„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი …

საქართველო საერთო ნავში რუსეთ-ირანთან, რომელიც მალე ჩაიძირება – ინტერვიუ

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთთან და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამორიცხულად იმისა, დათმო თუ არა „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია… რუსეთთან ერთად და ჩვენ ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. …

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.  „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში. გთავაზობთ სიტყვას სრულად: ძვირფასო …

„ქარველი მეგობრები თავიდან გვასწავლით, როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის“ – EU-ს დეპუტატი

„ჩართული ვიყავი, უმრავლესობა რომ დაგვერწმუნებინა პრემია მზიასთვის [მზია ამაღლობელი] მიგვეცა. ეს არის ჯილდო მისი პირადი სიმამაცისთვის, ასევე პრემია ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვისაც სჯერა ევროპული მომავლის. მიუხედავად რეპრესიებისა, საფრთხეებისა, ამ დრომდე ქართველების 80 %-ს სჯერა, ისევ სურს, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი. ეს არის ნიშანი, სიმბოლო ბევრი მამაცი ადამიანის,“ – განაცხადა „ევროსკოპის“ ეთერში ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდისნკიმ. …

მზია ამაღლობელის პროცესი ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს – ევროპარლამენტარი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის“. ლენა შილინგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მზია ამაღლობელის პატიმრობას და თქვა, რომ ეს ამბავი უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვისაც, „რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ …

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ. ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს. ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა. …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი დაესწრება – „ევროპა გიყურებთ“

16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ ლენა შილინგი პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტებისათვის. „ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა. მზია სასამართლოშია იმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. …

„თავისუფლება მზიას“ – ევროპარლამენტარების სოლიდარობა მზია ამაღლობელს

დღეს, 5 თებერვალს, ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობლის სოლიდარობის აქცია გამართეს. „თავისუფლება მზიას“ – ამ პლაკატებით და საქართველოს დროშით იდგნენ ისინი ევროპარლამენტის ჰოლში. მზია ამაღლობლის მიმართ სოლიდარობის აქცია ორგანიზებული იყო პეტრას აუსტრევიჩიუსის მიერ. მასთან ერთად იყვნენ ნატალი ლუაზო და მიხაელ გალერიც. მათ გუშინაც გამოაქვეყნეს ერთობრივი წერილი, სადაც არაერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს გათავისუფლებული. ისინი …

ევროპარლამენტში იმსჯელეს საქართველოში ვითარების გაუარესებაზე და სანქციები მოითხოვეს

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროკომისიის პოზიცია წარმოადგინა კომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მარგუს ბრუნერმა და თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საგანგაშოა. „უკვე 50 დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიან ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის დემოკრატიული მომავლისთვის, ასევე, მათი ფუნდამენტური …

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს მიმართა და თქვა, რომ საქართველოს მათგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებაზე ისაუბრა. „ეს არის ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა და მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც“, – განაცხადა მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. „მმართველი პარტია რუსულ გზას დაადგა. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს – ერთი …

„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ

„გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი“- ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს? ამ თემაზე „ბათუმელები“ ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა. ბატონო ვანო, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციას და არ გადაიყვანს სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში, …

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია“ – ენმ-ს თავმჯდომარის ბრიფინგი ბათუმში

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია… ჩიხში ხართ და ერთადერთი გამოსავალი არის ამ რეზოლუციის შესრულება,“ – აღნიშნა დღეს, 15 თებერვალს, ბრიფინგზე ენმ-ს ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. იგი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას ევროსაბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. …

ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს. მას აქვს 2 არჩევანი – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან 

„ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელებთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის პირით გახმოვანებულ პოზიციაზე ვკითხეთ – რომელმაც თქვა, რომ თუკი EU სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით“ მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ სტატუსზე. ბატონო გია, აქამდე თითქმის არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაიხსნებოდა დისკუსია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. ახლა …

რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია რას ედავებიან – კობახიძე

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. რეზოლუციას დღეს, 9 ივნისს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიის თავისუფლებამ ფუნდამენტური პროგრესი განიცადა. „როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, …

რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს

ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალა. „დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა ეკრძალებათ. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს,“ – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტვიტერზე. ასევე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბულგარეთი რუს დიპლომატებს აძევებენ. „ბიბისის“ ცნობით, ბულგარეთმა ათი …

ევროპარლამენტარი: საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისის აეროპორტში გადაღებული სტალინის ბიუსტი ჩანს და წერს: „საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“. #Georgia – are you sure you want to join the EU with those Stalin …

ვფიქრობ ღირებული იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ევროპარლამენტს მივაწვდით – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, დღეს 13 ნოემბერს მედიისთვის კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ როგორ უთხრა ხელისუფლებამ ციხეში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი. „საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო ვწვეოდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საპყრობილეში. ჩვენ ვიცოდით მისი გადაწყვეტილება, რომ უნდა გამოეცხადებინა შიმშილობა, მაგრამ ჩვენ შეშფოთებული ვართ შიმშილობის ხანგრძლივობით და მძიმე შედეგებით, რომელიც შეიძლება დადგეს. მე ასევე შევხვდი ელენე …

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა …

Exit mobile version