მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი. პროექტის შინაარსობრივი …

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში კიდევ ერთ შენობას ააშენებენ

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობა 330 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ბათუმის #3 საჯარო სკოლა გორგასლის #122-ში მდებარეობს. სკოლა დამხმარე შენობებისა და ეზოს ჩათვლით 4474 კვ.მეტრს აერთიანებს. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც სამინისტრომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას წარუდგინა, პროექტი შპს „გამა კონსალტინგს“ მოუმზადებია. ამ დროისთვის სკოლის …

როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში

როგორ შეიძლება გახდე მინისტრის მრჩეველი? – კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კანონდარღვევებით და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით ცნობილი ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის მრჩეველი გახდა. „ბათუმელებმა“ აჭარის ოთხივე სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მინისტრის მრჩევლების შესახებ და იმაზეც, თუ რა საქმით არიან დაკავებული ისინი. აჭარაში მინისტრებს 2 – 2 მრჩეველი …

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გადადგა – „სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ“

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდერე დავითაძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზს, ამ საკითხზე მისი პასუხი დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისია, როცა თანამდებობის პირები მოულოდნელად წასვლაზე განცხადებას წერენ, შემდეგ კი ამტკიცებენ, რომ „ამ კონკრეტულ საქმეში საკუთარი თავი ამოწურეს“. ალექსანდრე დავითაძის ინფორმაციით, მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები როგორც განათლების მინისტრის მოადგილის რანგში, ასევე რეგიონულ ახალგაზრდულ …

აჭარის განათლების მინისტრმა ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა ორგანიზაციების: „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას უარით უპასუხა. მინისტრმა კანონიერად მიიჩნია ნებართვა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე. „ბათომმა“ და EMC-იმ მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით  26 თებერვალს მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო მინისტრს შეესწავლა მისი ქვემდგომი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრით მაია ხაჯიშვილს ასევე სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას …

აჭარის განათლების მინისტრი ბულვარში მშენებლობას არ შეაჩერებს, მაგრამ საჩივარს შეისწავლის

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობას არ აჩერებს. მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ოფიციალურად აცნობა. ორგანიზაცია „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და სხვა ორგანიზაციები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილის სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას. შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და …

საერთაშორისო კონფერენცია „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“ დასრულდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“ გაიმართა. კონფერენცია მეთხუთმეტე წელია გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ნაწილი. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა საერთაშორისო მასშტაბის კვლევების შეჯამებას. კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა სამეცნიერო კრებული, რომელიც …

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ონლაინ გაიმართა

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს განსხვავებულ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიურის მიერ. ფილმების ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით. მასტერკლასები, ვორქშოპები, …

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტში ჩართული არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის, მცირემხედველები და უსინათლოები) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები, რომლებმაც შექმნეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები და ინსტალაციები. „ბათუმის თანამედროვე …

აჭარის განათლების სამინისტროში კულტურის მუშაკებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ და კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ სამინისტროს საქვეუწყებო, კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების არსებულ რეალობასთან ადაპტირებისა და განხორციელების გზები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის სახელოვნებო სკოლებიც, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან სწავლებას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, მასწავლებლები …

„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა. 2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის ნიმუშებს ქმნიან. პანდემიის მიუხედავად, …

აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და პროგრამის კოორდინატორი ჯაბა აბულაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული (COVID-19) რეკომენდაციების დაცვა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს აუცილებელია კომპანიამ უზრუნველყოს …

აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია: [checklist] „BIAFF- საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“; „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“; ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“; „ბათუმის ფრანების ფესტივალი“; „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2020“; „ექსპერიმენტული (ელექტრონული) მუსიკის ფესტივალი „SOUNDSPRING”; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან 2020“. [/checklist] აჭარის …

ბათუმში ციფრულ ჰუმანიტარიაში სეზონური სკოლა გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის IX სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა. სეზონური სკოლის თემაა „ციფრული რუსთველოლოგია“, ხოლო მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ მულტილინგვური პარალელური კორპუსის“ შექმნა. რუსთაველის პოემა ქართველების სავიზიტო ბარათია, რომელიც 55 ენაზეა ნათარგმნი, ზოგიერთ ენაზე კი – არაერთხელ. ამგვარად, კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება დიგიტალური ქართველოლოგიის უმთავრესი ამოცანაა. თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ევროპასა და საქართველოში …

ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი

ახალ ბულვარში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესიტვალი მოხალისეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეკრებილ ახალგაზრდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ სიტყვით მიმართეს. შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეული საერთაშრისო აღიარება და ხაზი გაესვა მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშნელობას ახალი კორონა ვირუსის …

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი …

სასცენო სამოსი ანსამბლებისთვის – აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში მიმდინარეობს სასცენო სამოსის შესყიდვა კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლებისთვის. 7 ანსამბლი, 108 შემსრულებელი. კერძოდ: [checklist] ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”; ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”; ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლი ,,კოლხეთი”; ქედის კულტურის ცენტრის …

აჭარის განათლების მინისტრი კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში ღონისძიებების, საგანმანათლებლო აქტივობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის და აქტიურობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. აქტიურად მიმდინარეობს სამუზეუმო საქმიანობა და იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. თეატრებმა დაიწყეს ღია ცის ქვეშ, …

ფორუმ – თეატრი -„Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პეტრას ციხეზე, ფორუმ- თეატრი გაიმართა თემაზე: „Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“. ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე მაყურებელს უშუალოდ ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო სპექტაკლის მონაწილე. წარმოდგენა დაეთმო პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების დროს გაჩენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. „ფორუმ თეატრი“ მე-20 საუკუნის ბოლოს შექმნა ცნობილმა რეჟისორმა და აქტივისტმა აუგუსტო ბოალმა. სპექტაკლი, „იძულებით გადაადგილებულ …

პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. მინისტრმა პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და რეგიონში პროფესიული განათლების მიღწევებზე …

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სულიკო ჟღენტის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში მისი სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. სულიკო ჟღენტს 95 წელი შეუსრულდებოდა. გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქ.ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, სულიკო ჟღენტის მეგობრებმა და …

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მხარდაჭერით გაიმართა პირველი მუნიციპალური ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით : ,,არაფორმალური განათლება და დისტანციური სწავლება“. კონფერენციის მიზანი იყო: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმით; მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და მოტივაციის ამაღლება; მსჯელობის, აზრთაგაზიარების, თანამშრომლობის, თავისუფალი აზროვნების, დისკუსიის უნარების განვითარება. კონფერენციაში მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საგნობრივ ონლაინ (ბიოლოგიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლების, …

აჭარაში 20 საჯარო სკოლა ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით აღიჭურვა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით უზრუნველყოფას. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეს, პრაქტიკული, რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები. 2020 წელს 10 საჯარო …

აჭარის განათლების სამინისტრომ 15 საჯარო სკოლას ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით. 2020 წელს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 8560 სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 65210.80 ლარი. …

თავისუფალი პროექტების კონკურსი ხელოვნების სფეროში

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში გამოცხადდა ინოვაციური და კრეატიული პროექტების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს. პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 45 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა. საკონკურსო განცხადებების მიღება 5 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურს აჭარის განათლებისა და კულტურის …

აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი. 2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 …

ვებინარები – მხარდამჭერი ღონისძიება მასწავლებლებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერებისათვის ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „მასწავლებლის სახლი“ მასწავლებლის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია სახელმწიფოში, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. …

წიგნის საერთაშორისო დღეს გილოცავთ – აჭარის განათლების სამინისტრო

23 აპრილი – წიგნის საერთაშორისო დღეა. „იუნესკომ“ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების და უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების მხატვრული ლიტერატურით შევსებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. საჯარო …

აჭარის განათლების სამინისტრომ 6 სტუდენტს სწავლა ათას-ათასი ლარით დაუფინანსა

2020 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის „უმაღლესი განათლება“ ფარგლებში ახორციელებს ქვეპროგრამას „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“. ქვეპროგრამის მიზანია ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სპეციალობებით სტუდენტების დაინტერესება და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში სტუდენტი სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად დაფინანსდება 1000 ლარით. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსდა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩარიცხული პირველი კურსის …

„გააცოცხლე დედა ენა“- განათლების სამინისტროს კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

„ქართული მარტო ენაა? – ქართული ქართველთ რწმენაა!“ დღეს დედა ენის დღეა! 42 წლის წინ, საბჭოურმა მმართველობამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა. კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებაზე 1978 წლის 14 აპრილს უნდა ემსჯელათ. საბჭოთა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას თბილისსა და ბათუმში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის ორგანიზატორები სტუდენტები …

„მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“- რა აინტერესებთ მოსწავლეებს მუზეუმების შესახებ [ვიდეო]

პროექტი – “მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე” ძალას იკრებს და გთავაზობთ ნიკა კუპრეიშვილის, თემურ დევაძის, თეკლა კახიძის და ლიზი დიასამიძის კითხვებს, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ირგვლივ. ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების გამო, სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს, სწავლების …

„მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“ – აჭარის განათლების სამინისტროს ინტერაქტივი

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების გამო, სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს, სწავლების და შრომის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას. დისტანციური რეჟიმი ჩვენთვის მეტ ონლაინ აქტივობას ნიშნავს. თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ განათლება არაფორმალური განათლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და მისი აქტიურად …

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ დედის დღეს

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება! ძვირფასო დედებო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს. დედაა სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის საწყისი და გამამრავლებელი დედამიწაზე. ქართულ ენაში ყველაზე ნათლადაა გადმოცემული ჩვენი დამოკიდებულება დედის მიმართ. სიტყვები: დედამიწა, დედა-სამშობლო, დედა ენა, დედაქალაქი, დედაბოძი ამის ნათელი გამოხატულებაა. ძვირფასო დედებო, გისურვებთ დღეგრძელობას, სიხარულის …

სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი …

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის პროექტს ის კომპანია მოამზადებს, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. ამხანაგობასთან სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა გააფორმოს. სახელშეკრულებო თანხა 292 ათას 1 ლარი იქნება. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება …

ცხრა ვაკანსია ბათუმის მერიაში, ოთხი – აჭარის განათლების სამინისტროში

ბათუმის მერია რამდენიმე სამსახურის დასაკომპლექტებლად განმეორებით კონკურსს უკვე მეხუთედ აცხადებს. ამჯერად მერიამ სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლის შესავსებად კონკურსი ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად. ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით 1700 ლარია  განსაზღვრული. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის …

Exit mobile version