მთავარი,სიახლეები

„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო

05.02.2022
„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო

„ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია.  რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ახალი თოვლის საფარის სიმაღლე 40 – 50 სანტიმეტრია.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ტექნიკა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზეც მუშაობს, თუმცა ყველა გზა ჯერ გაწმენდილი არ არის.

„ძირითადად ამ ეტაპზე პრობლემაა თხილვანის და ღორჯომის თემის სოფლები… წილიდან იწმინდება კურორტ გოდერძის გზა, იქ მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება არის შესაძლებელი,“ – ამბობს ნური გორგაძე, ხულოს მერიის პრესცენტრის ხელმზღვანელი. მისივე თქმით, ხულოს სოფლებს ამ ეტაპზე ელექტროენერგიის პრობლემა არ აქვთ.

ხულო, თებერვალი, 2022 წ. ხულოს მერიის ფოტო

შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო გზების გაწმენდა ჭირს. აქ გვითხრეს, რომ გზები გაწმენდა დაწყებულია, თუმცა სოფლებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი ჯერ არ არის.

შუახევში აქვს შუქის პრობლემაც. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დილის 11 საათისთვის დაახლოებით 15 სოფელს ჰქონდა ელექტროენერგიის პრობლემა.

თოვლი შუახევში, შუახევის მერიის პრესცენტრის ფოტო

რაც შეეხება ქედას, აქ გვითხრეს, რომ ტექნიკა გზების გაწმენდაზე  6 მიმართულებით მუშაობს.

„ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შეფერხებებია რამდენიმე სოფელში. ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადა, რომელიც აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან.

მთავარი ფოტო: გზების გაწმენდა ქედაში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: