“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – კობახიძეს ბეშუმში საპროტესტო ბანერით დახვდნენ

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ასულ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს აქტივისტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – ასეთია აქტივისტების გზავნილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი, რომელსაც 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს ციხეებში დატყვევებული.

ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს. ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის …

ბეშუმის განვითარება და გაქვავებული ტყე – რა უნდა გაითვალისწინოს აჭარის ფინანსთა სამინისტრომ

ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს. სამინისტრომ სკოპინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტომ უკვე მოამზადა სკოპინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ექნება შესასწავლი და დასაზუსტებელი. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, …

ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება

ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს. დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და …

სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება. იქვე აღნიშნულია, რომ არის საკმარისი მონაცემები „გოდერძის უღელტეხილი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიის ძეგლად იქნეს აღიარებული“. ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, …

ბეშუმი და მწვანე ტბა – დანაგვიანებული კურორტები

კურორტ „ბეშუმის“ და მწვანე ტბის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიების დაბინძურებაზე საუბრობს. მათი თქმით, გარშემო ყველაფერი დანაგვიანებულია განსაკუთრებით სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ – ამ დღეებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ნაგავს კი იქვე ყრიან, სადაც მოესურვებათ. თორნიკე აბულაძე აქტივისტია. ის ბეშუმში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბეშუმში კიდევ უფრო მეტადაა დაბინძურებული კურორტის ცენტრალური ნაწილები. მისი თქმით, მდინარე, რომელიც ბეშუმის ცენტრთან …

გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით

ხულოში მცხოვრებმა მარი კოჩალიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში გაკეთებული PCR ტესტის ნიმუშები შესაძლოა სტანდარტების დარღვევით გადაჰქონდეთ ლაბორატორიაში. „ბებიაჩემს ჰქონდა შაბათს სიცხე და ტესტირებაზე როცა მივიყვანე, სწრაფმა დადებითი არ აჩვენა. მითხრეს, ორშაბათს მოიყვანე და PCR-ს გავუკეთებთო. ვკითხე, ახლა რატომ არ უკეთებთ-მეთქი. კურიერი არ გვყავს და ტესტის ნიმუშებს ვერ გავაგზავნითო, თუ ვინმე წავა, რომელიმე მარშრუტკის მძღოლი ან …

„ბეშუმის გზაზე მანქანებს გადაადგილება უჭირთ“ – მოქალაქე ხულოდან

„გზა ტალახითაა სავსე, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ბუქსირით ამოჰყავთ ზოგიერთი მანქანა, ეს გზა გააფართოვეს და ამ დროს სანიაღვრე არხები დაშალეს, გზაზე არავინ მუშაობს, რომ წყალმა გზა არ გააფუჭოს…“, – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. მოქალაქის თქმით, გზაზე გავლა წვიმის დროს მას შემდეგ გართულდა, როცა ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქე ამბობს, რომ გზა …

რა ფასად შეძლებთ ბეშუმში დასვენებას

„ბეშუმში პანდემია არ ვიცით,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ბეშუმში სახლები აქვთ. მათი თქმით, ფასები იგივეა, რადგან პანდემია გასულ წელსაც არ იგრძნობოდა. ზოგიერთის თქმით კი, ბეშუმში დასვენება გაძვირდა, რადგან „ყველაფერი ძვირდება“. „ახლა ამოვედი ბეშუმში და სახლს ვალაგებ. უკვე გავაქირავე სახლი და ველოდები სტუმრებს. 20 დღით ვაქირავებ 700 ლარად,“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ. მას 4 ადამიანის ერთდროულად …

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

ზაფხულის დაწყების მიუხედავად, მთის კურორტებზე დამსვენებლები ჯერ მცირე რაოდენობით არიან. მთაში განთავსებული კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები კი გაქირავებას და პირველ სტუმრებს ელიან. კურორტ „ბეშუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ყველა წესი დაიცვეს, რაც კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კოტეჯებიც შესაბამისად აღჭურვეს ყველა საჭირო ინვენტარით. „იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს და ველოდებით პასუხს. როგორც კი სტატუსს მოგვანიჭებენ, მაშინვე დავიწყებთ …

ბეშუმში თოვლის საფარის სიმაღლე 4 სანტიმეტრს აღწევს

21 სექტემბერს, ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. კურორტ „ბეშუმის“ დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, ბეშუმს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხვალიდან ბეშუმში, ისევე როგორც მთელი აჭარის ტერიტორიაზე, გამოიდარებს.

„პარაზიტები“ – რიჟვაძე ოპოზიციის შესახებ, რომელმაც დღეს ბეშუმში აქცია მოაწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბეშუმში გამართული შუამთობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს „უპასუხისმგებლო პარაზიტები“ უწოდა. „დღეს ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის …

სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და გოდერძიზე

ბეშუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საზაფხულო კურორტი დამსვენებლებს ელის. უნიკალური ჰავითა და ადგილმდებარეობით გამორჩეულ ბეშუმში დასვენება მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი. მაგრამ თუ მთასთან ერთად კომფორტიც გჭირდებათ, მაშინ საკმაო თანხის დახარჯვაც მოგიწევთ. მაგალითად, ერთი ღამის გათევა 20 -50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ ოჯახით გსურთ გარკვეული პერიოდით დასვენება, კოტეჯის დაქირავება დღეში, საშუალოდ, 90-100 ლარია. ბეშუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ კოტეჯი, …

რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს. …

ბეშუმი შესაძლოა ზამთრის კურორტიც გახდეს – ნახევარი მილიონი განაშენიანების გეგმისთვის

„ჩვენ დავიწყეთ ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, განაშენიანების დოკუმენტის შექმნით ახალ სიცოცხლეს, ახალ ეკონომიკურ დატვირთვას შევძენთ ბეშუმს,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. დღეს, 28 დეკემბერს, მთავრობის სხდომა გოდერძიზე გაიმართა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა. რა სამუშაოებია დაწყებული გენგეგმის შესამუშავებლად და რამდენი დაიხარჯება ამისთვის – თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ არ უთქვამს. აჭარის …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის. ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ. კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება …

კურორტ ბეშუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, გუშინ წვიმას ხულოს სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია: „ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს მხოლოდ  კურორტ ბეშუმში“. მერიის ინფორმაციით, ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ხშირია. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ და მათივე ინფორმაციით, შუქი კურორტზე მალე ჩაირთვება.

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ, – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ …

თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა

თორნიკე რიჟვაძე – „ მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. https://www.youtube.com/watch?v=XU_7Duweg7M&t=25s მწვანე ტბის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც გაეცნენ. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის …

„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“ – როგორ იცავენ ბავშვები გარემოს ბეშუმში [ფოტო]

„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“, „ნუ დააჭუჭყიანებ!“ – ბეშუმში ხის კოტეჯებსა და ქოხებზე ბავშვების ხელით ნაწერ ბევრ ასეთ აბრას წააწყდებით. როგორც ბეშუმში გვითხრეს, კურორტს პოლონელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც ბავშვებს უფასოდ უწყობენ ექსკურსიებს ბეშუმის შემოგარენში, მწვანე ტბასა და გოდერძიზე. აბრებიც კურორტზე სისუფთავის დაცვის მოწოდებით, ბავშვებმა პოლონელი ტურისტების დახმარებით დაამზადეს.

უფასო მგზავრობა ბეშუმსა და სხვა იალაღებზე – 25 ათასი ლარი ხულოს ბიუჯეტში

ხულოს მუნიციპალიტეტი, 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს კურორტ ბეშუმსა და მუნიციპალიტეტის იალაღებზე, რისთვისაც 25 380 ლარია ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისად, დაინიშნება დამატებითი რეისები ხულო-ბეშუმის, სხალთა-თეთრობის, სხალთა-სარიჩარის, ვაშლოვანი-დიდაჭარის მთისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით. „ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეთანხმებულია მოსახლეობასთან და შედგენილია მათი ინტერესების გათვალისწინებით. თუ, დავუშვათ, რომელიმე მარშრუტზე უამინდობის …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. „ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან …

გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. დეპარტამენტს სამუშაოების შესრულება ოთხმა კომპანიამ შესთავაზა. ესენია: „არალი“, „არნაბი 21“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ და „ზიმო-7“. „წინადადებების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ტექნიკურ …

შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

ექვს აგვისტოს ბეშუმში შუამთობას იზეიმებენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ბადრი მელაძის ინფორმაციით, შუამთობაზე სპორტულ- კულტურული ღონისძიებები გაიმართება. სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, კულტურული ღონისძიებით დაიწყება და სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება. სადღესასწაულოდ სუფრაც გაიშლება.ბადრი მელაძის თქმით, …

ბეშუმში სეზონი გაიხსნა

კურორტ ბეშუმში დღეს, 15 ივლისს, სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბეშუმის ადმინისტრაციის დირექტორის, ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები, ასევე სამედიცინო მომსახურების ცენტრები. „გაიხსნა სუპერმარკეტები, ასევე კვების სხვა ობიექტებიც. 43 სახლში დამსვენებელი უკვე ამოვიდა. კოტეჯებში დამსვენებელთა რაოდენობა ჯერჯერობით ნაკლებია. ვფიქრობთ, 20 ივლისიდან მოიმატებს დამსვენებელთა რიცხვი. მოქალაქეები აქტიურად გვიკავშირდებიან, კითხულობენ რა მდგომარეობაა კურორტზე, გამართულია …

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა. …

Exit mobile version