თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო მოითხოვა. “რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესს ლაივბლოგის საშუალებით აშუქებდა, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ …
Tag Archives: თავდაცვის სამინისტრო
„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან
„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროშიც იწყებს წმენდას. დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, რომელიც 31 წელია სამხედრო სამსახურშია და ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს. ლევან კურცხალია თანამდებობიდან დათხოვნას მის პროევროპულ განწყობებს უკავშირებს. ლევან კურცხალიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრების კრიტიკული განწყობებიც. მისი შვილი, სესილი კურცხალია სასაზღვრო …
თავდაცვის სამინისტროში 150-მდე პირი გაათავისუფლეს, რაც რეპრესიაა პოლიტიკური ნიშნით – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი, რის შედეგად სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული. „გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს“ – ამბობს საია. მათივე განცხადებით, საუბარია ასევე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაზეც. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ნაწილს, …
თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნებას“ ემიჯნება
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების ერთგულნი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი …
Continue reading “თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნებას“ ემიჯნება”
მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით
მთავრობის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, მართლაც დუღს საქართველოს ეკონომიკა, როგორც ამას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამტკიცებს. მთავრობის წევრების უძრავი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძვირადღირებული მანქანების შემდეგ, თანამდებობის პირების ბოლო დროის გატაცება, როგორც მათივე ქონებრივი დეკლარაციებიდან ჩანს, ძვირადღირებული სახლებია. სახლს ან იშენებენ ან ყიდულობენ ძირითადად სტრატეგიულად შერჩეულ ადგილებზე, ქალაქიდან მოშორებით, ტყესთან ახლოს, თბილისის ხედით, საკურორტო …
Continue reading “მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით”
თავდაცვის სამინისტრო ბათუმში მიწას ითხოვს
თავდაცვის სამინისტროს ბათუმში, ფიროსმანის #25-ში 1180 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემენ. შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. სააგენტო ბათუმის მერიისგან ნაკვეთს შემდგომში მისი თავდაცვის სამინიტროსთვის გადაცემის მიზნით ითხოვს. ბათუმის მერიამ უკვე მოამზადა განკარგულების პროექტი, რითაც ნაკვეთს გადასცემს ქონების ეროვნულ სააგენტოს. საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი დასამტკიცებლად. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო გადაცემულ …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო ბათუმში მიწას ითხოვს”
კიდევ 2 ოპერაცია სჭირდება ჯარისკაცს, რომელიც 3 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და გუშინ გაიარა
თავდაცვის სამინისტრომ 28 წლის ჯარისკაცს, ზაურ კომახიძეს, ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი მხოლოდ მას შემდეგ დაუფინანსა, რაც მედიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ზაურ კომახიძის ოჯახის წევრი „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 3 წლის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა „ხმა ვერც ერთ მინისტრს ვერ მიაწვდინა“. „ჩემი ძმა 2017 წლის 11 სექტემბერს აფეთქდა ნაღმზე ავღანეთში – ხერხემალი და …
რას აკეთებს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ჰიბრიდულ ომში
„ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ…“ – გვითხრა ტროლებზე საუბრის დროს დავით უჩაძემ. იგი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსია და მან 30 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ანტიდასავლურ კამპანიაზე ისაუბრა. კონკრეტულად რას აკეთებს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ამ თემაზე დავით უჩაძეს საჯარო შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით. …
Continue reading “რას აკეთებს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ჰიბრიდულ ომში”
თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი, შს მინისტრად გომელაური დაასახელეს
პრემიერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულმა გიორგი გახარიამ, მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური იქნება, ხოლო თავდაცვის მინიტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავად გადადგა გუშინ თანამდებობიდან. ის წელიწადი და ორი თვე იყო პრემიერი. დღეს მმართველი …
Continue reading “თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი, შს მინისტრად გომელაური დაასახელეს”
ჯარისკაცის დედა: „მომიძებნონ ჩემი შვილი“
ორი ჯარისკაცი – კაპრალი იაგო შარაძე და რიგითი გიორგი ნანეტაშვილი სამი წლის წინ, 6 აგვისტოს შავ ზღვაში წვრთნებზე ყოფნისას გაუჩინარდა. ორი წლის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა დაღუპულებად. გიორგი ნანეტაშვილის დედა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ის მოითხოვს მისი შვილის ძებნა გააგრძელონ. „მე იმ დღიდან დავდივარ თავდაცვის სამინისტროში და ვაწუხებ, რომ მომიძებნონ …
თავდაცვის სამინისტრო სარესტორნო მომსახურებისთვის 5 თვეში 300 000 ლარს გადაიხდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სარესტორნო მომსახურებისთვის 300 ათასამდე ლარს გადაიხდის. საზოგადოებრივი კვების მომსახურება გათვალისწინებულია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, სტუმრების ადგილმდებარეობის მიხედვით. საზოგადოებრივი კვების [სარესტორნო] მომსახურების შესყიდვის მიზნით სამინისტრო ფასთა გამოკითხვას [ბაზრის კვლევას] ახორციელებს. პრეტენდენტებს კი შეუძლიათ თავიანთი ინტერესი 16 ივლისის ჩათვლით გამოხატონ. სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულად …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო სარესტორნო მომსახურებისთვის 5 თვეში 300 000 ლარს გადაიხდის”
თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები
ავტორი: ნათია ჩეხერია, სტუდია „მონიტორი” თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს. 2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.
ყოფილი და მოქმედი სამხედროები თავდაცვის სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ
მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, დღეს, 5 მაისს, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ. „2009 წელს შემოგვასახლა თავდაცვის სამინისტრომ ამ შენობაში ყოფილი და მოქმედი სამხედროები, სულ 44 ოჯახი. დაგვპირდნენ, რომ საკუთრებაში …
მთავრობას არ აინტერესებს სავარაუდოდ სტალინური ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტები
„ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები“ – განაცხადეს დღეს, 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა პროცედურებით შეიქმნება დნმ-ის ბაზა და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი ის ფიქრობს, რომ ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებს შორის შესაძლოა მისი წინაპარი იყოს – აღმოჩნდა, რომ არც ერთ სამთავრობო უწყება ნეშტების გამოსაკვლევად, დნმ-ის ჩასატარებლად …
ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ
მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს, ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. ოთხსართულიანი ძველი კორპუსი მახინჯაურში, რომელშიც სამხედროები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო. ამ შენობის გვერდით, ყოფილი საბჭოთა შენობები მიმდებარე …
Continue reading “ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ”
თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრაზე: ეს იყო უნებლიე გასროლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 22 იანვარს, მოხდა ბათუმში. “ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე, სავარაუდოდ ბათუმში დისლოცირებული ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ უ.გ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებული, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრაზე: ეს იყო უნებლიე გასროლა”
ბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს
ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაჭრეს. დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ტყვია მარცხენა ხელზე მოხვდა. ექიმების თქმით, ჯარისკაცს ხელი, სავარაუდოდ, მოტეხილიც ჰქონდა, თუმცა იგი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „უნებლიე გასროლა განახორციელა ერთმა სამხედრო მოსამსახურემ და იდაყვის არეში დაიჭრა მეორე“. პრესცენტრის ინფორმაციით, …
რაზე ისაუბრებენ ბათუმში საქართველოს თავდაცვსა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
1-2 ნოემბერს, ბათუმში რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) ტარდება. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია …
Continue reading “რაზე ისაუბრებენ ბათუმში საქართველოს თავდაცვსა და უსაფრთხოების კონფერენციაზე”
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი [SEDM] მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხვდება ერთამენთს. მინისტერიალის მიზანია რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია. მინისტერიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა. „ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს …
Continue reading “ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს”
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს იწვევენ და 760 ლარ ხელფასს სთავაზობენ
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35-წლამდე ასაკის მოქალაქეების მიღება 2017 წლის 5 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. …
Continue reading “საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს იწვევენ და 760 ლარ ხელფასს სთავაზობენ”
ფორმა ორი ახალი გენერლისთვის პირდაპირი შესყიდვით
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1 798 ლარად გეგმავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებისათვის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შესყიდვას. ფორმებს სამინისტრო ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობა, უარყოფითად აისახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო იმიჯზე… ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის …
Continue reading “ფორმა ორი ახალი გენერლისთვის პირდაპირი შესყიდვით”
თავდაცვის სამინისტროს ახალი მედალი – „გიორგი ანწუხელიძე“
თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედლით – „გიორგი ანწუხელიძე“, დაჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროს, უფროს და მთავარ სერჟანტთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს: საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისათვის; სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შესაბამისი ბრძანება …
Continue reading “თავდაცვის სამინისტროს ახალი მედალი – „გიორგი ანწუხელიძე“”
იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო
ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურის – იაგო შარაძის დედამ გონიოში შიმშილობა დაიწყო. ელენე შარაძე ზღვაში დაკარგული შვილის ძებნის სამუშაოების განახლებას მოითხოვს. სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ. ამ დროისთვის ისინი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. იაგო შარაძის ნათესავების თქმით, მათ ამ უწყებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. იაგო შარაძის მეუღლემ – მარიკა შარაძემ “ბათუმელებს” …
სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდი ჩაერთო
თურქული ხომალდი დღეს, 20 აგვისტოს, დილის 6 საათზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. “გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას, მზაობა დიდია, ისინი ჩამოსული არიან მინიმუმ 3 დღით, თუმცა იმის პირობასაც …
Continue reading “სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდი ჩაერთო”
ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს
ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …
Continue reading “ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს”
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა. „გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 ლარი“ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გასულ წელს 220 ათასი ლარი …
Continue reading “გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება”
ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად
მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს. „ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ …
Continue reading “ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად”
თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ
თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ჯარისკაცს, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროს სასამართლოში უჩივის. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა: ის ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა. იქვე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში მას ბაროტრავმა დაუდგინეს, რაც სმენის დაქვეითებას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებული ჯარისკაცი სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ”
თინათინ ხიდაშელი: საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა
საქართველო ვარშავის სამიტიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ნატოს ვარშავის სამიტს მომზადებული უნდა შეხვდეს. „სამხედრო დისციპლინით მომზადებული უნდა შევხვდეთ ვარშავის სამიტს. პოზიცია უნდა იყოს შემტევი და მიზანმიმართული. კომუნიკაცია საზოგადოებასთან თამამი უნდა გვქონდეს… ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, მაგრამ ამასობაში მთავარი ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კარი …
Continue reading “თინათინ ხიდაშელი: საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა”
იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საერთაშორისო კვირეული ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 21-25 მარტს რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. ღონისძიებებში ეთას იუნკრებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები მონაწილეობდნენ. სტუდენტთა ინტეგრაციის პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კვირეულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კადეტების ადგილობრივ აქტივობებში ჩართვასა და ცოდნისა და …
Continue reading “იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს
არიელ კოენი: „საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობისთვის“ „საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, _ ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარმა სპეციალისტმა არიელ კოენმა …
ნეიტრალიტეტის ხაფანგი
საეჭვო წყაროების მიერ დაფინანსებული, კრემლთან მეგობრობაში შემჩნეული ჯგუფები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ხშირად მიუთითებენ ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანამ უარი თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტი რომ გამოსავალი იყოს, ალბათ, ყველა პატარა სახელმწიფო თავს ნეიტრალურად გამოაცხადებდა და ამით უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, მეზობლად …
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
წარმატებული ოფიცრის მორიგი მისია ავღანეთში აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 9 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, რომ სამხედრო გამოვიდოდი. მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე. ჩემი კუთხე დავკარგე, დავკარგე მამა, ბიძა, სახლი. როდესაც წამოვიზარდე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა მემსახურა, – ასე იწყებს საუბარს საკუთარ არჩევანზე მაიორი გიგა ავალიანი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე …
ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის განხილვა გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის და რეზერვის ახალი კონცეფციის საჯარო განხილვებს განაგრძობს. 29 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს – სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის …
Continue reading “ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის განხილვა გრძელდება”
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები – სამხედროები და მოქალაქეები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი …
Continue reading “საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება”
ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
ბავშვობაში კალათბურთელობაზე ოცნებობდა. 18 წელი თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც. შემდეგ სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა, თუმცა, სპორტული გამოცდილება ძალიან დაეხმარა. გუნდური თამაში, ჩვევა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უდნა იფიქროს _ სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა. ამბობს, რომ გუნდური აზროვნება, ჯარშიც უმნიშვნელოვანესია. უკვე 14 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამსახურზე არც 2008 წლის აგვისტოს …
Continue reading “ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება”