რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე. ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია. „2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] …

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო …

საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო 6 თვეში, საქართველოს ციხეებში პატიმრების ოდენობა მინიმუმ 1 142 პატიმრით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9 845 პირი იყო მოთავსებული. აქედან – 9 393 კაცი და 452 ქალი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 703 პირი, მათ შორის 8 313 კაცი …

პაემნებზე უარი ბრალდებულებს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს საქართველოში ისევ არ ექნებათ ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლება. მოქმედი კანონმდებლობით პატიმრებს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ. ამ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს 2021 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება „გამოძიების ინტერესებს“ ხელს უშლის: „ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი …

იზრდება იმ პატიმრის ხელფასი, ვინც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს

2024 წლის იანვრიდან იზრდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის ანაზღაურება, რომელიც ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 2 დეკემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესში“, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, „სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც …

ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან. პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს. ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო …

17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო …

პატიმრის დედა: ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?!

ავტორი: ცირა გოდერძიშვილი, პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა __ მოგმართავთ თხოვნით, რათა გაასაჯაროოთ ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ჩემი შვილის შესახებ: მის, ანუ პაციენტ გიორგი ოქროპირიძის უფლებებს მუდმივად არღვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი – მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სამედიცინო დაუხმარებლობა პაციენტისთვის/მით უფრო პატიმრისთვის, რომელსაც აქვს გადატანილი მძიმე ოპერაციები ღვიძლზე, ფილტვზე და ორი …

სახელმწიფო ინსპექტორი ციხის მედპერსონალის გარემოცვაში სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე 

პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდოდ ციხის ექიმის კაბინეტში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს. პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ უწყება ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა. ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, …

116 დაღუპული – ეკვადორში ციხის უფროსის თქმით, პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული

ოთხასამდე პოლიციელი შევიდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მდებარე ლიტორალის ციხის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრებს შორის დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო. დაჯგუფებებს შორის ჩხუბისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სულ მცირე ხუთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს სამშაბათს შეტაკებების დროს. არიან დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების, ასევე ხელყუმბარის შედეგად. ლიტორალის ციხეში არიან პატიმრები ეკვადორის ბანდებიდან, …

ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]

„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე. „მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. იუსტიციის სამინისტროს …

ყოფილი პატიმარი: რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია 

„…რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია, ამ ბინაშიც ყოფნის ვადა ამომეწურა, ხვალ ღია ცის ქვეშ ვრჩები,“ – გვითხრა ვალერი შონიამ. ის ციხიდან ერთი თვის წინ გამოვიდა. ბათუმში მას არავინ ჰყავს. ნათესავებთან ზუგდიდში კი ვერ ბრუნდება. „ზუგდიდში მინდა წასვლა, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და დროებით იქ ვიცხოვრებ. მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის, ტაქსს კი 100 ლარი მაინც უნდა…“ – …

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს …

ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ

ბათუმის ციხეში წყლისა და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემაზე პაატა დიასამიძე საუბრობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში დღეს, 28 მარტს, იმყოფებოდა. „პატიმრებს, განსაკუთრებით დეესკალაციის ოთახში მყოფებს, აწუხებთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. მათი თქმით, წყალი ციხეს გრაფიკით მიეწოდება. ეს განსაკუთრებით გაუსაძლისი ბოლო პერიოდში გახდა, როცა ხელოვნური ვენტილაციაც ითიშება – დეესკალაციის ოთახში საპირფარეშო …

საპატიმრო დაწესებულებებში მწეველები და არამწეველები განცალკევებით მოთავსდებიან – პირველი მაისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ახალი წესით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეუძლია მისი განთავსების ადგილზე და დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ხოლო დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეეძლებათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილას. ამავე წესის …

ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. „საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ …

თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაკურიძე ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ, ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა: “ამ გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილს ვეთანხმები სადაც ის ამბობს, რომ ციხეებში აღარ ხდება გაუპატიურებები, აღარ ხდება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის …

პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს …

Exit mobile version