„ყველაზე ძნელი მონატრებაა“ – ემიგრანტი ქალი ფლორენციიდან

ქობულეთელი მანანა ბოლქვაძე 2018 წელს წავიდა ემიგრაციაში. უკვე ოთხი წელია იტალიაში ცხოვრობს. მანანა ამბობს, რომ ემიგრაციაში მისთვის ყველაზე ძნელი მონატრებაა – ოჯახის წევრების, ქალაქის და მთელი ქვეყნის. „ისეთ საქართველოში მინდა დავბრუნდე, სადაც მშიერი ადამიანები არ იქნებიანო“ – გვითხრა მან და ემიგრაციაში ყოფნის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. მოუსმინეთ მანანას, ემიგრანტს იტალიიდან:  „კვირა დღეს ვხვდებით ერთმანეთს ემიგრანტები“  შოთა …

„იძულებული გავხდი 1 წლის შვილი დამეტოვებინა“ – ემიგრანტი დედა პოლონეთიდან

„ემიგრაციაში დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები. დავკარგე იმის შესაძლებლობა, დამენახა, როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი. ყველაფერი დავკარგე…“ – გვითხრა თამუნა ზაზაშვილმა, ბათუმელმა ემიგრანტმა ქალმა. თამუნა 20 წლის ახალგაზრდა დედა იყო, როცა იძულებული გახდა 1 წლის და 3 თვის შვილი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, უნდოდა მის შვილს არაფერი დაჰკლებოდა და ეს შეძლო, …

არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს – ემიგრანტი ნატოს ისტორია

2021 წლის ზაფხულში 43 წლის ნატო დავითაძემ ჩანთა ჩაალაგა და იტალიაში წავიდა, ემიგრაციაში. ბათუმში დატოვა 3 შვილი, ქმარი და პატარა, ნაქირავები ბინა კერძო სახლის პირველ სართულზე, სადაც ნატომ და მისმა ქმარმა, რეზომ, შვილები გაზარდეს. ნატო უკეთესი მომავლის იმედით წავიდა – უნდა, რომ მის ოჯახს საკუთარი ბინა ჰქონდეს, უნდა, რომ არ ეშინოდეს, შვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები …

„ყველა შვილი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს დედა“, – ყოფილი ემიგრანტის შვილი

„როდესაც დედაჩემი ემიგრაციაში წავიდა, მეგონა, მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა,“ – ასე იწყებს გულნარა ლეფსაია დედაზე საუბარს. გულნარა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილია, რომელიც „ბათუმელებს“ ინტერვიუზე და დედის ემიგრაციის შესახებ საუბარზე დათანხმდა. ემიგრაციის თემაზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც ხმამაღლა და თავისუფლად ლაპარაკობენ ემიგრანტი დედები, რთულია შვილებისთვის სალაპარაკოდ. გულნარა დედაზე საუბრისას …

„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა. უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”. რას ჰყვება ციალა შავაძე, …

„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში

ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა. ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს …

რა მასწავლა გერმანიაში ცხოვრებამ – „სულ შიში მქონდა, რომ 30 წლის შემდეგ ნეტა რა მელოდა“

26 წლის დარინა ცეცხლაძე გერმანიაში Au Pair პროგრამით ათი თვის წინ წავიდა. ოპერად წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ცხოვრობ და მუშაობ ლეგალურად. გყავს მიმწვევი ოჯახი, რომელიც უზრუნველგყოფს ბინით, საკვებით, გიფინანსებს ენის კურსებს, სანაცვლოდ კი მონაწილეობ ბავშვის აღზრდაში. პროგრამა ოპერს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ერთის მხრივ ენის ცოდნა, მეორე მხრივ კი ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში. დარინას თავდაპირველად მაგისტრატურის გავლა …

ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი – ემიგრანტი ქალი

„წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში. ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ …

„წამოვედი 1 წლით და უკვე 17 წელია აქ ვარ“ – ემიგრანტი ქალი სტამბოლიდან

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანული დუმბაძემ სარფის საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში, ანკარაში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლით მივდივარ – ასე ფიქრობდა მაშინ ნანული და შვილებსაც, რომლებიც უკვე 20 წელს იყვნენ გადაცილებული, ასე უთხრა. ერთი წელი 17 წლად იქცა. პერიოდულად ჩამოდიოდა, შვილებს და ნათესავებს მოინახულებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა სამუშაოდ. „არც საქართველოში ვყოფილვარ უქმად არასდროს, …

„უკან საბერძნეთში – არც ის იცი, თუ დაბრუნდები საერთოდ“ – ემიგრანტი ქალი

ნონა თანიაშვილმა საქართველო 21 წლის წინ დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ამ წლების განმავლობაში ორჯერ სცადა უკან დაბრუნება. პირველად ერთი წლით ჩამოვიდა, მაგრამ სამსახური ვერ იპოვა და ისევ ემიგრაციაში დაბრუნდა. მეორედ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება წელს, სექტემბერში მიიღო. ათენში ნაქირავები ბინა დაცალა, ყველა ნივთი წამოიღო და თქვა, რომ უკან, საბერძნეთში აღარ დაბრუნდებოდა. სამი თვის შემდეგ …

ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

მედეა კონცელიძემ საქართველო 12 წლის წინ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან სამსახური დაკარგა და მის მეუღლესაც ავტონაწილების ბიზნესი ჩაუვარდა. ოჯახს გაუჭირდა და ცოლ-ქმარს ახალი გზების ძიება დასჭირდა შვილების სარჩენად. რატომ წავედი ემიგრაციაში  „2008 წლის 16 სექტემბერს, დიდი წყალდიდობის შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. ნახევარი სახლი დაგვენგრა, გეოლოგებმა გამომასახლეს, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, 1 წელი …

რატომ ერიდებათ ემიგრანტ ქალებს ფოტოების ფეისბუქზე გამოქვეყნება | პოდკასტი

37 წლის ნაზი გეგეშიძემ თურქეთში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში, ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. აქ დედა, მამა, ძმა, და და 13 წლის შვილი ელოდნენ. ნაზი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოზარდი შვილის გვერდით ყოფნაა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება. ნაზი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა იზმირსა და სტამბოლში მომვლელად, დამლაგებლად. თურქეთის გარდა მას ბელგიაში მუშაობის …

დაკარგული წლების ძიებაში – 2 ქალის ამბავი უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ

საქართველოდან წასვლის მსურველთა ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის მონაცემების თანახმად 2015 წელს ქვეყანა 67 452-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, 2016 წელს –  64 705-მა, 2017 წელს – 67 269-მ, ხოლო 2018 წელს – 76 367-მა. ორი ქალის მაგალითზე „ბათუმელები“ მოგიყვებათ რა სამუშაოს შესრულება უწევთ მიგრანტ ქალებს საქართველოდან. გალინას ამბავი ოცწლიანი ემიგრაციის შემდეგ, როცა საქართველოში დაბრუნება …

„საქართველოში ემიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს აეროპორტში“ | პოდკასტი

51 წლის ნინო მახარაძემ ფული ისესხა და ბათუმიდან იტალიაში ერთი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. შინ მეუღლე, მოხუცი დედა, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. ნინომ, ემიგრანტების უმრავლესობის მსგავსად, ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა. ნინო ოჯახის წევრებს საღამოობით ვიდეოთვალით ხედავს, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება. თითქოს არაფერი განსხვავებული. ყველა ზემოთ ნახსენები  ამბავი მეორდება ემიგრანტებთან, მაგრამ ნინო ჰყვება …

მინდა დედა გავხდე და ამისთვის ფულს ვაგროვებ – ემიგრანტი ქალი | პოდკასტი

40 წლის მარიამ ჯორბენაძე ხულოდანაა. იგი 8 თვის წინ დაემშვიდობა ოჯახს და ქუთაისის აეროპორტიდან იტალიაში გაემგზავრა. ახლა მარიამი იტალიის პატარა ქალაქში მუშაობს და ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად შეაგროვოს თანხა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. მარიამის ემიგრაციაში წასვლის მიზეზი დედობის სურვილია. უშვილობის მკურნალობას ათასობით ლარი სჭირდება, რის შეგროვებასაც მარიამი ხულოში მუშაობით დიდ ხანს ვერ შეძლებდა, საქართველოში კი უშვილობის …

ქალი, რომელმაც ემიგრაციაში შვილებიც წაიყვანა – VIDEO

ეთო ართმელაძე ემიგრაციაში ოჯახთან ერთად წავიდა. 2013 წელს თურქეთში სამუშაოდ ჯერ მეუღლესთან ერთად ჩავიდა, მოგვიანებით კი შვილებიც წაიყვანა. ბევრი ემიგრანტის მსგავსად ფიქრობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ 8 წელი გავიდა და ისევ ემიგრანტია. ისე მოხდა, რომ მის მეუღლეს ემიგრაციიდან კიდევ ერთ ემიგრაციაში მოუწია წასვლა – უკეთესი სამუშაოს საძებნელად. „ამდენი წელია ემიგრაციაში ვართ. ერთი წელია, რაც ჩემი …

Exit mobile version