ბახმაროში, დოღის დროს, 6 წლის ბავშვი დაშავდა

მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა. პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა. „ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან …

„მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და ბოდიშს“ – საზმაუს ეთერში დაცემული 10 წლის ბავშვის დედა

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა. „წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო …

რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დგას. ელექტროხაზები პირდაპირ ბავშვების სათამაშო მოედანზე გადადის. ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული დამცავი ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე. საბავშვო ბაღში 280 აღსაზრდელია. საბავშვო ბაღი 2024 წლის ოქტომბერში გახსნეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, შენობა-ნაგებობა, ასევე საცხოვრებელი სახლი, სადენიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით მაინც უნდა იყოს განთავსებული, …

„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები

13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს. მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო …

2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?

„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან. ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს …

ორთაბათუმში ავარიის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა

დღეს, 11 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა. ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა. ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა

„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე. ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ …

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო. ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში …

სავალდებულო უნდა იყოს, მაღალჩინოსნებმა შვილები საჯარო სკოლებში ატარონ – მშობლების მოსაზრება

„როცა სკოლაში უშვებ შვილს, უნდა იცოდე, რომ კიბე არ ჩაუტყდება. ბზარი ბზარზეა, ყველგან მორყეულია რაღაც. გარდა იმისა, რომ საჯარო სკოლების დიდი ნაწილი სახიფათოა ბავშვებისთვის, იმდენად მოქუფრულ გარემოს იწვევს ცუდი ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი კლასები, რომ ბავშვებს ყველა მოტივაცია უქრებათ“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე, მშობელი. თქვენ, როცა მშობელი, ამ ქვეყნის მოქალაქე, უყურებთ, როგორ დაჰყავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები …

ქობულეთში 2 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 2 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ბავშვი საკუთარ სახლში იყო, როცა დენმა დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბოლო სამ წელში 23 მოზარდი დაიღუპა წყალში – ჯანმოს თქმით, ბავშვებისთვის ცურვის პროგრამები აუცილებელია

2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს.  გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …

ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს. „ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის …

რატომ არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვს ქუჩაში ფული – ინტერვიუ

„ვიღაც შესაძლოა კეთილი განზრახვით ჩუქნის ბავშვს ფულს, მაგრამ გამოდის ისე, რომ ამ ბავშვს დამნაშავეს ვუგდებთ ხელში, თუნდაც იმით, რომ ვასაჯაროებთ ბავშვის ადგილმდებარეობას. უკვე იციან მისი სუსტი წერტილი, რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი ხომ?! ჩვენ ჩავივლით, მაგრამ ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან“ – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი. ის „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ …

ჩემი შვილი ესკალატორმა დააზიანა ბათუმის „გრანდ მოლში“ – მშობელი

სტატია განახლებულია.  ბათუმში, ახალგახსნილი სავაჭრო მოლის ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა. როგორც ბავშვის დედა, ირა წივწივაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა შენობაში და მეოთხე სართულიდან ჩამოსვლის დროს ესკალატორმა ბავშვი დააზიანა. შემთხვევა 6 ოქტომბერს, სავაჭრო მოლის გახსნის დღეს მოხდა. „წიგნის მაღაზიაში ვიყავით და მეოთხე სართულიდან როცა ჩამოვდიოდით, მომესმა ხმა, რკინა როცა იღუნება, აი, ისეთი. ესკალატორის …

არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

სვიშევსკის ქუჩა ბათუმში, ე.წ გოროდოკის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ათობით ბავშვს შენიშნავთ ბურთით ხელში, რომლებიც ვიწრო შუკებში სათამაშო სივრცეებს ეძებენ, მაგრამ ამაოდ. სახელდახელოდ, პლასმასის წვრილი ჯოხებისგან შეკოწიწებულ ფეხბურთის კარებს აქეთ-იქით დაატარებენ და ბოლოს მაინც ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე იწყობენ „სტადიონს“. სახლებს შორის მოქცეული ათობით ბავშვის ყიჟინზე მეზობლებიც ღიზიანდებიან,  – ვიღაცას ბავშვი …

ბიძის თქმით, 16 წლის ლუკას ზღვაში მიტოვებისთვის 3 პირი დააკავეს

16 წლის ლუკა აბულაძის ბიძის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა არასრულწლოვანი მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის. აქედან ერთ-ერთია 16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ეძებენ. ლუკას ძებნას ამ წუთებშიც აგრძელებენ სამაშველო ჯგუფები. „როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ …

ბაზარზე აღმოჩენილია ქიმიურად დაბინძურებული სათამაშოები – ზედამხედველობა

ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე აღმოჩენილია ბავშვების სათამაშოები, რომლებიც ქიმიურად დაბინძურებულია ან სათამაშომ შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა ან გაგუდვა. ამავე წყაროს ცნობით, მაგალითად, ქიმიურად დაბინძურებულია ტყლარწი, რომელშიც ბორის მიგრაცია არის 585.9 მგ/კგ, რაც 1.953-ჯერ აღემატება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს – 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. სააგენტოს განცხადებით ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს სათამაშო …

ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბულვარში ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი დღეს, 20 მარტს, გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტენდენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატების წარმოდგენას. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794 …

როგორ ჩავრთოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი კომპიუტერში [ვიდეოინსტრუქცია]

? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება კომპიუტერთან – რა პროგრამებსა და თამაშებზე მიუწვდება ხელი? როგორ უნდა გააკონტროლოთ მის მიერ გატარებული დრო ინტერნეტში? – ამისათვის შეგიძლიათ კომპიუტერში გააქტიუროთ “მშობლის კონტროლის” ფუნქცია. Windows 7-ის შემთხვევაში უსაფრთხო რეჟიმის გასააქტიურებლად გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას. მიჰყევით მას: See more

„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო. „სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც. …

Exit mobile version