მთავარი,სიახლეები

საპატიმრო დაწესებულებებში მწეველები და არამწეველები განცალკევებით მოთავსდებიან – პირველი მაისი

27.04.2018 • 2630
საპატიმრო დაწესებულებებში მწეველები და არამწეველები განცალკევებით მოთავსდებიან – პირველი მაისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ახალი წესით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეუძლია მისი განთავსების ადგილზე და დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ხოლო დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეეძლებათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილას.

ამავე წესის მიხედვით, 2018 წლის პირველი მაისიდან „დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან. არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული კი თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა“.

ახალი წესით პირველი მაისიდან:

[checklist]

  • დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მოსაწევი ადგილი, რომელიც გამოიყოფა დაწესებულების სპეციალურად იზოლირებულ ტერიტორიაზე როგორც დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის გარეთ (ეზო).
  • დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა.
  • დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორე პირის მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ არამწეველი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

[/checklist]

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას; ხოლო დაწესებულების მოსამსახურის მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

რაც შეეხება დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს, თუ ისინი დადგენილ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, შესაძლოა დაწესებულება ვადამდე დაატოვებინონ.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში თამბაქოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიხმარენ, პენიტენციური დაწესებულება კი ვალდებულია ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას აღნიშნული წესი, როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე სპეციალურ ადგილას, საიდანაც ხდება დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლა. პირველი მაისიდან ასეთი წესის განთავსება ნებისმიერ დაწესებულებაში, კანონის მოთხოვნაა.

2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/118271/

https://netgazeti.ge/news/264353/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: