მთავარი,სიახლეები

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია

08.12.2017 • 1743
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია.

„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, ამ დროისთვის სოფლებში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.  იწმინდება გზები თხილვანასა და ფუშრუკაულის ხეობაში, ასევე ღორჯომის მიმართულებით.

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზას, ინტენსიურად იწმინდება, რომ არ ჩაიკეტოს მიმოსვლა,”- ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბაში თოვლის საფარი 70-80 სმ-ს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი – ერთ მეტრს. ჩაკეტილია მაღალი ზონის სოფლებში საავტომობილო მიმოსვლა.

დაბა ქედაში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი – 70 სანტიმეტრს აღემატება. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილით შესაძლებელია ყველა მიმართულებით და თოვლისა და მეწყრის გასაწმენდად 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: