რატომ განაახლა ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში ნედლი ნავთობის გადაზიდვა

ყაზახეთიდან, თენგიზის საბადოდან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვა განახლდა. ნედლი ნავთობის თენგიზის საბადოდან გადასაზიდად ყაზახეთი აქამდე ნოვოროსიისკის პორტს იყენებდა, სადაც ნავთობი კასპიის მილსადენის – CPC [Caspian Pipeline Consortium] საშუალებით ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც უკრაინა არაერთგზის დაესხა თავს დრონებით ნოვოროსიისკის პორტს, ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ძველი, ორჯერ ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო გზა გაიხსენა – საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის …

ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს. გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება. „შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ …

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა. ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა. საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე …

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ …

ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 22-ჯერ დარეკეს – რა გამოვლინდა

ოფიციალური დოკუმენტებით, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა, ირკვევა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გარემოსდაცვით შეთანხმებებს ტოტალურად არღვევს. შემოწმების აქტებში ჩამოთვლილია უამრავი დარღვევის შესახებ, რომლებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები წერენ. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ დარღვევებთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა – ეს გადაწყვეტილება დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კიდევ ერთი სარჩელი კი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა …

ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს. მინისტრის თქმით, საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას. საუბარია სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, …

რა მოხდა ბათუმის ნავთობტერმინალში და რა დარღვევები აღმოაჩინეს 2019 წელს

2020 წლის 16 ნოემბრის დილას ბათუმის თავზე შავი კვამლი გაჩნდა. პორტთან ახლოს, ბათუმის ნავთობტერმინალში ნავთობის ცისტერნა აფეთქდა. ნავთობტერმინალის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება“. ამ ხანძართან დაკავშირებით კომპანიის მიერ გავრცელებული სხვა განცხადება ინტერნეტში …

რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება. დროულად ჩაერთო ტერმინალის …

ბათუმის ტერმინალზე ხანძრის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი …

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

„ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ გაგვაჩნია“ – ნავთობტერმინალი

15 მაისს აშშ-ის კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლის თანახმადაც „ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“. ამ განცხადების შემდეგ ზოგიერთი ქართულ გამოცემა წერდა, რომ ირანიდან ნავთობს უკანონოდ ეზიდება ქვეყნის ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მას აფრიკის ქვეყნებში ყიდის. ბათუმის ნავთობტერმინალი ბრალდებებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა: “შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახორციელებს ნავთობპროდუქტების …

ნავთობტერმინალის განმარტება ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე“

ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად, წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი კონგრესმენები დოკუმენტებში მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე. „ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის …

ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება

ბათუმში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების [გზშ] საჯარო განხილვები აღარ გაიმართება. ტერმინალი თხევადი აირის 7 ახალი საცავი რეზერვუარისა და ნავთობპროდუქტების 5 ახალი რეზერვუარის მოწყობა-აშენებას გეგმავს. გაზსაცავების ჯამური მოცულობა 21 000 კუბ/მ, ხოლო რეზერვუარების – 25 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ საგანგებო …

ბათუმში ახალი გაზსაცავების მოწყობის გზშ-ის საჯარო განხილვა 7 აპრილსაა ჩანიშნული

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს, რომელთა მოცულობა ჯამში 21 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ მომზადებული გზშ-ს განხილვა 2019 წლის 7 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მისამართზე – ბათუმი, იუსუფ ფაღავას N …

ბათუმის ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს

ბათუმის ნავთობტერმინალი 5 000 კუბ/მ მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავ 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს. რეზერვუარები ტერმინალის ძირითად ტერიტორიაზე [მაიაკოვსკის ქუჩა N4] აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სკოპონგის დასკვნა უკვე გასცა. ამ დასკვნის საფუძველზე ნავთობტერმინალმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში [გზშ] უნდა მოამზადოს. დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიიდან დასახლებულ ადგილამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 190 მეტრია. ახალი რეზერვუარების ზომებია: …

ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს …

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას. დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; …

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ …

Exit mobile version