„ბათუმი ცენტრალთან“ მერია კიდევ ერთი 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავს

ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა. googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო. და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ …

ორბის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ბახმაროს – ურბანული განვითარების ინსტიტუტი

ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი ეხმაურება ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. „მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის. წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის …

ბათუმის მერიის მთავარ არქიტექტორად გიორგი წანაწყენიშვილს ნიშნავენ

ბათუმის მერიამ ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი შეარჩია. ეს თანამდებობა ერთ წელზე მეტია ვაკანტურია. „ბათუმელების“ ინფორმაციით სამსახურს გიორგი წანაწყენიშვილი უხელმძღვანელებს. ის პროფესიით არქიტექტორია და მერიამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია. მერია ინფორმაციას უარყოფს: „ამ დრომდე ისევ მამუკა რამიშვილი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას“ – გვითხრეს პრესსამსახურში. თავად გიორგი წანაყენიშვილმა დაგვიდასტურა, რომ  კონკურსში მონაწილეობს: „ჯერ …

„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან

ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია. „პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ …

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას, ისინიც აჩერებენ მანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე. ამ თემაზე: მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ ერთი მხრივ მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც …

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც …

დასავლური ოდა-სახლების გაზაფხული

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ტიპურ საცხოვრებელს ჰქვია. ასეთი სახლები დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება. ამავე ლექსიკონის მიხედვით, ოდა ხის ბოძებზე დგას, მოგვიანებით კი ბლოკებით აშენებული პალატით შეიცვალა ბოძები, მეორე სართული მთლიანად ხისაა. ოდა-სახლს ფართო აივნები აქვს, ძირითადად 3 ან 4 ოთახისგან შედგება. ზოგჯერ გამართულია …

ბეტონის ფარდა – ბათუმი, რომელიც ყოველდღე იცვლება [ფოტო]

ეს ბათუმია.  ქალაქი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ქალაქი, სადაც შენდება ახალი შენობები, მაგრამ ენერგოკომპანიას არ აქვს რესურსი, ეს შენობები ქსელში ჩართოს. ეს არის ახალი ბათუმი, საპარკინგე ადგილის, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გარეშე.  

არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას

„ბათუმელების“ სტატიას: „არქიტექტორები ითხოვენ მერიამ k2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს“, არქიტექტორი ბექა თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეხვედრის დროს ის და მის გვერდით მსხდომი არქიტექტორები სულ სხვა გარემოებას გულისხმობდნენ, რაც ამ ცვლილების პროექტის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგება. არქიტექტორის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო პროექტის ავტომანქანების ადგილებს, პარკინგისთვის …

როგორ იცვლება ბათუმი Google Map-ზე

Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google-მ  2018 წლის 27 მაისს გაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით. Google Earth ბლოგის ინფორმაციით, Google Map-ზე შესაძლოა მონაცემები რამდენიმე თვის ინტერვალითაც გაახლდეს, მაგრამ ისინი შესაძლოა არ ასახავდეს რეალურ დროს. Google Earth-ი მონაცემებს სხვადასხვა თანამგზავრიდან და წყაროდან …

მასკარონები და ატლანტები ბათუმის შენობებზე [ფოტო]

ბათუმის ქუჩების თვალიერებისას  შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ძველი შენობის ფასადიდან ადამიანების სახეებისა და ზოგჯერ ცხოველების თავის მქონე დეკორატიული ელემენტები გიცქერთ, ეს მასკარონები და ატლანტებია. “სულ თავიდან მასკარონების ფუნქცია ავი სულების შეშინება იყო და მიიჩნეოდა, რომ შენობებზე გამოსახული ეს სახეები შენობებს დაიცავდა ავი სულების შესვლისგან. ტერმინი მასკარონი მე-17 საუკუნეში გამოიყენეს… მასკარონები გროტესკული გამოსახულებებია, რომელიც რაიმე ან ვინმე …

ძველი ბათუმის იატაკები [ფოტო]

ბათუმში ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვისაც ერთნაირად საინტერესოა. ძველი შენობების თვალიერებისას სადარბაზოებში ქვევით დახედვაც არ დაგავიწყდეთ, ბევრ ისტორიულ სახლში საუკუნის წინ დაგებული ფილები უკვე აღარ არსებობს, თუმცა დღემდე არაერთი სახლის სადარბაზოში ძველი იატაკი სრულად ან ფრაგმენტულად არის შენარჩუნებული. სახლები, რომელთა სადარბაზოების იატაკებს ახლა დაათვალიერებთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.   ამავე თემაზე: ძველი …

საჯარო ლექციები ბათუმის არქიტექტურისა და რეკონსტრუქციების მნიშვნელობაზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2018 წლის 21 და 22 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში (ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N37) ბათუმის მიტოვებული სამრეწველო შენობების ადაპტაციისა და ზოგადად, ბათუმის ისტორიული განაშენიანების სტრუქტურის შესახებ საჯარო ლექციები გაიმართება. 21 მაისს, 12 საათზე, საჯარო ლექციას თემაზე: „ბათუმის ძველი (მიტოვებული, უმოქმედო, უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია“, წაიკითხავს საქართველოს …

გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები

არქიტექტურის ძველი საოცრებები, როგორიც ათენას პართენონი  და ლუქსორის სასახლეa ეგვიპტეში, ძველი კულტურების დიდებას გვახსენებენ. თუმცა ძველი არქიტექტურული ძეგლები იმდენადაა განადგურებული, რომ ჭირს წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი თავდაპირველი სახე. ინტერნეტში არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელთა  საშუალებითაც ნებისმიერი იდეის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. Expedia, NeoMam-ი და This is Render-ი ასეთი პლატფორმებია, რომლებზეც მსოფლიო საოცრებების არქიტექტურულ სიძველეებს გიფების საშუალებით დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.   …

თუ სწრაფად და იაფად აშენებულ „ხრუშოვკაში“ ცხოვრობთ

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers international-ის კვლევის მიხედვით ხრუშჩოვის პროექტის ბინებს დედაქალაქში 4 % უჭირავს. ასეთი სახლები საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში შენდებოდა მასიურად. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის ბინების პროექტი არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნოდა. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამგვარ სახლებს დღემდე „ხრუშჩოვკებს“ უწოდებენ. 1950 წელს მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობა მოეწყო, რომელზეც სწრაფად და მარტივად ასაშენებელი …

მსოფლიოს ყველაზე მახინჯი შენობები

აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს განსაკუთრებულად ლამაზი და მახინჯი შენობები, რაზეც ადამიანების უმრევლესობას ერთი აზრი აქვს. იშვიათად შეხვდებით ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უშნოა, თუმცა არც ასეთის არსებობაა გამორიცხული. ასევე იშვიათად იპოვით ვინმეს, ვისაც ქვემოთ მოცემულ რომელიმე შენობას მოაწონებთ და ათქმევინებთ, რომ ლამაზია. ვნახოთ როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე უშნო და უგემოვნო შენობები. წყარო: telegraph.co.uk 

როგორია არქიტექტურის პასუხისმგებლობა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებაზე

ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს სახელმწიფო შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს და რა როლი აქვს ამაში არქიტექტორს, რომელმაც შენობის პროექტი შეადგინა? როგორ არეგულირებენ ამას ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა, ზურაბ ბაქრაძემ უპასუხა. ვიცით, რომ კანონმდებლობა არქიტექტორს ავალდებულებს შენობის ნახაზის შედგენისას გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დამკვეთს ამაში ფულის დახარჯვა არ სურს. უფრო …

სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით. ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და …

ბათუმის არქიტექტურა ქობულეთში

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება. ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი …

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება. ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება. აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – …

ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.

ხეები ბათუმში მდებარე გალერეისა და კაფეს ინტერიერში [ფოტო]

 

ბათუმის  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უკანა მხარეს მდებარე გალერეასა და მეორე სართულზე მდებარე ღია კაფეში მრავალწლოვანი ხეები ინტერიერის ნაწილია. მუზეუმის პატარა სკვერში ხეების შენარჩუნების იდეა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელის, მხატვარ ნინო ნიჟარაძის გადაწყვეტილება იყო. 

რატომ იწყებდნენ აჭარაში სახლის აშენებას კვირას – აჭარული სახლების არქიტექტურა

თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო. სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო. ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა …

სტადიონი ანბანის კოშკის შემდეგ – ვინ არის გამარჯვებული ესპანური კომპანია

 

ესპანური კომპანიის IBERPROEX ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT- ის ვებ-გვერდის მიხედვით, რომელმაც დღეს, 17 მარტს, ბათუმის სტადიონის პროექტებში გაიმარჯვა, მითითებული აქვს, რომ  მას საქართველოში არაერთი სხვა პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორისაა: ანბანის კოშკი ბათუმში, საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში და გმირთა მემორიალი თბილისში.  

1000 ლარი ჯარიმა ზედმეტი სართულისათვის

 

 

 

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #8-ში, მრავალსართულიანი სახლის მეპატრონე  ბათუმის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებარე სახლზე პროექტით გათვალისწინებულზე მეტი სართულების დაშენების გამო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააჯარიმა, თუმცა მშენებელს ჯარიმა, ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის გარეშე აშენებული სართულები დემონტაჟს ექვემდებარება. 

ხალხური არქიტექტურა მაღალმთიანი აჭარიდან ჩაქვში

 

 

აჭარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განსათავსებელი საექსპოზიციო ექსპონატების ნაწილი აჭარის მაღალმთიანეთიდან უნდაგადმოიტანონ. აჭარისთვის დამახასიათებელი ძველი სახლების  ორიგინალები, ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჩაქვში განთავსდება. გაუძლებს თუ არა ტენიან ჰავას მთის განსხვავებულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი სახლები  –  „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა.

კორპუსი მე-19 საუკუნეში აგებული სახლის ნაცვლად

 

ბათუმში, კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას  ქუჩის კუთხეში მდებარე მეცხრამეტე საუკუნეში  აგებულ  სახლს ანგრევენ. ასევე უნდა დაინგრეს კლდიაშვილის N8 ში მდებარე სახლიც. ამ ადგილას ექვსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ნებართვა 2011 წელს გაიცა. 

დაზიანებული ფიგურა საბაშვილის სახლზე

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული ფიგურა დაზიანებულია. 

Exit mobile version