მთავარი,სიახლეები

წელს 65 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის გადასასვლელზე ავარიისას

23.11.2021 • 1078
წელს 65 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის გადასასვლელზე ავარიისას

სამი თვის განმავლობაში საქართველოში 21 ადამიანი დაიღუპა და 885 დაშავდა სარკინიგზო გადასასვლელზე.

საუბარია 2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე. ამ სამ თვეში საქართველოში 116 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო ავარიის შედეგად, ხოლო 2151 პირი დაშავდა.

სტატისტიკის თანახმად, გასულ 3 თვეში ავტოავარიის დროს ყველაზე ხშირად სიკვდილის გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა [21 დაღუპული] და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა იყო – დაიღუპა 21 ადამიანი.

2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 305 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო ავარიის შედეგად. ამ 9 თვეში მსხვერპლით დასრულებული ავარიების მთავარი მიზეზების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – დაიღუპა 65 ადამიანი
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – დაიღუპა 44 ადამიანი
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – დაიღუპა 28 ადამიანი

საქართველოში, სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – გასულ, 2020 წელს, 122 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: