თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:

ხულოში თოვს

აჭარის მაღალმთიანეთში დღეს დილიდან თოვს. ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ორ სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. თოვს შუახევის ზოგიერთ სოფელშიც. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში გამოიდარებს და თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში  სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს. აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული …

მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

  ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

ბათუმის მერია მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, თუ დააფიქსირებენ გადავსებულ ნაგვის კონტეინერებს, დარეკონ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე: 577-49-59-59 ან  577 -93-55-60. „ქალაქში უხვი ნალექის გამო გართულებული იყო ნაგავშემკრებ კონტეინერებთან მისვლა, რის გამოც ვერ განხორციელდა გრაფიკისა და მარშრუტების დაცვა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ნარჩენების გატანის სამუშაოების განხორციელებაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარჩენილ კონტეინერებთან მისასვლელი გზების გაწმენდა და ნარჩენების გამოტანა,“ – …

თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …

ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში

„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად …

ბულვარის ადმინისტრაცია: თოვლის გამო მუშაობას საგანგებო მდგომარეობაში ვაგრძელებთ

ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: „მთელი ღამის განმავლობაში ადმინისტრაციის შესაბამისი მობილური ჯგუფები ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ახორციელებდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტად მიმდინარეობს“. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა.  ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია. ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.

უამინდობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში მიმდინარეობს: „ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელი გზები იწმინდება“. „უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ხელვაჩაურში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს …

ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილიდან ახორციელებენ გზებისა და ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს ცხაურებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ძველ ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე. ბათუმის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოქალაქეებმა„ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რათა სრულყოფილად განხორციელდეს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები“. დღეს დილიდან ქალაქში ინტენსიურად თოვს. ბათუმის …

ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

ბათუმის თოვლისგან გაწმენდა დაიწყეს

ბათუმში დღეს დილიდან თოვს. ბათუმის მერის განცხადებით, თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ და შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები. მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, იწმინდება სანიაღვრე ჭების ცხაურები და ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. გამწვანების სამსახურმა უკვე დაიწყო ხეების თოვლის საფარისგან გათავისუფლების ღონისძიებები. წელს ქალაქის მერიას 300 ტონა ტექნიკური მარილი აქვს შესყიდული. …

ბათუმის მერია: ქალაქში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები კი 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ. „თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების გაწმენდა. ასევე ხორციელდება დათოვლილი მცენარეების ჩამოფერთხვის ღონისძიებები. ხეების ჩამოფერთხვა, საჭიროებისამებრ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ზღვაში შემავალი ყველა სანიაღვრე არხი. გაწმენდილია სანიაღვრე ცხაურების ზედაპირებიც. შეუფერხებლად …

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის. როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა. „ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა …

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი

ქედის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა [ფოტო]

29 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო 4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. არ ფუნქციონირებს ცხრა საბავშვო ბაღი. ამ დროისთვის დაბაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს. რაც შეეხება სატრანსპორტო მიმოსვლას, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ხოლო შიდა სასოფლო გზებზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მხოლოდ …

ამინდის პროგნოზი: ბათუმში გამთენიისას ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს,  აჭარის მაღალმთიანეთში კი  -15 გრადუსამდე. რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია. ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. „სუბტროპიკულ …

ბათუმის ბულვარში ხეების დასაფერთხად მოხალისეებს ელოდებიან

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება: „ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის …

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის …

ინტენსიური თოვის გამო ბათუმში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა. ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირზე ისაუბრეს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. ბათუმის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს. …

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია …

ბათუმის ცენტრალური ქუჩები თოვლისგან იწმინდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები. მერიის ინფორმაციით: „ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან კი ქუჩებში მუშაობა შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლება გააგრძელეს. გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, …

Exit mobile version