მთავარი,სიახლეები

რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

17.05.2017
რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს.

ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. არც ერთი ბრალდებულის მიმართ ამ მოსმართლეებმა ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს და დღემდე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ასევე დასაშვებად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ 16 ტომის სახით წარმოადგინა.

მოწმეთა ჩვენებების გარდა, „ბათუმის აქციის საქმეში“ ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებია, რომელთა ნამდვილობის ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ მომზადებულა. ადვოკატების თქმით, კადრებში კონკრეტულად ბრალდებულები არ ჩანან.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 21 პირია ბრალდებული. 19 მათგანს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. ორი ბრალდებული არასრულწლოვანია და მათი საქმე დახურულ პროცესზე განიხილება. კიდევ ორ დაკავებულს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას კი, მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად.

shavadze

მოსამართლე ირაკლი შავაძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008