რა უნდა ქნათ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ და რა ვალდებულება აქვთ კონტაქტში მყოფ პირებს

„მოქალაქეს თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავად არის ვალდებული დარეკოს 112[2]-ზე და დააფიქსიროს ამ ფაქტის შესახებ. ვირუსის დადასტურების დაფიქსირების შემდეგ მოქალაქის პირადი საქმე ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს [ოჯახის წევრებს და სხვებს, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში] იწერენ მონაცემებს და …

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციიდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ის სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლისას, კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად PCR ტესტის ნეგატიურ პასუხსაც წარადგენს. ივნისის დასაწყისში სახელმწიფო უწყებებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ …

რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …

ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი თვითიზოლაციაშია. პირს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა წუხელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟენევიდან დაწერა. „მე გავხდი კონტაქტი ადამიანისა, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები და სახლიდან ვიმუშავებ,” – წერს ის. I have been …

ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

ცესკოს ინფორმაციით, სპეცსიაში 3 695 ამომრჩეველი შეიყვანეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში. მათ ყუთს ადგილზე მიუტანენ. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ თავად 14 431 ამომრჩეველს დაუკავშირდნენ, რომლებიც იყვნენ ბაზაში და მოუწოდეს მოეთხოვათ გადასატანი ყუთი. „გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – აცხადებს ცესკო. თუმცა, სპეცსიაში აქედან მხოლოდ 3 695 ამომრჩეველი …

რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა. უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ახალი ცვლილებით: „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა …

როგორ მოვიქცეთ, თუ კონტაქტი გვქონდა კოვიდით ინფიცირებულთან – რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა. დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე. არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრის …

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში. ახალი წესით: [checklist] უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში …

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …

ხმოვანი ზღაპრები და ლექსები ბავშვებისთვის ვასილ გულეურისგან

ბოლო რამდენიმე დღეა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, როცა მთელი ქვეყანა და მსოფლიო შინიდან არ გამოდის, საბავშვო მწერალმა ვასილ გულეურმა საკუთარი ზღაპრებისა და ლექსების  ხმოვანი ვერსიების ნაწილი ატვირთა  youtube არხზე. ამ არხის ჩანაწერებით  პატარებს შეუძლიათ მოისმინონ ავტორის მონათხრობი. ვასილ გულეური ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 21:00 საათზე, ბავშვებისთვის სხვა ტექსტებსაც კითხულობს. ლაივჩართვები კვირაში სამჯერ მწერალთა სახლის …

არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

მთელი მსოფლიო კარანტინშია. ადამიანებს უჭირთ შინ დარჩენა და გარეთ გაჭრას ლამობენ. ასეთებს მერე პოლიცია აჯარიმებს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო. თუ კორონავირუსის ეპიდაფეთქებამდე ფეისბუქზე თქვენი ,,ფრენდები“ დღეში ერთ ან ორ პოსტს წერდნენ, ახლა ყველა ყველაფერს პოსტავს ისტერიულად და ხვდებით, რომ სხვების ცხოვრებაში ასე დეტალურად ჩახედვაზეც ნამდვილად არასდროს გიოცნებიათ. თავადაც ვერ ხართ მაინცადამაინც კარგ გუნებაზე …

3 ადამიანი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს თვითიზოლაციის დარღვევისთვის

შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 3 ადამიანი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა. „პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.  ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას …

იზოლაციისა და კარანტინის წესები ამოქმედდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარია

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იზოლაციისა და კარანტინის წესები დამტკიცდა, რომელიც 2020 წლის 25 მარტიდან შევიდა ძალაში. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა საცხოვრებელ სივრცეში …

ბათუმში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში გადაიყვანეს

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე დღეს, 19 მარტს, საღამოს პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ერთი პირი იძულებით გადაიყვანა კარანტინში. მეზობლების თქმით, პირი, რომელიც კარანტინში გადაიყვანეს, თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა წესი დაარღვია, რის გამოც პოლიციამ იძულებით გადაიყვანა. ბოლო მონაცემებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 28 პირი გადაიყვანა კარანტინში იძულებით. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის …

პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი. შს სამინსიტრო გაფრთხილებთ, რომ …

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია …

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად …

პოლიციამ დღეს კარანტინში იძულებით 22 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 22 პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. ეს შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ …

შსს-მ იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 13 მოქალაქე, რომლებმაც შიდა და ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს …

როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

ალბათ დღეს ყველაზე მეტი ახალი ამბავი „კორონავირუსზე“ წაიკითხე ხომ? მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გაიქცა თვითიზოლაციიდან და მერე პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს, ამოწმებენ და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენც იზოლაციაში ხარ და ნერვიულობ. შეიძლება არც გიფიქრია იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა აკეთო ის, რისთვისაც აქამდე ვერასდროს იცლიდი – გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენჯერ გითქვამს: „დრო …

თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს. საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ 22 ადამიანია გადაყვანილი. იძულებით კარანტინში გადაყვანილი არიან ადამიანები თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან. შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათშია გამოვლენილი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში …

„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში. ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა …

როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. რა არის თვითიზოლაცია? თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო …

Exit mobile version