რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 …

ქუთაისში დაიწყო ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა დაწყებული. ბრალდებულების ინტერესებს ორი ადვოკატი – ირაკლი შავაძე და დალი სულაქველიძე იცავს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობიდან ერთ საათში ჩაინიშნა, ეს …

რატომ ელის ყოფილი მოსამართლე იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ამჯერად?

ირაკლი შავაძე ისევ მოსამართლეობას აპირებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მან მოსამართლეობის კონკურსში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა კენჭისყრისთვის საბჭოს წევრებს ჯერ არ მოუცლიათ. „ჩემი საკითხი პრობლემატურია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ…“ – ეჭვობს ირაკლი შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილება 4 იანვრიდან შეუწყდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ირაკლი შავაძე გასული წლის თებერვალში დაუპირისპირდა, როცა მას იუსტიციის …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

თითქმის 6 საათის განმავლობაში მოსამართლე ირაკლი შავაძე პატიმრის საქმეს განიხილავდა. მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს ბათუმის ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სახეში შეფურთხებას ედავება. პატიმარი კი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით დაწერილი რამდენიმე შუამდგომლობით და მტკიცებულებებით მივიდა. „გაკრული ხელით ნაწერია, მიჭირს წაკითხვა,“ – რამდენჯერმე თქვა მოსამართლემ, როცა ხმამაღლა კითხულობდა პატიმრის შუამდგომლობებს სხვა პატიმრების დაკითხვასა თუ …

აჭარის განათლების სამინისტროს კომპანია 88 ათას ლარს სთხოვს – სასამართლო დავა

სამშენებლო კომპანია „ვიგორა“ აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში გარემონტებული სკოლაა, რაშიც სამინისტრომ ჯამში 490 817 ლარი გადაიხადა. კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები დაარღვია, სამინისტრომ სამუშაოების ნაწილი არ ჩაიბარა. დავას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „თუ სამუშაოები შესრულებული არ იყო, რატომ ჩაიბარა განათლების სამინისტრომ სამუშაოები? მიღება-ჩაბარების 8 აქტია ამ საქმეში. ჩვენ სამუშაოების 95 …

ქალი: ქმარმა ჩემი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეძავი ვარ

მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6 თვის ვადით დამცავი ორდერი ბექა ე.-ს მიმართ გამოსცა. სასამართლო პროცესს ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებული ბექა ე. არ დასწრებია. ცოლმა – მარიამ გ.-მ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ქმარი მასთან ურთიერთობას აიძულებს და ძალადობას განაგრძობს. ბექა ე.-ს შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით პირობითი მსჯავრი …

საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმს. გაურკვეველია, რის გამო მითხრეს უარი,“ – ამბობს მოსამართლე ირაკლი შავაძე. გიორგი …

რა საფრთხეს უქმნიდა მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს – ინტერვიუ

„ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც ვივარაუდე,“ – ამბობს დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შავაძეზე საუბრის დროს. მოსამართლე ირაკლი შავაძემ 23 თებერვალს განაცხადა საჯაროდ, რომ მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს დავით მამისეიშვილი უშლის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ ირაკლი შავაძე საფრთხეს …

ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს, 26 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას, როცა მოსამართლეები უპირობოდ უცხადებენ უნდობლობას კოლეგას და სჯერათ იმის, რასაც ხელმძღვანელი ამბობს. ბატონო დავით, ირაკლი შავაძემ ორი …

ბათუმელი მოსამართლეები მათი კოლეგის განცხადებას ზეწოლაზე, სიცრუეს უწოდებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. ირაკლი შავაძემ თავის განცხადებაში თქვა, რომ „დავით მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. თუ მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში“. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც …

მოსამართლე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას საიას და გამჭვირვალობას სთხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სთხოვს. ირაკლი შავაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე გუშინ, 22 თებერვალს უარი უთხრა.  „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განმარტება, რომ 50-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და 50-ვე პირი იყო კეთილსინდისიერი …

მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრეს

მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დღეს, 22 თებერვალს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი შავაძე დაპირისპირებული იყო მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან. ირაკლი შავაძე 2016 წლის 4 იანვარს გამოსაცდელი ვადით დანიშნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. უფლებამოსილებას ვადა მას მომავალ წელს ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, მას ხელახლა შეუძლია მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობის მიღება. „შერჩევა …

მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ირაკლი შავაძე კი, რომელიც მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან არის დაპირისპირებული, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემის მიღმა დარჩება. მოსამართლეების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ხვალისთვის აქვს ჩანიშნული საქმის განხილვა, სადაც დაზარალებულად …

ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა. ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს …

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა …

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. 21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს. დღეს კი დაიწყო იმ …

რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან …

გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკების საქმეზე

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ასიმ ე. გაამართლა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. მოსამართლის დასაბუთება ჯერ უცნობია, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ფუნდამენტური ღირებულება დაარღვია საქმის წარმოების დროს, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა. ასიმ ე. თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ასიმ ე.-ს ჩხრეკის დროს …

რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა …

პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, რომელიც იაგო ც.-ს საქმეში გაიშიფრა, სასამართლოს ჩვენება ხელახლა მისცა. იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, იარაღზე ბრალდებულის ნაცვლად, ე.წ. კონფიდენტის – აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. იაგო ც.-ს ისტორიაზე „ბათუმელები“ გასული წლის მაისში წერდა. იაგო ც.-ს მანქანაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი 2015 წლის 20 მარტს აღმოაჩინა. …

ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი

თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული. დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

სასჯელი ბებიასა და დედის ცემისთვის

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასრულა მინდია ქ.-ს საქმის განხილვა. მას საკუთარი დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში ედებოდა ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იარაღის ტარების ნაწილში მინდია ქ. უდანაშაულოდ ცნო. არაერთხელ ოჯახში ძალადობისთვის კი, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებული მე-9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, მას მხოლოდ სამი თვე მოუწევს ციხეში ყოფნა. …

ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

მოსამართლე ირაკლი შავაძე ოჯახში ძალადობის შემთხვევას განიხილავს, სადაც ბრალდებული პროფესიით ადვოკატია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში სცემა ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც საერთო შვილები ჰყავს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული კისრისა და მკლავის არეში. სასამართლომ უკვე მოისმინა ორი პოლიციელის ჩვენება. ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქალია, რომელიც ადვოკატის მეზობელია და ოჯახურ კონფლიქტს შეესწრო. „ეს …

“ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან

სიტყვა „ნდობა“ მოსამართლე ირაკლი შავაძემ ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემა ისევ აქვს და, პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა სცადონ ამის გამოსწორება. ის პრობლემას უფრო მოსამართლეებში ხედავს, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც სასამართლო რეფორმების ავტორია. ირაკლი შავაძე უკვე მეხუთე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და „ბათუმელების“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. …

Exit mobile version