეს და დაარბიეს. ნატო გოგელიას თქმით, პირველად 31 იანვარს და მეორედ გუშინ, 2 თებერვალს, შეაღწიეს მის ბინაში. „პირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი ქურდობა იყო, რადგან წაიღეს მიმღები, ტელევიზორი და „ფლეშკა“, მაგრამ 2 თებერვალს ღირებული …

4 პირი დავაკავეთ – შსს ბულვარში შეირაღებულ კონფლიქტზე, როცა 19 წლის კაცი დაიღუპა

„ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით,“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ბათუმის ბულვარში წუხელ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, ერთ-ერთი რესტორნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 19 წლის კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ …

ბათუმში ფინანსურ დავებს „კანონიერი ქურდები“ განიხილავდნენ, საქმეშია ლავასოღლი

ქურდული სამყაროს წევბრობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 8 პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. საქმეშია მინდია ლავასოღლიც. გამოძიების ვერსიით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები „ფინანსურ დავებს“ განიხილავდნენ. ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17 ივნისს, გაიმართა. დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა, ასევე დ.ქ. მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან …

ქალის თქმით, მას ბათუმში დღისით ავტომანქანა მოჰპარეს და პოლიცია ვერ პოულობს

„მანქანა ბათუმში დღისით, მზისით მომპარეს. პოლიცია კი მანქანას ვერ პოულობს, თითქმის ერთი თვე გავიდა,“ – ამბობს ალისა ყუნჩიბაშევი. ის ბათუმში პოლიციის პირველ განყოფილებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ალისას თქმით, მან ავტომანქანა [Range Rover 2007 წლის] ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის წინ გააჩერა და დროებით აბასთუმანში წავიდა. „ეს იყო ივლისში, რადგან ორსულად ვიყავი, იქ წავედი. აბასთუმნიდან ვარ,“ …

ქობულეთში კაცი დანით დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დანით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი – 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების თქმით, ნაცემი და დაჭრილი კაცი დილით იპოვეს. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია. გამოძიება მიმდინარეობს …

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ და კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

„3 მაღაზია დამიწვეს“ – ბიზნესმენი ამბობს, რომ „ოცნების“ სახელით ბიზნესის დათმობას აიძულებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ობიექტის დაწვა დღეს სცადეს. მფლობელი ამბობს, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა ამ ქსელზე თავდასხმის. „ბათუმელები“ მაღაზიათა მფლობელს, თამარ კახიძეს ესაუბრა. ქალის თქმით, მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, რომ ბიზნესი დათმოს. მაღაზიის მფლობელი ქალი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით …

Exit mobile version