რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ …

მშობლების 29.4 % აღიარებს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ აგრესიას, ცემა – 4.8%-ს შეეხო – UNICEF

ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება, დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტი დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს. ამის შესახებ UNICEF-ისა და საქსტატის მიერ ერთობლივად ჩატარებულ უახლეს კვლევაში წერია. ბავშვების აღზრდისას …

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით. სოფლებში ბევრი  …

ბათუმის უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა

დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი აფინანსებს. ასევე გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სადაც ისაუბრეს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმში. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ლელა თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვთა უფლებათა ცენტრი განათლების ფაკულტეტის გარდა აქტიურად ითანამშრომლებს როგორც იურიდიულ მიმართულებასთან, …

რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა …

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები. „განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი …

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს – რჩევები მშობლებს

იუნისეფი საქართველოში მცხოვრები მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ ბავშვებს განცდების მართვაში სკოლების გახსნისა და სკოლაში დაბრუნების პერიოდში covid 19-ის პირობებში. გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს: თუკი თქვენს შვილს სკოლაში დაბრუნების ეშინია: შიშის დაძლევაში დახმარებისთვის ბავშვს ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რა აღელვებს და უთხარით, რომ ღელვა და ნერვიულობა ბუნებრივი განცდაა. ბავშვი შესაძლოა ნერვიულობდეს ან არ სურდეს სკოლაში …

დღეს, 25 აპრილს, შშმ ბავშვებისთვის ტელეგადაცემა დაიწყება

Unicef Georgia-ს ინფორმაციით, დღეს, 25 აპრილს, შშმ ბავშვებისთვის ტელეგადაცემა „მშობლის დრო“ დაიწყება. გადაცემა კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებენ. ამავე წყაროს ცნობით, ტელეგადაცემის თემები მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, ქცევის მართვის სტრატეგიებს, აკადემიური უნარების განვითარებას, მშობლების მხარდაჭერას …

დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში  უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის  სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს. რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია: [checklist] სასურველია, დღე …

18 წლამდე დაქორწინებული ქალების 33 % უღარიბესია – კვლევა

18 წლამდე დაქორწინებულ ქალებს შორის დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება მხოლოდ 47 პროცენტს აქვს, ხოლო საშუალო განათლება – 25 პროცენტს. პროფესიული განათლება – 11 პროცენტს, უმაღლესი განათლება მხოლოდ 3 პროცენტს აქვს – ეს „იუნისეფის“ ბოლო კვლევის მონაცემებია, რომლის თანახმად 20-დან 24 წლამდე გამოკითხული ქალების 14 პროცენტი საქართველოში 15-18 წლის ასაკშია დაქორწინებული. ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალებიდან …

იუნისეფი: 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონა აქვს

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში [Unicef Georgia] 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციულ სტატუსს აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ასევე 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში. 2 პროცენტს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1 პროცენტს კი აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა. ბავშვების უმეტესობა …

იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, …

იუნისეფი: დაინერგოს სერვისები ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად

დღეს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუნისეფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ საუბრობს და სახელმწიფოს მოუწოდებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები დაინერგოს. იუნისეფის განცხადებით, პრობლემაა იმ სპეციალიზებულ პროფესიონალთა ნაკლებობაც, რომლებიც ძალადობაგადატანილ ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან.  საჭიროა სოციალური მუშაკების გაძლიერება და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალების  კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სერვისების და პროგრამების შექმნის პარალელურად, რომ ბავშვებმა შეძლონ ტრავმასთან …

აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც …

ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. „ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს …

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …

„იუნისეფი“ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორულ კვლევას იწყებს, რომელიც შეისწავლის ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. კვლევა ჩატარდება საქართველოშიც. როგორც ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ბავშვებში ტყვიის კომპონენტის კვლევას, თუმცა საქართველოში, კვლევას ეს კომპონენტი დაემატება. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში …

იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად

გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს  (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი …

საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბევრი ბავშვი მოკლებულია როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად განათლებას. ბავშვების 2,5 პროცენტი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა შეიცვალა და რა არის საჭირო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად? ამ თემაზე „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ესაუბრა. ქალბატონო მაია, თქვენი ორგანიზაცია სახელმწიფოს  ხშირად აძლევს რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების …

Exit mobile version