ერთი სააკაშვილი უკვე შემოვიყვანეთ, ორს კიდევ შემოვიყვანთ – ენმ კობახიძეს პასუხობს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღეს, 29 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, ბათუმში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არასერიოზულია. მან „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. „ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა, გვეგონა …

პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას იძიებს. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აჭარის  გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. საუბარია 2016-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე. დღეს, 23 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქმესთან დაკავშირებული პირების  თანამდებობიდან ჩამოშორება …

ენმ მოსახლეობას ბათუმის საკრებულოში საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს [ანონსი]

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 იანვარს, 12:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარე და წევრები ისაუბრებენ ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე, ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე, შეაჯამებენ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, გააცნობენ საზოგადოებას წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და განიხილავენ ფრაქციის სამომავლო გეგმებს. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა …

„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა

დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. „ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, …

ენმ: სუს-ის უფროსი აჭარის მთავრობაშია და მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს დავალებებს აძლევს

აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას  ვერ ახერხებს ელგუჯა ბაგრატიონი. იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. დეპუტატის ინფორმაციით, მთავრობის სახლში შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უფროსი ვახტანგ გომელაური მართავს. „როგორც ჩანს, არჩევნების ჩატარება აჭარაში გომელაურს ჩააბარეს. ის ახლა მთავრობის შენობაში ხვდება თორნიკე რიჟვაძეს და ყოფილ თავმჯდომარეებს – ზურაბ პატარაძეს და არჩილ ხაბაძეს. სუს-ის უფროსი ამ ადამიანებს …

შენდება თუ არა ძველ ბულვარში ახალი 50-სართულიანი კორპუსი

ძველ ბულვარში მიმდინარე ახალ მშენებლობასთან ბრიფინგი დღეს, 9 ოქტომბერს, გელა დეკანაძემ გამართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მას ეჭვი აქვს, რომ კომპანია „ბათუმი ამბასადორი“ ბულვარში იჯარით გადაცემულ ადგილზე ორსართულიანი კაფეს ნაცვლად 50-სართულიან კორპუსს აშენებს. „სხვა კუთხით გაუგებარია, რატომ მუშაობს აქ ბაუერის მძიმე ტექნიკა, რატომ ჩადიან მიწის სიღრმეში 80 მეტრი. ორსართულიანი რკინის კონსტრუქციის კაფეს დადგმას, რაც საინფორმაციო …

ენმ: მდივნების არჩევის რეპეტიცია საუბნო კომისიებმა უკვე გაიარეს

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საუბნო კომისიებმა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უახლოეს დღეებში უნდა აირჩიონ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 28 სექტემბერს, საუბნო კომისიები მუშაობას იწყებენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მდივანი, თავმჯდომარე და მისი მოადგილეც წინასწარ შერჩეულია. „ჩვენ მოვიპოვეთ „ქართული ოცნების“ შტაბების მიერ მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგენილი „ქართული ოცნების“ აქტივისტების სია, რომლის მიხედვითაც დანიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეს, …

რატომ მოსთხოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მობილურის დატოვება – აჭარის მთავრობის განმარტება

„დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით იყვნენ შემოსული… ასეც რომ ყოფილიყო, კონტროლის განხორციელებას თავისი წესი აქვს. რეგლამენტში დეტალურიად გაწერილია, რას გულისხმობს კონტროლის ფუნქცია,“ – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებმაც გუშინ, 23 აგვისტოს, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“: ელგუჯა ბაგრატიონს, გია აბულაძეს და გიორგი …

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი …

ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს

„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი და ტერმინალი,“ – აცხადებს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბათუმის პორტისა და ტერმინალის მართვის უფლებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს. გია აბულაძე ამბობს, რომ პორტის მოქმედ მენეჯმენტზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს. ბათუმის პორტში მესამე დღეა თანამშრომლების ერთი ჯგუფი შიმშილობს.  „თქვენ ნახავთ სულ …

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტებში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების სია ასე გამოიყურება: ხელვაჩაური – თემურ დუმბაძე ქედა – ირაკლი ბარამიძე ქობულეთი – თენგიზ ზოიძე შუახევი – ომარ ავალიანი ხულო – ირაკლი ჯორბენაძე დღეს ასევე დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში ლევან ანთაძეა, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი – მირდატ ქამადაძე.  კანონში შესული …

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა

„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ბათუმში მირდატ ქამადაძე იქნება. მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც 2012 წელს პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე მერობის …

რამაზ ბოლქვაძე აკვაპარკთან მიწის გასხვისებაზე

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გამოეხმაურა. „ეს არის ღია და გამჭვირვალე აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. აუქციონი არათუ უპირობოა, არამედ მასში ძალიან მნიშვნელოვანი პირობებია განსაზღვრული. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ინვესტორმა პროექტში არანაკლებ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მიხედვით აღნიშნულ …

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – …

„არ გამოვრიცხავ, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც მათთვის სასურველი კადრი შეიყვანონ უმაღლეს საბჭოში“

„ეს არის დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური შურისძიება, ეს სიგიჟეა“, – ასე აფასებს ომარ მეგრელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი საკუთარი პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას. სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა და “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიიდან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღება მოითხოვა, მათ შორის, ომარ მეგრელიძის. ომარ მეგრელიძე “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის რიგით 29-ე წევრია. პარლამენტში ამჟამად …

პრემიები აჭარის მთავრობაში

პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე აჭარის მთავრობის აპარატსა და 6 სამთავრობო უწყებაში ჯამში პრემიებითვის 1 019 183 ლარი დაიხარჯა, დანამატებისთვის – 1 999 719, ხოლო ხელფასებში – 4 099 280 ლარი. მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა წარმოადგინა. მან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე შვიდი სამთავრობო უწყებიდან მიიღო: აჭარის მთავრობის აპარატი, ეკონომიკის, ჯანმრთელობის, განათლების …

ენმ ბათუმის მერიას: სად არის ნაძვის ხე?

დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში,   არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები. „დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის …

ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის.  არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …

მაჟორიტარი კანდიდატი: კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო

ქენან კახიძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  წარადგინა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. ბატონო ქენან,  გვაინტერესებს თქვენი გეგმები და ხედვები; რაიმე კონკრეტული იდეა თუ გაქვთ, რისი შეცვლაც არის საჭირო, ან რაიმე ინიციატივის შეტანას თუ გეგმავთ? ჩვენ პროგრამა გვაქვს გაწერილი, საერთოდ პარტიას და …

საია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციაზე

„უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია”, – აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. საუბარია ბათუმში, 31 ივლისს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილებთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზე, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული ოფისის წინ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს. განცხადებაში აღნიშნულია: …

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ასახელებს. ამ წუთებში კანდიდატების წარდგენა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიის ბათუმის ოფისის წინ გრძელდება. შეკრებილებს ოდესიდან პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უმაღლესი საბჭოს კანდიდატები იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე. საქართველოს პარლამენტის მანდატების მოპოვებას კი შეეცდებიან: მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე. კანდიდატები პარტიის …

რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” …

“გამჭვირვალობა”: ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური …

ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …

ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი თავართქილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე სტატუსი გამოაქვეყნა: „გუშინ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებოდი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ არანაირ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ზოგადად, ნაკლებად …

„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება]. დღესვე, ტენდერის …

საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური …

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ქობულეთით

„ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთში არც ერთი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა,“ – განაცხადეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქობულეთში გამართულ ბრიფინგზე. „მაშინ, როცა მივლინებებში სოლიდური თანხა იხარჯება და ამას გამგებელი ინვესტიციების მოზიდვით ამართლებს, მუნიციპალიტეტში არც ერთი ახალი, მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა. გამგეობა ინვესტიციად ასახელებს კერძო სახლების მშენებლობას და იმ ობიექტებს, სადაც ინვესტიცია 2012 წელს ჩაიდო,“ – აცხადებს …

რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ

31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა. რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და …

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

კორუფციულ გარიგებად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მერიის მიმდინარე ტენდერს მიიჩნევენ, რომელიც ბათუმში მინისტადიონების შესაკეთებლად არის გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულება მილიონ 400 ათასი ლარია. „ტენდერი მხოლოდ სამშენებლო მასალის შესყიდვაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ 25 კვალიფიციური თანამშრომელი დაემატა შესაბამისი სახელფასო ფონდით. ეს მუშახელი მუშაობს სტადიონების შეკეთებაზე და ისმის კითხვა: თუ „ბათუმის კორპუსის“ ფუნქციებს განახორციელებს მერია, მაშინ რა საჭირო …

პეტრე ზამბახიძე: არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ

დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს 7 წევრის თანხმობა, ხოლო უნდობლობის გამოცხადებას 14 დეპუტატის ხმა დასჭირდება. „არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ის ვერ ახორციელებს …

შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“. სადავო დადგენილება 16 მარტს,  სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი …

მედეა ვასაძე და ყოფილი „ნაციონალები“ ერთ ფრაქციაში

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატთან, მედეა ვასაძესთან ერთად, ფრაქცია შექმნეს. ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ ისინი სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ და პარტია სიმბოლურად დატოვეს, რადგან ერთი პარტიის წევრებს ორ სხვადასხვა ფრაქციაში გაერთიანების უფლება არ აქვთ. ფრაქციას ასმათ დიასამიძე უხელმძღვანელებს. რატომ დათანხმდა მედეა ვასაძე იმ …

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …

ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს

გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. „ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, …

Exit mobile version