დღეს, 15 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის შემოსასვლელში, ჩაქვის გვირაბში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, ხოლო ერთი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბათუმის შემოსასვლელში, მათ შორის, გვირაბშიც საცობია, სადაც ადამიანებს დიდი ხნით უწევთ დგომა.
Tag Archives: ავარია
ავარია ქობულეთში – დაშავებულია 5 ადამიანი
დღეს, 10 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთში. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ფოტომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან მოაწოდეს, ჩანს, რომ ერთმანეთს შეეჯახა თავდაცვის სამინისტროს პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ავარიის ადგილიდან 5 დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში.
ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა
დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა. თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა. „ბათუმელები“ ტაბახმელაში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით ჰკითხა. გურამ …
Continue reading “ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა”
ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ ავტომანქანა ორ ნაწილად გაიყო ავარიის შედეგად. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა ერთი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე
ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, „ბათუმელების“ ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
გონიოში მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა
ბათუმში, გონიოში, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იჯდა. მას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება. მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, მერაბ ღოღობერიძის ფოტოები
დაიღუპა 1 ბავშვი – ბათუმში ავტომობილი 2 ბავშვს დაეჯახა
დღეს 18 ივნისს, ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შსს ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი, 10 წლამდე ბავშვი, მეორე კი დაშავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის …
Continue reading “დაიღუპა 1 ბავშვი – ბათუმში ავტომობილი 2 ბავშვს დაეჯახა”
ავტოავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა 5 ადამიანი
დღეს, 17 ივნისს, ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბთან. პირველადი ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფოს 4 ეკიპაჟი მუშაობდა, 5 ადამიანია გადაყვანილი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში. „ბათუმელები“ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს. ______________ ინფორმაცია განახლდება.
„შენობას ბზარები აქვს“ – ბათუმში 2017 წელს აშენებული საბავშვო ბაღის მდგრადობას სწავლობენ
ბათუმის #33 საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის ექსპერტიზის ჩატარება საბავშვო ბაღების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა. სამსართულიანი შენობა შპს „მტმ“-მ მერიის დაკვეთით ააშენა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანიას ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში გაუფორმეს. 2017 წლის ნოემბერში კი მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბაღი ურეხის დასახლებაში საზეიმო ვითარებაში …
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
ქობულეთის შემოვლით გზაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოუძახებიათ. ამავე თემაზე: მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ
1 პირის მდგომარეობა მძიმეა – ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავტოავარიაზე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუშინ, 18 მაისს, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. კიდევ ერთ პაციენტს კი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, კლინიკიდან დღეს გაწერენ. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს. მიკროავტობუსი ქართული ნომრით ქალაქ ტრაპიზონში კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა, ავარიის შედეგად ერთი მოქალაქე …
Continue reading “1 პირის მდგომარეობა მძიმეა – ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავტოავარიაზე”
ტრაპიზონთან ავარია მოხდა, არის მსხვერპლი – ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაემგზავრა
დღეს, 18 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან. თურქული მედიის ცნობით, ავარიაში მოჰყვა მიკროავტობუსი ქართული ნომრით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებულებისა და დაღუპულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობაც. თურქული მედიის ცნობით, ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევის …
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 4 ადამიანი
დღეს, 9 მაისს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა – ავარია ბათუმში
ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. როგორც “ბათუმელებს” შპს “ავტოტრანსპორტში უთხრეს, საგზაო ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა. მძღოლებიც და მგზავრებიც ავარიას უვნებლად გადაურჩნენ. “მხოლოდ ერთ მგზავრს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება. პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ლევან …
Continue reading “სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა – ავარია ბათუმში”
აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლების ავტოავარიის საქმეზე მძღოლი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს მძღოლი, რომელიც 2022 წლის 15 მარტს ავტომანქანას მართავდა და ავარიაში მოყვა. ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან მოხდა, რის შედეგადაც აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია დაიღუპა, განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი კი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლების ავტოავარიის საქმეზე მძღოლი დააკავეს”
ავარია ბათუმში
დღეს 9 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ბათუმში მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები
ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. 2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო …
Continue reading “449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები”
ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, დაიღუპა 1 ადამიანი
დღეს, 30 მარტს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანის შემდეგ დაიღუპა.
ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა
„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მოათავსეს. ავარიის დროს დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად დაშავდა მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების მინისტრი. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება განათლების …
Continue reading “ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა”
ავარია ავტობანზე – დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი
დღეს, 15 მარტს, საღამოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად თეა ვადაჭკორია დაიღუპა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის განათლების პრესსამსახურში. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აჭარის განათლების მინისტრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. ____________ …
Continue reading “ავარია ავტობანზე – დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი”
ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 3 მანქანა
დღეს, 11 თებერვალს, ავარია მოხდა ბათუმში, ლერმონტოვისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად სამი მანქანა დაზიანდა, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
გასულ წელს ავტოავარიით 85 ქვეითი და 9 ბავშვი დაიღუპა – კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან
2021 წელს ავტოავარიის შედეგად სულ 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის, 85 ქვეითი იყო. ავტოავარიით 16 წლამდე ასაკის 9 პირი გარდაიცვალა – ესეც მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სულ 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ცალკეა იმ ავტოავარიების სტატისტიკა, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა და …
ქობულეთში საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა
ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გზაზე, საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილიდან პატრულის ორი თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა წაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ქვემო კიდურების მოტეხილობა დაუფიქსირდათ, ისინი „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი და 6 დაშავდა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
დღეს, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია. ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია. ავარიის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი …
მახინჯაურის გვირაბთან ორი სატვირთო შეეჯახა ერთმანეთს – დაშავდა 2 პირი
შსს-ს ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბთან ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოავარიის გამო გვირაბთან მოძრაობა დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში შეფერხებული იყო. როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
დაიღუპა 1 კაცი – ქობულეთში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა
ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი. „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.
უზბეკმა მძღოლმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლა
უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინომჯონ ბუვამირზაევი ითხოვს, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობა მისცენ, რადგანაც ის ბათუმში მომხდარ ავტოავარიის შემთხვევაზე ბრალდებულია, ხოლო ჩანაწერში ჩანს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტოავარიისას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ორი დაიღუპა. უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა, წინასწარ პატიმრობაშია. უზბეკეთის მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო …
Continue reading “უზბეკმა მძღოლმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლა”
ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია 4 ადამიანი
ავტოავარია მოხდა დღეს, 30 ნოემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიაში 3 ავტომობილი მოყვა, დაშავებულია 4 ადამიანი. ადგილზეა საპატრულო პოლიცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.
ბათუმში 12 წლის ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა
დღეს, 26 ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი 12 წლის 2 მოზარდს დაეჯახა – ინფორმაციას ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ, სადაც მოზარდები არიან გადაყვანილი. ჰოსპიტლის ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა საბოლოო პასუხისთვის ორივეს უტარდება გამოკვლევები. ერთი ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია, მეორე კი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, პირველადი დათვალიერებით, მოზარდებს …
Continue reading “ბათუმში 12 წლის ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა”
წელს 65 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის გადასასვლელზე ავარიისას
სამი თვის განმავლობაში საქართველოში 21 ადამიანი დაიღუპა და 885 დაშავდა სარკინიგზო გადასასვლელზე. საუბარია 2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე. ამ სამ თვეში საქართველოში 116 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო ავარიის შედეგად, ხოლო 2151 პირი დაშავდა. სტატისტიკის თანახმად, გასულ 3 თვეში ავტოავარიის დროს ყველაზე ხშირად სიკვდილის გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა [21 დაღუპული] და შემხვედრი მოძრაობის …
Continue reading “წელს 65 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის გადასასვლელზე ავარიისას”
ხულოში ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური
წუხელ, 19 ნოემბერს, სოფელ დეკანაშვილებში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს მოზარდები ხულოში, კლინიკაში არიან მოთავსებულები. მძიმეა, მაგრამ სტაბილური გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შემთხვევის შემდეგ ბათუმში, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ დაუდასტურა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 15-17 წლის ოთხი მოზარდი იმყოფებოდა, წუხელ ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი …
Continue reading “ხულოში ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური”
ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა მოზარდი
დღეს, 19 ნოემბერს, ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც, პირველადი ინფორმაციით, 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევას შს სამინისტრო ადასტურებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ზედაპირული დაზიანებებით გადაყვანილია კლინიკა “მედინაში”. ავტომანქანა, რომელიც ქვეითს დაეჯახა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და კომპანია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში.
ავარია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე
თვითმხილველის თქმით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტომანქანებში ოთხი ადამიანი ისხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მას ქვედა კიდურების აქვს დაზიანებული. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფება.
ბათუმში ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ქალს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ქალმა ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაიმტვრა 4 ავტომანქანა
ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს დაახლოებით ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაღუპულა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 პირია კლინიკაში გადაყვანილი. „მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს სასწრაფოში, სადაც არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს. შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.