წელს 29 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს მაღალმთიან აჭარაში

2025-2026 სასწავლო წელს, მაღალმთიანი აჭარის 29 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს. „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტების მიხედვით გაარკვია, რომელ სოფლებში აღარ ჰყავთ პირველკლასელები. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. ასევე, 15 სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელები შუახევში, ქედაში კი წელს 4 სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. სოფლების ჩამონათვალი, სადაც წელს სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ ასე გამოიყურება: …

აჭარის იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რამდენიმე კვირაა მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე მესაქონლეები ავიდნენ, თუმცა ბევრ მათგანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ აქვს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიეწოდება ელექტროენერგია მოიალაღეებს. „საზაფხულო იალაღების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება: სამსმელოს მთა, კუნჭულეთი, ნათელათი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვერნების მთა, ბოძაურის მთა, დიდი იაილა, ვერხვნალი, უჩხოს იაილა, ბეშუმის იაილა, საკამბეჩო, ლოდიძირი, ქვედა ყორანას იაილა, შქერნალი, ძველი იეილა და …

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა. აჭარაში მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, გეოლოგთა ჯგუფთან ერთად, ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყრულ ზონებს სწავლობდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა. მამუკა ფუტკარაძის თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების …

ხულოს იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში მემთეურების დიდი ნაწილი უკვე წავიდა იალაღებზე, თუმცა იალაღების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ხულოს მერიის ინფორმაციით, იალაღებზე, სადაც მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, ელექტროენერგიას მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩართავენ, ხოლო იმ იალაღებზე, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არ ასულა, შესაძლოა შედარებით მეტი დრო დასჭირდეს დენის ჩართვას. „თხილვანასა და ბაკოს იალაღების მიმართულებით, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არის  …

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? 

22 წლის ბექა თავართქილაძე თვენახევარია რაც ბეშუმში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებიც ზაფხულს აქ ატარებენ. ბექა ამბობს, რომ ისინიც და ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაბა ხულოში აიცრნენ, რადგან სხვაგან კოვიდზე ვაქცინაცია არ ტარდება. გარდა იმისა, რომ ბეშუმში მოიალაღეები არიან საზაფხულოდ ასული, კურორტზე დამსვენებლებიც იმყოფებიან. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ისვენებს მთაში. „გახსნილია ატრაქციონები, გასართობი …

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით. ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად. ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – …

ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს. ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ. როცა დაზამთრდება …

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე უკვე  ყვავის ეს თეთრი ყვავილები. მემთეურთა სახლები ცარიელია. ირგვლივ სრული სიჩუმეა. გესმის მხოლოდ ხეობებიდან მონაბერი სექტემბრის ქარების ხმა და ქინქლების ბზუილი. ალპურ ზონაში ხეები არ …

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს. ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და …

ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – 7 ბლოგერის მოგზაურობა აჭარის მთებში

მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ.  გურამ შეროზია ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს …

რა პრობლემები შექმნა თოვლმა აჭარის მთაში

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები ჯერ გაწმენდილი არ არის. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „შუქი არ მიეწოდება ამ დროისთვის ერგეს, აგარას, სინდიეთს და გვარას, სხვა სოფლებში შეფერხებები იყო და უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება…“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, პრობლემა შეიქმნა სოფელ სალიბაურშიც წყლის მიწოდებაზე. ხელვაჩაურის მერის თქმით, …

აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ

აჭარის მაღალმთიანეთში გზებს მეორე დღეა თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდაზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ყველა თემის გზა გახსნილია. შუახევში თოვლის საფარისგან გზებს 18 მიმართულებით ასუფთავებენ. ქედაში კი გაწმენდითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს. აჭარის მაღალმთიანეთში გუშინწინ გათოვდა, გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ გზებზე დარჩენილი თოვლის საფარის გამო გზებზე …

კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან

„მეზობლები მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ და დადიხარ მაგ ცენტრებში, მაინც კაცების ხელში იქნება ყველაფერიო,“ – ამას ხულოში, სოფელ განახლებაში მცხოვრები თამილა შანთაძე ამბობს. იგი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ასე გადაწყვიტა: „სახლში აღარ უნდა იჯდეს“. თამილა იმ პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ეკონომიკური გაძლიერებაა. თამილა შანთაძე ახლა პროფესიული გადამზადების კურსს გადის და …

1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო

2020 წლიდან აჭარის მაღალმთიან სკოლებს ტრანსპორტით აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, აქამდე ეს პროექტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა. ძველი პროექტის მიხედვით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა 176 სკოლას სჭირდება, თუმცა როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს. სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებია, სადაც ფეხით გადაადგილდებიან ბავშვები და ზამთრის პერიოდში გადაადგილება ჭირს. დაახლოებით 176 …

როგორ გავატაროთ საინტერესოდ შაბათი-კვირა ბათუმში

ბათუმში სულ მცირე – შაბათი-კვირის დასვენება დიდ ქალაქებთან შედარებით ნაკლებ საცობს, ყოველდღე ზღვის ნახვის შესაძლებლობას ნიშნავს. ნებისმიერი სირთულის დღეს თუ ზღვისპირა კაფეში ასრულებ ფინჯანი ყავით, ყველა დაბრკოლება მსუბუქად გეჩვენება. მართალია, ეს ამბავი ბრიტანელ მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ასეა და მეტსაც გეტყვით – ზღვისპირა ქალაქში დასვენების შემდეგ ნებისმიერი ჩვენგანი, როგორ ლამაზ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდეს, …

60 წელი ერთად – აჭარელი ცოლ-ქმრის ქორწინების ისტორია

აიშე და ოთარ აბაშიძეები 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. ისინი შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, გორგიულის უბანში ცხოვრობენ. 17 წლისანი იყვნენ, როცა ერთმანეთი მთაში გაიცნეს, შეუყვარდათ და მალე გაიპარნენ კიდეც. ექვსი შვილი ჰყავთ და „იმდენი შვილიშვილი, რომ ვერ დათვლი“. „ისე გავატარეთ ცხოვრება, ერთმანეთისთვის რამე არ გვიწყენინებია. ისე დავბერდით, რომ ყველას უკვირიან ჩვენი თავი. ბაღნებიც კაი მყავს, რძლებიც კარგი …

ერთი ტურისტი აჭარის მთაში მოგზაურობაზე

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, თამარის ხიდი, მწვანე ტბა, ბეშუმი, გოდერძის უღელტეხილი – ეს ადგილები რამდენიმე დღის წინ მოინახულა ირინა ბერმანმა. ის რუსეთიდანაა. რას ფიქრობს უცხოელი ტურისტი აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ სერვისზე? „აქ არაჩვეულებრივი მთებია, ხედები. ყველაზე მეტად ის ველური ბუნება მომწონს, რაც აჭარის მაღალმთიანეთშია, ხელუხლებელი ბუნება… როცა ტურისტი მთაში მიდის, მას ექსტრემის შეგრძნება სურს და არა …

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ, – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ …

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არავინ იცის ზუსტად რომელი ღვინის დაგემოვნებისას წამოსცდა რომის იმპერიაში უცნობს ეს ლათინური სიბრძნე. საუკუნეებს გადარჩენილი ფრაზა აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში, თუ ღვინის გზას დაადგებით ქედაში და მთებში მიმალული სოფლების საოჯახო მარნებს ესტუმრებით. ღვინის გზაზე ქედაში მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოტათი გამაბრუებელი თავგადასავალი გელით. მთავარია, თავიდანვე განსაზღვროთ, როგორი მოგზაურება გირჩევნიათ ამჯერად: ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მხიარული …

აჭარის მთაში გეოლოგები მუშაობენ – საცხოვრებელი სახლის შესწავლას 300-მდე ოჯახი ითხოვს 

ბოლო გეოლოგიური შესწავლით, აჭარის მთაში მცხოვრები ხუთი ოჯახი განსასახლებელია. განსახლების რეკომენდაცია გეოლოგებმა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – სამ, ხოლო ხულოში მცხოვრებ ორ ოჯახთან დაკავშირებით ახლახან დაწერეს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, განსახლების რეკომენდაცია შუახევში სოფელ დარჩიძეებში, ვარჯანაულსა და ბუთურაულში მცხოვრებ სულ სამ ოჯახზე გაიცა. „ეს ოჯახები ჩაერთვებიან სახელმწიფოს 25 000-ლარიან პროგრამაში. საცხოვრებელი სახლებისა …

„ფერმერებს შეეძლებათ პროდუქციის ჩაბარება ან შეფუთვა“ – როგორ იმუშავებს ლოჯისტიკური ცენტრი

აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებში აგრომომსახურების ცენტრების მოსაწყობად 3 მილიონ-ნახევარზე მეტ თანხას ხარჯავს. ლოჯისტიკური ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის შევა ექსპლუატაციაში ლოჯისტიკური ცენტრები? – „ბათუმელების“ შეკითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე პასუხობს. ბატონო ჯამბულ, რამდენი ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა აჭარის მასშტაბით და რა ეტაპზეა სამუშაოები? ლოჯისტიკური ცენტრი რეგიონის …

ხიდი სახლიდან ბოსლამდე [ვიდეო]

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა მესაქონლეობასა და მეკარტოფილეობას მისდევს. ოჯახებს, რომლებიც მესაქონლეობას ეწევიან, საქონელი გამოსაკვებად მთაში გადაჰყავთ და ის მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე რჩებიან. ზამთრის პირას მემთეურები სახლში ბრუნდებიან და საქონელს ბოსელში კვებავენ, მთაში დამზადებულ ყველსა და კარაქს კი ბათუმში ბითუმად ჰყიდიან. ეს ვიდეო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალსაყარშია გადაღებული. სოფელი ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაახლოებით 17 კილომეტრითაა დაშორებული. …

რა მდგომარეობაა აჭარის მთაში – შუქი ზოგიერთ სოფელს ისევ არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გამოწვეული პრობლემები ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. შუქი არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, გზების ნაწილს დღეს წმენდენ. „ბათუმელები“ მოკლედ გაგაცნობთ ვითარებას მაღალმთიანეთში მუნიციპალიტეტების მერიებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შუახევის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევში 11 სოფელს [ბრილს, ნაღვარევს, ვანს, ბარათაულს, სხეფს, ჩანჩხალოს, გომარდულს, ტბეთს, გოგაძეებს, ცინარეთს და წაბლანას] შუქი არ მიეწოდება, მთლიანობაში 400 აბონენტს. უშუქობის …

70-160 კილომეტრი ბათუმისკენ და უკან – მთაში მცხოვრები აბიტურიენტის გზა 

მაღალმთიან აჭარაში აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს ბევრი ფიქრი უწევთ იმაზე, თუ სად შეარჩიონ კვალიფიციური რეპეტიტორი, თავიანთ მუნიციპალიტეტში თუ ბათუმში იარონ მოსამზადებლად. ბევრი აბიტურიენტი სწორედ ამ ბოლო გზას ირჩევს და მიუხედავად შორი მანძილისა, ბათუმში არჩევს მომზადებას. მეთორმეტეკლასელი ლილე აბესლამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მილისში ცხოვრობს. ლილეს ექიმობა უნდა და ოთხ საგანში ემზადება. ამბობს, რომ მხოლოდ ერთ რეპეტიტორთან …

„საცალმანქანო“ გზები აჭარაში

სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების მოსაზღვრედ კერძო მესაკუთრეების ინტერესებმა შეუშალა ხელი. თუმცა ბევრ სოფელში გზაზე ასფალტს ორივე ან ერთი მხრიდან აქვს დატოვებული გვერდულები, რომლებიც გზის გასაფართოებლად არ გამოუყენებიათ. ახალმოასფალტებული გზა …

ოთხი ახალი საინვესტიციო პროექტი კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძი რიზორტი“-ს 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის. 4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარაში ზამთრის სეზონის …

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია. „მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, ამ დროისთვის სოფლებში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.  იწმინდება გზები თხილვანასა და ფუშრუკაულის ხეობაში, ასევე ღორჯომის მიმართულებით. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზას, ინტენსიურად იწმინდება, რომ არ ჩაიკეტოს მიმოსვლა,”- ამბობს ლაშა ბოლქვაძე. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბაში თოვლის …

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში ზემო აჭარაში 20-24 მარტს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 20-22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დილით და საღამოს თითო საათით შეუწყდებათ ზემო აჭარის სოფლებს: ზუნდაგა, გეგელიძეები, კოკოტაური, ხიჭაური, ბარათაული, ჭვანა და დღვანი. დენის მიწოდება ამ სოფლებში 2714 აბონენტს შეუწყდება დილის 10-დან 11 საათამდე და საღამოს, 18-დან 19 საათამდე. სოფლებში: დოლოგანი, უჩხითი და მახუნცეთი, 20-24  მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 752 აბონენტს შემდეგ საათებში: დილის …

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში,  მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს  აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში –  გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის …

აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული შუახევის გამგებლის ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, …

გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის …

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები. ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული. ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული. 73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

სტიქია შუახევსა და ქედაში – კომისია ზარალს ითვლის

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიის შედეგებს დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. მთავრობის ინფორმაციით: „28 ივნისს, საღამოს საათებში (18 საათიდან 21 საათამდე) შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა …

Exit mobile version