ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის ფაქტი ამ დღეებში მოხდა. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალზე მოძალადე კაცი დაკავებულია. რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.

ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანე ხიდს ააშენებენ – შესაძლოა პროექტი კერძო საკუთრებას შეეხოს

კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 ათას 500 ლარია გამოყოფილი. რა თანხა და ვადა იქნება საჭირო ხიდის ასაშენებლად, ეს პროექტის შედგენისა და შემდეგ სამუშაოების შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან ხიდის დეტალური პროექტი ახლა მზადდება და ვინაიდან უნდა …

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა. „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი …

ნაკელი და ნაგავი ბახმაროს კინოთეატრში – ფოტო

ბახმაროს კინოთეატრის ახალ შენობაში, რომელიც 2012 წელს აშენდა და რომელსაც, როგორც აქ ამბობენ, არასოდეს უმუშავია, ნაგავი და ნაკელი ყრია. დაზიანებულია დარბაზის სკამები, დამტვრეულია იატაკის ფილები, დაზიანებულია ჭერი. ბახმაროს კინოთეატრის შენობა 2019 წელს დაარბიეს, რაშიც პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი ამხილა. შენობაში დაზიანებული ინვენტარის ნარჩენები დღემდე ყრია. ბახმაროს კინოთეატრის შენობა მდებარეობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამშენებლო კომპანია „ორბი …

დღეს ბახმაროში დოღია | ფოტო

გურიაში, კურორტ ბახმაროში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღი იმართება. დოღში მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა. მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე …

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ბახმაროს შესასვლელში, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ [ბახმაროს აბრასა და ვერტოდრომს შორის მდებარე ნაკვეთზე] ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორიაზე მოიაზრება შემდეგი ობიექტების განთავსება: სასტუმრო კომპლექსი, რესტორანი, საცხოვრებელი კოტეჯები, სეზონური საბავშვო ბაღი და სათამაშო ასევე სპორტული მოედნები, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები, მომსახურების ობიექტები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი …

ორბის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ბახმაროს – ურბანული განვითარების ინსტიტუტი

ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი ეხმაურება ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. „მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის. წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის …

ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. ბრძანება, რომელიც 2023 წლის 25 დეკემბერსაა მიღებული და ხელს სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე აწერს, 28 დეკემბრიდან ამოქმედდა. განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და …

ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება

კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე …

როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი

ბახმაროში, მიმდინარე წლის ზამთარში, ზვავმა პიონერის ქუჩაზე 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. ნახეთ რა მდგომარეობაა დღეს სტიქიის ადგილზე ფოტოები 2023 წლის 21 მაისს არის გადაღებული სტიქიის შედეგად რამდენჯერმე ჩაიხერგა ბახმაროში მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის კურორტზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს. ნაგებობის …

ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რაც 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც არ არის მზად. მიუხედავად პროექტების არარსებობისა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების …

ჩხაკოურა-ბახმაროს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 [ჩხაკოურა-ბახმარო] მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა [10 მაისის მდგომარეობით] ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაფართოვების სამუშაოები.“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 [ჩოხატაური-ჩხაკოურა] მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის …

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

წელს ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვავმა სახლები ზამთარში პიონერის ქუჩაზე დაანგრია. ზვავის შედეგის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე ვრცელდება: სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ჩოხატაურის მერიაში ჯერ შექმნილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი, ეს აღნიშნულმა კომისიამ უნდა განსაზღვროს. 3 მაისის მდგომარეობით, ზვავი რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია ბახმაროში მისასვლელ გზაზეც, რის გამოც მოძრაობა …

გომისმთასა და ბახმაროში მისასვლელი გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

დოღი ბახმაროში [ფოტო]

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, ყოველწლიურად იმართება დოღი. დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი, ტრადიციულად, რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. თამაშდება „ბახმაროს თასი“. ნახეთ დოღი 2022-ის ფოტოები დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. — ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ …

ზამთრის მთვარიანი ღამე ბახმაროში | ფოტო

ეს ფოტოები კურორტ ბახმაროში ნაკუ გამყრელიძემ გადაიღო. ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ფოტოები დღისითაა გადაღებული, თუმცა მალევე მიხვდებით ეს მთვარით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცითა და თოვლით განათებული ზამთრის ღამეა ბახმაროში.

ბახმაროში, მდინარეში მიკროავტობუსის საშველად მისული მაშველებიც გაიჭედნენ

კურორტ ბახმაროში მდინარე ბახვისწყალი მოულოდნელად ადიდდა. წყლის მოვარდნის მომენტში, მდინარეზე მიკროავტობუსი გადადიოდა, რა დროსაც ის წყალში გაიჭედა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მიკროავტობუსიდან მგზავრები უსაფრთხოდ გადმოიყვანეს ნაპირზე, თუმცა თავად სამაშველო მანქანა მდინარეში ჩარჩა. ამ დროისთვის [14:45] მიკროავტობუსი ტრაქტორის დახმარებით უკვე ნაპირზე გამოიყვანეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მდინარეში გაჭედილი სამაშველო მანქანის ამოყვანა.

რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება

გომისმთაზე მასპინძლები უკვე დაბრუნდნენ, კოტეჯების ფანჯრები შეაღეს, დასასუფთავებელი დაასუფთავეს და შესაკეთებელი შეაკეთეს, ხელი შეავლეს ყველაფერს, რომ დამსვენებელს მომზადებულები დახვდნენ. მასპინძლების თქმით, ტურისტები გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კოტეჯია თავისუფალი. სეზონი გომისმთაზე  აქტიურად ახლა იწყება. კოტეჯები 2-3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სველ წერტილებს მოიცავს, არის სამსაძინებლიანი სახლებიც, თუმცა ფართობი არ გულისხმობს, რომ სახლის დაქირავების შემთხვევაში …

მაისი ბახმაროში [ფოტო]

კურორტი ბახმარო მაისის პირველ რიცხვებში უკვე გაცოცხლდა. კურორტზე ჯერ მხოლოდ ისინი ადიან, ვინც სახლის აშენებას ან შეკეთებას აპირებს. თოვლი ბახმაროში მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩა. აქტიური სეზონი ბახმაროში ივნისის ბოლოს იწყება. ალპურ ზონაში მდებარე კურორტი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ფოტოები ბახმაროში 2 მაისსაა გადაღებული.

გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება. სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება. “საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც …

ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას,  რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები. „გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს …

გათიშავენ თუ არა დენს ბახმაროში? – კურორტზე ჯერ ისევ არიან დამსვენებლები

გურიაში, კურორტ ბახმაროზე, დამსვენებლებს აცნობეს, რომ დაბაში ელექტროენერგია მომავალი კვირის დასაწყისში გაითიშება. კურორტზე ჯერ კიდევ არიან დამსვენებლები და ელექტროენერგიის გათიშვა მათ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნის. ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში, დავით ჟღენტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტროენერგიის გათიშვას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, არსებული დავალიანების გამო. „ბახმაროში არის ელექტროენერგიის დავალიანება, ხარჯი მეტია, ვიდრე გადახდილი თანხა, ეს არის პრობლემა. შეიძლება …

როგორი იქნება ბახმაროს პარკი – რეაბილიტაციის პროექტი 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში დასასვენებელი პარკი მოეწყობა. არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 373 777 ლარია. პარკის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში  წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. პროექტის მიხედვით: „სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს …

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

ზაფხულის დაწყების მიუხედავად, მთის კურორტებზე დამსვენებლები ჯერ მცირე რაოდენობით არიან. მთაში განთავსებული კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები კი გაქირავებას და პირველ სტუმრებს ელიან. კურორტ „ბეშუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ყველა წესი დაიცვეს, რაც კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კოტეჯებიც შესაბამისად აღჭურვეს ყველა საჭირო ინვენტარით. „იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს და ველოდებით პასუხს. როგორც კი სტატუსს მოგვანიჭებენ, მაშინვე დავიწყებთ …

კურორტ ბახმაროში წუხელ ორი სახლი დაიწვა

კურორტ ბახმაროში 23 აგვისტოს, გვიან ღამით, ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დაახლოებით ორ საათში მოახერხა. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „რომ არა მეხანძრეები და მაშველები, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი სხვა სახლებზეც გადასულიყო“ – გვითხრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით საჯაიამ. მისივე …

“ბახმაროს თასი 2019”-ის გამარჯვებული მხედარი საბა ეხვაია გახდა

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  თაოსნობით „ბახმაროს თასი 2019“ – ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები იღებდნენ. ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. წელს 4 გარბენის ფარგლებში წყაროს წყალი ბახმაროს მიერ დაწესებული 15 000 ლარის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად გაიმართა შეჯიბრი. ბახმაროში დოღის …

წყაროს წყალი „ბახმაროს“ ორგანიზებით კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  ორგანიზებით 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2019““ – ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ. “კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა , წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და  მოხარულები ვართ რომ გარდა საპრიზო ფონდში …

ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკურ პირობაში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ ტენდერში გამარჯვებულს სამშენებლო მოედანზე მიაწვდის აღრიცხვის კარადებს; მრიცხველებსა და მიწისქვეშა ელექტრო სადენებს, ასევე პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგება პირველი ეტპის პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ქვესადგურ „ნაბეღლავი“-დან გამომავალი, 35 კვ …

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ. განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის …

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ. „არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია …

იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …

დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი. ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს. …

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში – დისკუსია ქალთა უფლებებზე

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 20 აგვისტოს, ბახმაროში, არტ-კაფეში, დღის პირველ საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი? დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშივილი. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. დისკუსიას კურორტთან ახლოს მცხოვრები მემთეურები დაესწრებიან. დისკუსიის …

ბახმარო – კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე [ფოტო]

 

კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროში სეზონი ივნისის ბოლოს იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა დამსვენებლები ბახმაროს ყველაზე ხშირად აგვისტოში სტუმრობენ. 19 აგვისტოს ბახმარო ყველაზე ხალხმრავარია, ამ დღეს კურორტზე დოღი იმართება. კურორტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 60 ათასი ლარია. 


ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

Exit mobile version