ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა. ცენტრის ინფორმაციით, აქედან 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. სამაგისტრო გამოცდებს წელს 10 000-ზე მეტი კანდიდატი ჩააბარებს, ხოლო მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 29 000 პირია დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების, დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის …

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 20 იანვარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილი საჯარო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას; საქართველოს პარლამენტში მუშაობდა ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსად, ასევე შსს-ს აკადემიის ადამიანური …

რეორგანიზაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში – „ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ცენტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება. დიმიტრი ჯამბურია გამოცდების ცენტრის დიდი ხნის თანამშრომელია. ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად ისიც გაუშვეს სამსახურიდან. დიმიტრი ჯამბურია ამბობს, რომ რეალურად რეორგანიზაცია იმ თანამშრომლებს შეეხო, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი …

7 შვილის დედა სტუდენტი გახდა – „ახლა სხვებსაც ვურჩევ, არ დანებდნენ“

7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია – 45 წლის მეგი თათეშვილი, რომელმაც წელს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, უკვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მეგი თათეშვილს ეროვნული გამოცდების ცენტრი ესაუბრა: „შეიძლება ითქვას, რომ წელს ჩემი ოჯახის 7 წევრი ისწავლის უნივერსიტეტში. ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მე ვარ – სტუდენტი გავხდი – ეს კი ჩემი …

გამოცდების ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს – ეს დანაშაულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი აბიტურიენტის, სანდრო ბაჩიაშვილის განმეორებით გამოცდაზე გასვლას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს დააკმაყოფილა აბიტურიენტის მოთხოვნა განმეორებითი გამოცდის უფლებაზე. თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. ეს დასტურდება წერილით, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, გაუგზავნა ცენტრმა აბიტურიენტს. „… რაც …

გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა …

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია პედაგოგებსითვის ვებგვერდზე online.naec.ge. შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული. „სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე  გამოქვეყნდება. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების …

ცვლილებები ისტორიასა და მათემატიკაში – ეროვნული გამოცდები 2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. მაგალითად ისტორიაში, გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) …

15 შეკითხვა, რომლებსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ და გამოცდების ცენტრის პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც, მათი განცხადებით, აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ. რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: …

სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტს 4334 კანდიდატი აბარებდა, B ტიპის ტესტს – 3937, ხოლო C ტიპის ტესტს  – 1963 კანდიდატი. წაკითხულის გააზრებაში – A ტიპის ტესტში  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 22.9 პროცენტმა, B-ში – 16.3-მა, ხოლო C ტიპის ტესტში – 23.3-მა პროცენტმა. ამ კატეგორიაში A ტიპის …

NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს. აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ …

2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს  აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები მხოლოდ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში, მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,  სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. …

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 …

საგნობრივ გამოცდაზე მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „იყო დაგვიანების 9 შემთხვევა, სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“. პედაგოგები დღეს გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. გამოცდები გუშინ, 10 ივლისს, დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით, სამივე …

სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

დღეს, 9 ივლისს, აბიტურიენტები ბოლო სავალდებულო გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ფაქტი გამოვლინდა, როცა აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“. ერთ შემთხვევაში კი, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონი შეიტანა გამოცდაზე და ისიც მოიხსნა გამოცდიდან. ცენტრის ინფორმაციით, ამ …

500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, დაცვის პოლიციას 544 366 ლარს გადაუხდის. მომსახურებაში შედის ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების [კონფიდენციალური დოკუმენტაციის] შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები …

როგორია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის ხანგრძლივობა და ქულები საგნის მიხედვით

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ათი ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია. როგორი იქნება 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ განთავსებულ ცხრილში. საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს …

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური. „მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით …

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა …

ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება

დღეს, 18 მარტს, აბიტურიენტები ხულოს რესურსცენტრთან საპროტესტო აქციას გეგმავდნენ. ისინი ხულოში საგამოცდო ცენტრის გახსნას მოითხოვდნენ. საგამოცდო ცენტრი ხულოში გასულ წელს გაუქმდა. რესურსცენრტთან დაახლოებით 200-მდე აბიტურიენტი შეიკრიბა. მათ განუცხადეს, რომ ხულოში საგამოცდო ცენტრის კვლავ გახსნასთან დაკავშირებით პასუხს განათლების სამინისტროსგან ელოდნენ. აბიტურიენტების განცხადებით, ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებში ხულოდან 400-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს და უმრავლესობა დაბა ხულოს შემოგარენში ცხოვრობს, …

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება აბიტურიენტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია რამდენიმეეტაპიანია. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ; 7 მაისის 18:00 საათამდე კი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა იქნება შესაძლებელი; პროგრამების შეცვლისა და დამატების საშუალება კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების …

2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ. „აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად …

გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2019 წელს ეროვნულ გამოცდებზე რაიმე ცვლილება არ იგეგმება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით,  2019 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდები, წინა წლების მსგავსად, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება და ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. „რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას,  სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას  ან ვიდეოდავალებების ინტეგრირებას, ეს არის სამომავლო გეგმა და  ამას  სჭირდება განსაკუთრებული  მომზადება. მნიშვნელოვანი ფაქტორია აბიტურიენტების  მზაობაც.  ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა ჩატარდეს …

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან …

ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილება ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება. ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. …

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების შეტანა 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა. ცენტრის ცნობით, პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით. „აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს, გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების  (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი. პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის …

„თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მოტივაცია არაფერს ნიშნავს, ეს დიდი საფრთხეა“

დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პედაგოგებს PIRLS-ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მეოთხეკლასელ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. გამოკითხვაში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა და კვლევის კოორდინატორმა ნათია ანდღულაძემ გამართეს. „ბათუმელები“ ნინო რევიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, რა …

უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენის გამოცდაშიც მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 11 % ჩაიჭრა. უცხო ენის გამოცდა მეთორმეტეკლასელებმა გუშინ ჩააბარეს. დღეს, 22 მაისს კი, ისინი ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. როგორც ცენტრში გვითხრეს, საატესტატო გამოცდებს წელს ის პირებიც აბარებენ, ვინც გასულ წელს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა. „ამიტომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებიდან რამდენია ჩაჭრილი და რამდენი, …

უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის

საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ. „ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 …

CERTUS-ის სერტიფიკატის მფლობელებს უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხო ენის სერტიფიკატის მფლობელებს, საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში [თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი] სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის …

იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ასევე, ყველა სხვა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას სთავაზობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. იმიტირებული გამოცდები ფასიანია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კომერციულ პროექტს ცენტრი ახორციელებს. ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 5 ლარი. იმიტირებული გამოცდების გავლა აბიტურიენტებს თითქმის ყველა საგანში შეეძლებათ. …

რატომ აღარ დაიწერება საატესტატო გამოცდებზე ქულები – ცენტრის განმარტება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლებში საატესტატო გამოცდების ფორმატი შეცვალა. ცვლილების თანახმად, მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ვეღარ დაინახავს, რამდენი ქულა მიიღო საგამოცდო საგანში. მოსწავლეთა ჯგუფები ცენტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმიანებიან – ამბობენ, რომ ქულა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასე თავიანთი ცოდნის ხარისხის შემოწმება შეეძლოთ. რა იყო გამოცდების ფორმატის შეცვლის მიზეზი? -„ბათუმელებთან“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული …

როგორ ჩავაბაროთ ზოგადი უნარები წარმატებით – რჩევები ტესტის ავტორისგან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაში ტესტის ავტორი, სოფო დოლიძე დაეხმარება. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეორგოლი და ინსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც აბიტურიენტები ყოველდღიურად მიიღებენ რჩევებსა და რეკომენდაციებს ავტორისგან. პროექტი სახელწოდებით – #სანდოთანამგზავრი,  პირველი მარტიდან დაიწყება და ყოველ ხუთშაბათს შესთავაზებს აბიტურიენტებს ვიდეორუბრიკას “ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად”. პროექტის ფარგლებში განხილული იქნება  სხვადასხვა ტიპის …

იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ მუშაობენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საკითხზე. თუმცა ამ დროისთვის ცენტრში ვერ აზუსტებენ, შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ბარიერი. აიწევა თუ არა საგამოცდო ბარიერი, რაზეც განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობდა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას …

წელს 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომაცემებით, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 176 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამათგან, ცენტრის ინფორმაციით, 10 500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ დააფინანებს. წელს გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი  იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები დღეს, 27 აგვისტოს, …

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა.  მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება. „აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ …

Exit mobile version