ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავდა ქალი

ავტოავარია მოხდა დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. _____________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

დღეს ბათუმის 10 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 20:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ჯავახიშვილის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; გრიბოედოვის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; ლერმონტოვის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; თაყაიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; ჯავახიშვილის შესახვევი – სრულად; სარაჯიშვილის ქუჩა – სრულად; გრიბოედოვის …

ავარია ბათუმში – ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში, ავტოავარია მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ___________ ფოტო: „ალტერნატივა“, ხათუნა ბერიძე.

ქედაში სამგზავრო მიკროავტობუსი თხრილში გადავარდა, არავინ დაშავებულა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდით თხრილში გადავარდა. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა, ხევში გადავარდნილი ქალი სტაბილურადაა

ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში ავტომანქანით ხევში გადავარდნილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს, 4 სექტემბრის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს 35 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს კლინიკა BMC-ში გვითხრეს, რომ ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს, თუმცა ის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. ქალს მალე ოპერაციას გაუკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის …

გოდერძიზე ტურისტების ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

გუშინ, 24 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი. TV 25-ის ინფორმაციით, დაშავებული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.  არიან თუ არა ავტოავარიაში მოყოლილი პირები ტურისტები, შს სამინისტროში დანამდვილებით არ იციან. „სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, – გვითხრეს პრესცენტრში. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 274 …

ავტოკატასტროფა თურქეთში – დაიღუპა 14 მგზავრი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 8 აგვისტოს, თურქეთის დასავლეთ ნაწილში ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ავტოკატასტროფა ბალიკესირის გზატკეცილზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფებს 11 ადამიანი დახვდათ გარდაცვილი, 3 დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი – ავტოავარია თურქეთში

თურქეთში 6 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა ავტოავარიის შედეგად. ავარია დასავლეთ თურქეთში, მანისას პროვინციაში მოხდა, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ახლო მდებარე კლინიკებში არიან გადაყვანილი. ______________ ფოტო: ანადოლუ  

ავარია ქობულეთში – ერთმანეთს 2 ავტომანქანა შეეჯახა

დღეს, 1-ელ აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

ერთმანეთს 2 სატვირთო შეეჯახა – დაშავებულია 2 ადამიანი

დღეს, 30 ივლისს, ქობულეთში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ მძღოლები, ორი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩაქვში ავტომანქანა ბეტონის ღობეს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ღობეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამსართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ქედაში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები.

ქუთაისის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა | ფოტო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, შემთხვევაზე დაწყებულია მოკვლევა ადმინისტრაციული წესით. __________  

ხულოში ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 25 წლის კაცი

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებთან, ხევში ავტომანქანა გადავარდა და მძღოლი დაიღუპა. 25 წლის კაცი პირად ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს, 27 ივნისს, მოხდა. გარდაცვლილი ხულოს მკვიდრია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ახალგაზრდა ქვეითს ხელვაჩაურის გზაზე ავტომანქანა დაეჯახა

თვითმხილველის თქმით, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მეჯინისწყლის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცს, რომელიც გზატკეცილზე ფეხით მოძრაობდა, ავტომანქანა დაეჯახა. იმავე წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული პირი იქვე ცხოვრობს. თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. თვითმხილველის თქმით, დაზარალებული კონტაქტური იყო და ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ბათუმში 4 მანქანა მოხვდა ავარიაში, დაშავებულია 1 ადამიანი

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 17 ივნისს, გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ადგილზე მუშაობს პოლიცია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

ხელვაჩაურში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, მახვილაურის გადასახვევთან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

დღეს, 14 ივნისს, ავტოავარიის შედეგად ბათუმში შუახნის კაცი დაშავდა. ავტოავარია მელიქიშვილის ქუჩის კვეთაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტაქსი ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია შუახნის მამაკაცი, რომელიც კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, მას ხელი აქვს დაზიანებული, პაციენტი კონტაქტურია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ____________ ფოტოზე: შემთხვევის ადგილი. ანა მალაყმაძის ფოტო   

წელს სამ თვეში 94 ადამიანი დაიღუპა საგზაო შემთხვევების შედეგად

2021 წლის იანვრიდან აპრილამდე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 94 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 6 ადამიანი – აჭარაში. დაღუპულთაგან 16 ქვეითი იყო. ამავე პერიოდში 1613 ადამიანი დაშავდა საქართველოში ავტოავარიის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა. ამ მიზეზით სამ თვეში საქართველოში 21 ადამიანი დაიღუპა და 688 დაშავდა.

ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო გადადიოდა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანა. ადგილობრივების თქმით, ხიდი დიდი ხანია იყო ამორტიზებული. ხიდი სვიშევსკის ქუჩაზე გუშინ, 11 ივნისს ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება. …

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დღეს, 10 ივნისს, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმში მილის დაზიანების გამო გაზი 500 აბონენტს შეუწყდა – როდის განახლდება მიწოდება

გაზსადენი მილის დაზიანების გამო დღეს, 3 ივნისს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება 500 აბონენტს შეუწყდა. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება სრულად აღდგება. ავარიული დაზიანების გამო ბათუმში გაზის მიწოდება პირველ ივნისს, საღამოს, 6000 აბონენტს შეუწყდა. „სოკარის“ განცხადებით ამ აბონენტებისთვისაც დღეს დილიდან დაიწყო გაზის მიწოდება და დღის ბოლომდე გაზს ყველა აბონენტი …

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა და გაზი ჰაერში იფრქვევა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაზიანებული მილიდან ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა. ირგვლივ ინტესიური მოძრაობაა და გაადგილდებიან როგორც ქვეითები, ასევე ავტომობილები. ადგილზე პოლიცია და „სოკარის“ წარმომადგენლები ავარიიდან დაახლოებით 6 წუთში მივიდნენ. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანება ქუჩის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. ამ დროისთვის ჩაკეტილია მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე და მიმდინარეობს დაზიანებული მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბათუმში ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად BMW-ს ტიპის ავტომანქანა დაიმტვრა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში მსხდომები არ დაშავებულან. ავტოავარიის ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

ავარია ქედაში – არიან დაშავებულები

ქედაში, სოფელ ზვარესთან, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა ორი მგზავრი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება: „დაზუსტდება მუხლი და გეტყვით“.

ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმსა და ქობულეთში – დაშავდა 1 პირი

დღეს, 28 აპრილს, ბათუმსა და ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაახლოებით დილის 9 საათზე, ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ დილით ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ხალვაშის გამზირიდან მათ გამოძახება არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ შს …

ავტოავარია ბათუმში, ხალვაშის გამზირზე

ბათუმში, 20 აპრილს, დილით, ავტოავარია მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. მსუბუქი ავტომანქანა ტროტუარზე შევარდა, სადაც სალონი და სუპერმარკეტია და იქვე განთავსებულ კონსტრუქციას შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან უთხრეს, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნოვაში“ მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მაღაზიის შენობის ფასადი და სწრაფი გადახდის აპარატი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ბათუმში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ აღენიშნებოდათ მრავლობითი ტრავმები.

ტაივანში ვაგონები რელსებიდან გადავიდა – დაღუპულია 40-მდე ადამიანი

ყველაზე მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას სააგენტო BBC-ი და REUTERS-ი ავრცელებენ ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ბოლო 40 წლის განმავლობაში კუნძულის ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა – ასე აფასებენ დღეს, რამდენიმე საათის წინ მომხდარ ამ სატრანსპორტო შემთხვევას ტაივანში. მაშველები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ გვირაბში ჩარჩენილ, ავარიაში მოყოლილ 4 …

ავტოავარია ლეღვაში, დაიღუპა 50-წლამდე კაცი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაადასტურეს. უწყების პრესცენტრის თქმით, ადგილზე მისულ ექიმების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილია ავტომანქანის მძღოლი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს 27 მარტს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლილ გზაზე, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. თუმცა, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში „ჭრილობებით და გულმკერდის ტრავმით ორი ადამიანია გადაყვანილი“. შსს ინფორაციით გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ქობულეთში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს შუახნის კაცი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, გარდაცვლილი დახვდა.

ავტოავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 22 მარტს, რუსთაველის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, თუმცა ექიმების დახმარება მძღოლებს არ დასჭირდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

ბათუმში დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 2 ქალი

ბათუმში დღეს, 19 მარტს, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორივე შემთხვევაში ავტომანქანა ქალს დაეხაჯა. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში უთხრეს, პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა, ხოლო მეორე – კომახიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში. დაშავებულები, რომლებსაც მოტეხილობები აქვთ, გადაყვანილნი არიან კლინიკებში.    

ავარია ავტობანზე – დაშავდა სამი ადამიანი

დღეს, 21 თებერვალს ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტობანზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანაში მყოფი მძღოლი და ორი მგზავრი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის …

Exit mobile version