„უნდათ ერთმანეთს გადაგვკიდონ“- ელექტრომოპედების გამქირავებლების პროტესტი ბათუმში

დღეს, 2 ივნისს, ელექტრომოპედებისა და კვადროციკლების გამქირავებელმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან. აღნიშნული პირები ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ტურისტულ სეზონზე ელექტრომოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ დამსვენებლებზე, თუმცა წელს ბათუმის მერიამ მათ ბულვარში მუშაობის ნებართვა აღარ მისცა ბათუმში ელექტრომოპედებისა და სკუტერების გამქირავებლები, ასევე, სუვენირებითა და წვენებით მოვაჭრეები, 4 თვეა, რაც მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. …

ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად

თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს. თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, …

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს: დაქირავებული – რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, …

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია …

საელჩო თურქეთში სამუშაოდ წასულებსა და წასვლის მსურველებს აფრთხილებს

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო თურქეთში შესვლის დროებითი წესი [სამთვიანი მოწვევის საფუძველზე], თურქეთის საელჩო ახსენებს თურქეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც. ამ წესების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის …

300-ლარიანი კომპენსაცია 80 ათას თვითდასაქმებულს დაერიცხება – გახარია

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს 80 ათასი მოქალაქე, რომელთაც ვერ მოასწრეს სრული დოკუმენტაციის შეგროვება თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიიღებს ერთჯერად დახმარებას. „ვინც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის …

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 …

200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა“, – ეს ფრაზა მმართველ პარტიას 2016 წლის პარლამენტის საარჩევნო პროგრამაში უწერია. პროგრამით გაწერილი ზოგიერთი გეგმა და მნიშვნელოვანი დაპირება „ოცნებამ“ ვერ განახორციელა. ერთ-ერთი შეუსრულებელი დაპირება სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის …

რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, …

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო. რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს …

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას – 200 და 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. მთავრობის ახალი დადგენილებით: [checklist] კომპენსაციას – 200 ლარი – მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის აპრილამდე ბოლო ხელფასი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მანამდე, 2019 წლის ივლისიდან, უფიქსირდებათ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც; ხოლო კომპენსაციას – …

თვითდასაქმებულებს არასრული დოკუმენტების განახლება 15 ივლისამდე შეუძლიათ – კომპენსაცია

საქართველოში თვითდასაქმებულებს, რომლებიც 2020 წლის 1-ელ ივლისამდე 300 ლარი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთული აქვთ არასრულად ან არის დასაზუსტებელი, უფლება აქვთ, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთაგან განსხვავებით, საქართველოში თვითდასაქმებულებს ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციისას გარკვეული დოკუმენტების/ცნობების ატვირთვაც ევალებოდათ. დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს ატვირთული დოკუმენტების დაზუსტებაზე ან ახალი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ …

165 626 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად

პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 104 547-მა თვითდასაქმებულმა, სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 …

უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ – რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია

უცხოეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოსგან 300 ლარს, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: [checklist] საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120  კალენდარული დღის …

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

დღეს, 27 მაისს, ბათუმის მერიის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის ყველა მონაწილე ქალია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებული, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი, უმუშევარი დარჩნენ. „ვმუშაობდი ხოფაში, სახაჭაპურეში და კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. მარტის შემდეგ უმუშევარი ვარ. სახელმწიფო ითხოვს დასაქმების საბუთს და ამის დამტკიცებას მე ვერ მოვახერხებ, რადგან თურქული მხარე ამ …

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად. რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში. განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები …

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა). ასეთმა პირებმა 300-ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი გამოჩნდება. ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა …

რა ქნან ქალებმა, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიოდნენ სამუშაოდ

ქალები, რომლებიც ყოველდღე გადადიოდნენ თურქეთში და ქემალფაშაში მაღაზიებში მუშაობდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ეს ქალები თავიანთი ოჯახებისთვის მთავარი შემომტანები იყვნენ, უმრავლესობა 4-5 და მეტ სულს არჩენდა. ახლა ზოგიერთი მათგანი მოხუცი მშობლების პენსიის იმედად დარჩა, ვისაც სახლში პენსიონერი არ ჰყავს – საერთოდ უფულოდაა. „იცი, როგორი დაბნეული ვარ? არაფრის იმედი აღარ მაქვს. ვფიქრობ, რა უნდა ვქნა და გამოსავალს ვერ …

ხოფასა და ქემალფაშაში ვინც მუშაობდა, რიჟვაძემ უშუამდგომლოს ქვეყნის მთავრობასთან – ლელო

„ლელო“ იმ ადამიანების დახმარებას ითხოვს, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელი ქვეყნის ქალაქებში – ხოფასა და ქემალფაშაში და იქ მუშაობით/ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. „45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ადგილები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ …

Exit mobile version