„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო

„ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია.  რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ახალი თოვლის საფარის სიმაღლე 40 – 50 სანტიმეტრია. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ტექნიკა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზეც მუშაობს, თუმცა ყველა გზა ჯერ გაწმენდილი არ არის. …

თოვლიანი ბათუმი | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 20 იანვარს, ბათუმში დილიდან თოვს. თოვლიანი ამინდი ბათუმში კიდევ ერთ დღეს შენარჩუნდება, შაბათ-კვირას კი გამოიდარებს.

შუახევიდან პაციენტის გამოყვანა 24 საათი ვერ შეძლეს – ის ახლა გადაჰყავთ კლინიკაში

შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში, მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ შეძლო სასწრაფო დახმარების სამსახურმა პაციენტამდე მისვლა. დაახლოებით 62 წლის ქალს ხაბელაშვილებში გუშინ ღამითაც სჭირდებოდა ექიმების გადაუდებელი დახმარება, თუმცა დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი გზების გამო სოფლიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს, დაახლოებით 17 საათზე, ავიდა სოფელში და პაციენტი კლინიკაში გადმოჰყავთ – ინფორმაცია „ბათუმელებს“ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის …

ხულო, არგინეთის მთა ზამთარში | ფოტო

ხულოს სოფლებში 2022 წლის ზამთარში 2 მეტრამდე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები ხულოს სოფელ ქედლებში ტელეფონით გადაიღო ნონა ჩოგაძემ. ფოტოებში ჩანს არგინეთის მთა.

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად. შემთხვევა დღეს, 18 იანვარს, მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა დაცემის შედეგად სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა. როგორც სოფელში გვითხრეს, გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი …

თოვლით დაფარული სკოლები ხულოში | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს. ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს. ეს სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ …

2 მეტრამდე თოვლი სოფელ ნაღვარევში | ფოტოამბავი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა. „1.80 მე ვარ, თოვლი იქნება 1.90 სიმაღლის,“  – ამბობს ნაღვარეველი იური თავდგირიძე. აჭარის მთიან სოფლებში თოვლს პრობლემები მოჰყვა. ნაღვარევში ამ დრომდე არ აქვთ დენი, რამდენიმე დღეა მთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია მიეწოდებათ, სკოლაში სწავლა დისტანციურია. ამავე თემაზე:  აჭარის მთის …

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სკოლებში დისტანციურად სწავლობენ

დიდთოვლობის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლება 23-24 დეკემბერს ონლაინ, დისტანციურად მიმდინარეობს.  „ორი დღით საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლის  დირექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, 22-23 დეკემბერს მოსწავლეები შეძლებენ თუ ვერა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.  თუ რომელიმე სკოლის დირექტორი დაგვიდასტურებს, რომ ვერ მოხდა რომელიმე სკოლის, კლასის ჩართვა …

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც. შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე …

ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია

დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. „ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა …

თოვლიანი დღე ბათუმში | ფოტოამბავი

უკვე ორი დღეა, 19-20 იანვარს, ბათუმში თოვლ-ჭყაპია. პერიოდულად ითოვებს დღეს, 20 იანვრის ღამეს, თუმცა ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები თოვლიან ამინდში.

ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება. შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას …

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში კი – 10-15 სანტიმეტრს. როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია მუნიციპალიტეტში. „ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს და გადაადგილებაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით,“- ამბობს ხულოს მერი. მისივე თქმით, დღეს ხულოში დაიწყება შიდასასოფლო გზების გაწმენდა და ასევე, გზების გაწმენდა ღორჯომი-დიდაჭარისა და გოდერძის …

თოვლიანი პეიზაჟი სოფელ ჭვანაში | ფოტო

მაღალმთიან აჭარაში თოვლი უკვე მოვიდა. ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანიდან გთავაზობთ ფოტოებს.

თოვლიანი დღე აჭარის სოფელში [ფოტო]

მაღალმთიან აჭარაში თოვს. ეს ფოტოები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში გადაიღო ზებურ ბოლქვაძემ, საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ მეპატრონემ.

თოვლი შუახევში | ფოტო

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში [ვაკე] ეს ფოტოები დღეს, 23 დეკემბერს, მელანო ებრალიძემ გადაიღო. აჭარის მაღალმთიანეთში დღეს და ხვალ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

ხულოს მთის სოფლებში მეორე დღეა თოვს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში ორი დღეა თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლი ღამით მოდის, დღისით კი შრება. მოსული ნალექი მცირეა და მას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა შეაფერხა სოფლის მეურნეობის სამუშაოები.

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარის სიმაღლე 3-4 სმ-ია. ხულოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, თოვლი ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია. ნალექს მოსახლეობისთვის სირთულეები არ შეუქმნია.  

თხილვანაში დღეს, 2 აპრილს, გათოვდა

დღეს, 2 აპრილს, ხულოში გათოვდა. თოვლის საფარი სოფელ თხილვანაში 10 სმ-ს აღწევს. ფოტოს ავტორი თეიმურაზ ქათამაძე „ბათუმელებს“ გვწერს, რომ აპრილის თოვლი ხულოში იშვიათობა არ არის, გაზაფხულის თოვლი საფრთხეა აყვავებული ხეხილისთვის, „თუმცა ხულოში ხეხილი ჯერ კარგად არ ყვავის“. გარდა ამისა, გაზაფხულზე მეწყერი აქტიურდება და საფრთხე იზრდება.

მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”. სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს. გაეცანით SIMA-სა (თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაცია) და აიოვას შტატის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს თოვლისა და …

დენი ამ დროისთვის აჭარაში სრულად რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება – „ენერგო-პრო ჯორჯია“

აჭარის მთის სოფლებში თოვლის გამო რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 10 თებერვლის დღის 12 საათისთვის: „ელექტრომომარაგება პრაქტიკულად სრულად აღდგენილია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყველა აბონენტს მიწოდება ელექტროენერგია. ქედის მუნუციპალიტეტში კი, მცირე შეზღუდვებია, სოფელ ნამონასტრევში დენი არ მიეწოდება 3 ამბონენტს , სოფელ აგარაში 40 აბონენტს, ასევე მცირე შეზღუდვებია დოლოგნის ადმინისტრაციულ თემში, …

გზების დეპარტამენტი შეფერხებულ მოძრაობაზე: სწრაფად მოვიდა დიდი რაოდენობით თოვლი

„დიდი ოდენობით თოვლი ძალიან სწრაფად მოვიდა. შეფერხება იყო იმიტომ, რომ ავტომანქანები უკან მიყვებოდნენ ტექნიკას, რომელიც გზას წმენდდა,“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების პრესცენტრში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც დღეს, 9 თებერვალს, მოძრაობა შეფერხდა. მახინჯაურიდან გვირაბის მიმართულებით საცობი იყო. მძღოლების თქმით, გზაზე არც ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს გზის გაწმენდაზე და …

რა პრობლემები შექმნა თოვლმა აჭარის მთაში

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები ჯერ გაწმენდილი არ არის. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „შუქი არ მიეწოდება ამ დროისთვის ერგეს, აგარას, სინდიეთს და გვარას, სხვა სოფლებში შეფერხებები იყო და უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება…“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, პრობლემა შეიქმნა სოფელ სალიბაურშიც წყლის მიწოდებაზე. ხელვაჩაურის მერის თქმით, …

თოვლის მიუხედავად ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს – მერია

ბათუმში მოსული თოვლის გამო მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. პარალელურად, იწმინდებოდა დათოვლილი ხე-მცენარეები. ქალაქის მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.

ბათუმის მერია: ხეების დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში დეკორატიულ და ბუჩქოვან ხე-მცენარეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში თოვლისგან იწმინდება გზის საფარიც, ასევე, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია. ბათუმში დღეს, 8 თებერვალს, პირველი თოვლი მოვიდა.    

აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ

აჭარის მაღალმთიანეთში გზებს მეორე დღეა თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდაზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ყველა თემის გზა გახსნილია. შუახევში თოვლის საფარისგან გზებს 18 მიმართულებით ასუფთავებენ. ქედაში კი გაწმენდითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს. აჭარის მაღალმთიანეთში გუშინწინ გათოვდა, გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ გზებზე დარჩენილი თოვლის საფარის გამო გზებზე …

თოვლის გამო მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში

აჭარის მაღალმთიანეთში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყერი განვითარდა შუახევის სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. შუახევის მერიის ინფორმაციით, სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს გაიყვანენ ქირით. დღეს შუახევში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 50-სმ აჭარბებს. შუა ზონაში 20-30 სმ-ია, ხოლო დაბაში 5-სმ. ელექტროენერგია …

თოვლის გამო ხულოში 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

4 თებერვალს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხულოს სოფლების: რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. ამ დროისთვის აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 30 სანტიმეტრი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 1 მეტრამდეა. ხულოს მერიის ცნობით, ამ …

ბეშუმში თოვლის საფარის სიმაღლე 4 სანტიმეტრს აღწევს

21 სექტემბერს, ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. კურორტ „ბეშუმის“ დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, ბეშუმს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხვალიდან ბეშუმში, ისევე როგორც მთელი აჭარის ტერიტორიაზე, გამოიდარებს.

თოვლიანი გაზაფხული ქედაში [ფოტო]

მარტის ბოლოს აჭარის მთიანეთში პერიოდულად ისევ თოვს. ეს ფოტოები ქედაში, სოფელ გობრონეთშია გადაღებული 30 მარტს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვა მოსალოდნელია უახლოეს დღეებშიც.

თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო. სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:

ხულოს სოფლებში 80 სანტიმეტრამდე თოვლია [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში თოვს, თოვლის საფარი სოფლებში 60-დან 80 სანტიმეტრამდეა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინფორმაციით, თოვლის საფარს პრობლემები არ შეუქმნია, გზები გახსნილია და ელექტრონერგიაც სრულად მიეწოდებათ აბონენტებს.

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე თემს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 15 სმ-ს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-ს აჭარბებს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილები ყველა მიმართულებით გადაადგილდება. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუქი დიოკნისის, რიყეთისა და საციხურის თემებში არც ერთ სოფელს არ მიეწოდება, ხოლო …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

Exit mobile version