დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Tag Archives: ავარია
ავარია ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 1 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა ღამით. ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ჩაქვში სატვირთო მატარებელი კაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. შეჯახების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, ნაშუადღევს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ბოლო რამდენიმე დღეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მატარებელი მოქალაქეს ეჯახება. …
Continue reading “ჩაქვში სატვირთო მატარებელი კაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა”
“შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა” – პროკურატურამ მიკროავტობუსის მძღოლს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ მძღოლს, რომელიც გომისმთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლს, „შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ არ ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, …
რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა
გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. „არ დამინახავს როგორ დაეჯახა. ხმა გავიგე და წამოვხტი. ქვასთან ეგდო უკვე საწყალი ბავშვი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სარკინიგზო გადასასვლელზე შუქნიშანი არაა. მხოლოდ აბრაა, რომ გადასვლა არ შეიძლება. „ქალბატონებო …
Continue reading “რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა”
ბათუმში, ბოტანიკური ბაღთან, მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
დააკავეს გომისმთაზე ავარიაში მოყოლილი მიკროავტობუსის მძღოლი
დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც გუშინ, 12 აგვისტოს, გომისმთაზე ავტოავარიაში მოხვდა. მძღოლი ამჟამად ქობულეთის ჰოსპიტალშია მოთავსებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. „სტაბილურ მდგომარეობაშია, მკურნალობს თავის ტვინის შერყევით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის ჰოსპიტალში. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის ჰოსპიტალში საბადრაგო სამსახურმა მიიყვანა და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა. სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. 12 აგვისტოს, …
Continue reading “დააკავეს გომისმთაზე ავარიაში მოყოლილი მიკროავტობუსის მძღოლი”
გომისმთის გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა მინიმუმ 4 მგზავრი
კურორტ გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები უცხოელები არიან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შეიძლება დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად. წელს მესამე შემთხვევაა, როდესაც ტურისტების მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა და მგზავრები დაიღუპნენ. …
Continue reading “გომისმთის გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა მინიმუმ 4 მგზავრი”
ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი
დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს თვითმხილველებმა, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას …
Continue reading “ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი”
ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა
ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც …
Continue reading “ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა”
ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დღესვე, „მთავარის“ ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა კახეთში ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი. …
ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
თვითმხილველის ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით …
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მგზავრები სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.
ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში
2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ. ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი. მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 …
Continue reading “ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში”
მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს
ბოლო 2 თვეში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო. ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს …
ავარია ერგესთან – ადგილზე დაიღუპა ქალი
დღეს, 18 ივნისს, ბათუმი-ახალციხის გზაზე, ხელვაჩაურის სოფელ ერგესთან ავარია მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი შუახნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავარია გონიოში – დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი
დღეს, 16 ივნისს, ავარია მოხდა გონიოში, გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე – ერთმანეთს ტრაილერი და მოტოციკლი დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების სამსახურები.
სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა საღამოს ცხრა საათის შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით …
Continue reading “სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს”
“გამოძიების შედეგად დადგინდება, იყო თუ არა ავარია მძღოლის ბრალი” – საგანგებო სიტუაციების სამსახური
2 მაისს ბათუმში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ორივე გადარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა. დღეს, 3 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის …
ჩაქვში ახალგაზრდა კაცს ავტომანქანა დაეჯახა და დაიღუპა
ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ქვეითი, დაახლოებით 35 წლის კაცი. შემთხვევა ჩაქვში წუხელ მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია. დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, …
Continue reading “ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა”
ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო
2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა. 2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა. დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო. რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო”
ქობულეთში ავარიას 2 სამხედრო ემსხვერპლა
დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას 2 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და გარდაცვლილების ვინაობას აქვეყნებს. “ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და …
ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი 60 წლამდე კაცია. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
მძღოლს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – ავარია გონიოში, რომელსაც 3 ქალი ემსხვერპლა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რომელიც გონიოში ავარიაში მოყვა, ამ ავარიის შედეგად კი, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფი სამი ქალი დაიღუპა. საუბარია 2025 წლის 14 ივნისის შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. დაკავებულს ბრალი სსკ-ის …
ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი პირი დაშავდა
დღეს, 10 იანვარს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.
ათასობით კანონდამრღვევ მძღოლს მართვის მოწმობა დაუბრუნდება – რა საფრთხეს შეიცავს ეს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. თუმცა, ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რის შემდეგაც ათიათასობით კანონდამრღვევ მძღოლს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში 35 445 პირს აქვს მართვის მოწმობა შეჩერებული. …
პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა
ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“. განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 …
დაშავდა ორი ადამიანი – ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე
ბათუმში ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა 10 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა
ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიისას. თვითმხილველი, რომელიც გამოცემა “აჭარა თაიმსს” ესაუბრა, ჰყვება, რომ მოძრავი ავტომობილი ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ 6 ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტროტუარზე მდგარი ერთი პირი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე …
ბათუმში მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად სამი დაშავებული პირი გადაიყვანეს კლინიკაში. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 21 სექტემბერს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაშავებულები
გომის მთაზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა. მიკროავტობუსის ყველა მგზავრი (დაახლოებით 15 ადამიანი) საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულნი არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დაიმტვრა 4 მანქანა – ავარია ბათუმში
ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები
2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში. დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი. ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ. ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის …
Continue reading “წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები”
ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს. სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ამ თემაზე: „დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო …
Continue reading “ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი”