ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრიდან მკურნალობდა. „გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა  ამირან …

ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის სასამართლოს აპარატში 5 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრცეში მკურნალობენ, როგორც უსიმპტომო პაციენტები. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მოსამართლეებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სასამართლოში დისტანციის წესის დაცვით მუშაობენ, სასამართლომ გადადო იმ საქმეების განხილვა, რომელთა ვადებიც შეზღუდული არ იყო. ხელვაჩაურის სასამართლოში ამ დროისთვის სულ ორი მოსამართლე მუშაობს – გოჩა ფუტკარაძე …

ბათუმში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 4000-მდე PCR ტესტი. დღეის მონაცემებით აჭარაში სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი, მათ შორის – 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 694 პაციენტი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა, საკარანტინო სივრციდან …

ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 23 სექტემბერს, ორმა ქალმა იმშობიარა, ვისაც კორონავირუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსი ახალშობილებს. ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდგანყოფილებაში სულ სამი ახალშობილია – კიდევ ერთი ახალშობილი კლინიკაში დედასთან ერთად ორი დღის წინ მიიყვანეს. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კლინიკაში სულ 23 კოვიდინფიცირებულია, დილით აქ 24 ფეხმძიმე იყო, თუმცა 2 …

კორონავირუსით აჭარაში 76 წლის კაცი გარდაიცვალა – 25-ე პაციენტი

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში გარდაცვლილი 25-ე პაციენტი აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 76 წლის კაცი, რომელიც ბათუმის კლინიკა “მედ ემერჯენსში” (ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 0:52 საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC …

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კოვიდით დაინფიცირდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა – გიული თელია ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი. აჭარაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული სკოლების პედაგოგებში …

ანტირეკორდი ბათუმში – 165 შემთხვევა ბოლო 24 საათში

აჭარაში დღეს, 23 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 165 ახალი შემთხვევა 24 საათში. აჭარაში ეს რიცხვი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. ბოლო ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. აქამდე ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 16 სექტემბერს – 144 ახალი შემთხვევა და 18 სექტემბერს – 129 ახალი შემთხვევა. ბოლო …

ბათუმში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით, კოვიდკარანტინებში კი – 660. მისივე თქმით, გუშინ 82 პაციენტი გაეწერა კოვიდკარანტინებიდან. აჭარაში 24 ფეხმძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა …

ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება. „როცა ხდება კოვიდინფექციის შემთხვევის …

გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. პაციენტს ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. „გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში. კორონავირუსი გარდაცვალების …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათგან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი აქვთ დაზიანებული. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი. გია კიკაბიძის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია“. 22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, აქედან ერთეული შემთხვევებია დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან და ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში რჩება 578 პირი. ნონა ეფაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან …

დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში

საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი …

ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან

ბათუმის სამშობიარო სახლში მყოფი, კოვიდით ინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ ორ დღეზე, 48 საათზე მეტია კორონავირუსზე PCR ტესტირების პასუხს ელოდება და თვითიზოლაციაში გადასვლა სურს. „12 დღის წინ დამიდგინდა კოვიდი, 8 დღე სახლში ვიყავი, თვითიზოლაციაში, 8 დღის შემდეგ, როცა უნდა ამეღო განმეორებით ტესტი, დავრეკე 112-ზე და ვიკითხე, მქონდა გასვლის უფლება, თუ ვინმე წამიყვანდა ტესტირებისთვის. მოვიდა სასწრაფო, ანალიზს …

ხელვაჩაურში უფასო სასადილოს თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარაში, ხელვაჩურში, კორონავირუსი დაუდასტურდა უფასო სასადილოს ერთ თანამშრომელს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ასლან გელაძის თქმით, ტესტირება სასადილოს ყველა თანამშრომელმა გაიარა და მათგან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნული თანამშრომელი ბოლო დროს სასადილოს ბენეფიციარებზე პურის გაცემას უზრუნველყოფდა. „არ არიგებდა პურს კარგა ხანია… ასევე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შიგნით ვიცავდით დისტანციას, ორი და სამი კაცი …

კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა

20 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და რეგიონი ამ დროისთვის საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. აჭარა მწვანე ზონა იყო მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქობულეთის კლასტერი გაქრა და დღეების განმავლობაში რეგიონში ტესტირების შედეგად ახალი შემთხვევები არ ვლინდებოდა. ივნისში სიტუაცია შეიცვალა და კორონავირუსი რეგიონში ისევ გამოჩნდა, თუმცა ეს იყო თითო-ოროლა და ძირითადად …

კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა  36 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-მდე PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 377 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი, სტაციონარი კი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. …

ბათუმში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი განიკურნა

19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 3500-ზე მეტი PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 486 პაციენტი, კოვიდკარანტინში კი იმყოფება 347 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა. ასევე, ახალი კორონავირუსი აქვს თბილისში, ამავე სამსახურის გლდანის განყოფილების მეხანძრე-მაშველს. „მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილნი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე …

როდის დაიწყება კოვიდით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა სახლში მალე დაიწყება და ამისათვის უკვე ემზადებიან. „სახლში, ბინაზე მკურნალობა, განსაკუთრებით უსიმპტომო შემთხვევებში, მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ აჭარიდან ვიწყებთ ამას. ხვალ-ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ამასთან დაკავშირებით და მალე დაიწყება“, – განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. …

როგორ ნაწილდება აჭარაში ახალი შემთხვევების სტატისტიკა – 17 სექტემბრის მონაცემები

17 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს 18-ით ნაკლებია გუშინ დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით. დღეს, 17 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაასახელა, როგორ ნაწილდება ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული ახალი შემთხვევები აჭარაში: ბათუმი – 121 ახალი შემთხვევა  ქედა – 1 ახალი შემთხვევა ქობულეთი – 3 ახალი შემთხვევა  ხულო – 1 …

იკვეთება კლება, მაგრამ გვჭირდება სულ ცოტა 7-დღიანი კლების ციკლი – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა, მინისტრის თქმით, საჭიროა დაფიქსირდეს შვიდდღიანი კლების ციკლი. „იკვეთება კლება რიცხვებში, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ეპიდემიოლოგებს, იმისათვის, რომ მათ განსაზღვრონ თუ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ სულ მცირე შვიდდღიანი კლების ციკლი, რაც შემდეგ უკვე მოგვცემს იმის საშუალებას, …

ბათუმში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

170 საწოლი დაემატება, შესაძლოა საჭირო გახდეს მედპერსონალის მობილიზება- ბრიფინგი ბათუმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში უკვე მობილიზებულია 400-მდე საწოლი კოვიდპაციენტებისათვის და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, რათა მოხდეს პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა – ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, განაცხადა ბათუმში. „განვიხილავთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ქალბატონი თამარ გაბუნია [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე] იმყოფება ჩემთან ერთად, რომელიც დარჩება აჭარაში და მისი …

ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო პროაქტიულად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი მთლიანად ქალაქში, შესაბამისად მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირ დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში, ანუ ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების ან თუნდაც …

321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 კოვიდინფიცირებული პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში. სასტუმროში გადაყვანილი პირების შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ამ ადამიანებს იზოლირება აუცილებელია, ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ნონა ეფაძის თმით, ინფიცირებულია მედპერსონალიც, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირია ჯანდაცვის სფეროდან ინფიცირებული. ერთ-ერთი ბოლო …

ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებებში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ______________ ამავე თემაზე:  აჭარაში …

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს საკარანტინო სივრცეების გარდა, ბინაზეც, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით უმკურნალებენ. „დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა და შემდეგ მე-3, მე-4 დღიდან საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე აჭარაში მალე დაიწყება უკვე სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების …

ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 414 პაციენტი, აქედან 285 – სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ___________

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კოვიდის 6 შემთხვევაა, თავშესაფარში კარანტინია

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში, კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 ინფიცირებული თავშესაფრის თანამშრომელია, დანარჩენი კი თავშესაფარში მცხოვრებნი არიან. თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია და ამჟამად თავშესაფარში კარანტინია. „ერთი ინფიცირებული თანამშრომელია, ოღონდ ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფება დაწესებულებაში, შვებულებაში იყო. ექვსიდან ხუთი სამწუხაროდ მობინადრეა. დილიდან, როგორც კი …

აჭარაში უკვე 6 კლინიკა მიიღებს კოვიდპაციენტებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდპაცინეტებს უკვე 6 სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. ეს დაწესებულებებია: რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „მედალფა“, ინფექციური საავადმყოფი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, მეზღვაურთა საავადმყოფო  და სამშობიარო სახლი. 350 საწოლფონდია მობილიზებული – განაცხადა დღეს, 14 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ასევე მზადაა ე.წ. კოვიდსასტუმროებში 400 ნომერზე მეტი უსიმპტომო პაციენტების მისაღებად. დილის მონაცემებით, ბათუმის …

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია]. ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში. „ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას …

ჯანდაცვის მინისტრი: დამატებით 350 საწოლი გამოიყო, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში უკვე 6 სამედიცინო კლინიკაშია შესაძლებელი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა, გამოიყო 350 საწოლი, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. …

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2530 PCR ტესტი. სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ___________ ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

რას პასუხობს „მედალფა“ მედპერსონალის პროტესტს

ბათუმში კლინიკა „მედალფამ“ უკვე დაიწყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება. ეს პირველი კლინიკა იყო აჭარაში, რომელმაც კორონავირუსიანი პაციენტების მიღება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მართავდა ინფიცირებულ პაციენტებს. ამ პერიოდში კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების 7 შემთხვევა იყო. ახლა „მედალფა“ კვლავ კოვიდთან ბრძოლაში ჩაება, თუმცა  თანამშრომლების პროტესტის ფონზე – მედპერსონალმა იმავე პირობებში მუშაობა გააპროტესტა, მათ ანაზღაურებისა და …

Exit mobile version