50 000 ლარით მეწყრით დაზარალებული ოჯახი სახლს ვერ იყიდის – „ლელო“

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში „ლელომ“ ბრიფინგი გამართა თებერვალში, მაღალმთიან აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. „ლელო“ მიიჩნევს, აჭარაში ჭიანურდება მეწყერსაშიში და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლა და ასევე, იმის გამო, რომ მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანისთვის მხოლოდ 300 ლარია გათვალისწინებული, დაზარალებულები აღნიშნულ თანხაში ვერ ქირაობენ ბინებს და ისევ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. „აჭარის მუნიციპალიტეტებში …

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …

22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია

„თუ ისევ გაწვიმდა, წაგვიღებს“ – გვიყვება მანანა სოფელ გელაძეებიდან. ახლა აქ ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ. უკვე რვა დღე და ღამე სოფელ გელაძეებში მოსახლეობა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს. აღამებენ და ათენებენ შიშით, რომ მეწყრული ზონები ისევ არ გააქტიურდეს. „გამომწყვდეულებს“ შორის, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, არიან ასაკოვნები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივებს „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, …

„დაუყოვნებლად შეფასდეს მეწყრის საფრთხეები“ – ენმ-ის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში მიმდინარე სტიქიას, მეწყრულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა საფრთხეების დაუყოვნებლად შეფასება მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. ენმ-მ დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში ბრიფინგი გამართა ამ თემაზე და განცხადებაც გაავრცელა. „სხალთაში მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად დაგუბებულია მდინარე და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს სწრაფი დაცლა, რაც გამოიწვევს ნგრევასა და ეროზიებს; სოფელ გელაძეებში ჩამოშლილია მთა, რის …

რა ხდება აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შემდეგ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი მეწყრული კერები არ არის და დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დროსთვის მობილიზებულები არიან სხალთის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული მასა ორჯერ ჩამოწვა და სამუშაოები გაართულა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 125 მიმართულებიდან გზა გახსნილია 75 მონაკვეთზე და დარჩენილ მონაკვეთებს სავარაუდოდ დღეს გახსნიან. შედარებით მეტი …

როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე [მათ შორის ბათუმზეც] გადანაწილდება. „ეს 10 მილიონი არის ჯამში იმ საშემოსავლო გადასახადების გადაჭარბებით შესრულებიდან, რაც შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში და ემატება ამ დროისთვის არსებული ეკონომია სხვადასხვა პროგრამიდან“ – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება იმ პრინციპით, …

აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი გამოიყო, ვინ მიიღებს ამ დახმარებას

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა… დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ …

თამარის დასახლებაში ავტომანქანას ხე დაეცა

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში ხე წაიქცა და ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში არავინ იჯდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა. ბათუმში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს. 22 სექტემბერს რეგიონში არაერთ მონაკვეთზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ფერიაში სამი სახლი დაანგრია, ხოლო ქობულეთში – ერთი. ბათუმში არაერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული …

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში კი დაიტბორა ათობით ქუჩა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებსაც. მერიის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალიზება გამოიწვია სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, „რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის …

სად იცხოვრებს 12 წლის გოგო, რომლის ოჯახიც ჯოჭოში მეწყერმა იმსხვერპლა?

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ …

აჭარაში მეხუთე დღეა ეძებენ მდინარეში დაკარგულ მძღოლს

ხელვაჩაურში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მძღოლს, რომლის ავტომანქანაც პირველ ოქტომბერს, ღამით, ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების დროს გადავარდა მდინარე მეჯინისწყალში. ავტომანქანის ამოტანა მდინარიდან რამდენიმე საათში შეძლეს, მძღოლს კი ამ დრომდე ეძებენ. მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მეხუთე დღეა სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან მოსახლეობა მდინარის კალაპტს მიუყვება დაკარგული მძღოლის მოსაძებნად. პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალექის …

მაშველებმა იპოვეს ბავშვის ცხედარი – მეწყერს ჯოჭოში 5 ადამიანი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, იმ ადგილას, სადაც მეწყერმა სახლი წაიღო, მაშველებმა დღეს, 3 ოქტომბერს, იპოვეს ბავშვის ცხედარიც. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა და შვილი. ქალისა და კაცის ცხედრები გუშინ, 2 ოქტომბერს, იპოვეს. მეწყერი სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი …

მეწყერში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – მაშველები ბავშვს ეძებენ

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მაშველებმა იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი. ახლა მაშველები ბავშვს ეძებენ. დღესვე, ცოტა ხნით ადრე, დამეწყრილ ადგილას ნახეს ქალის ცხედარიც. მეწყერი სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე გაჩერებული  ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში – ორი. 2 ოქტომბერს, დღის ორ …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა – მოვაჭრეები ზარალს ითვლიან [ფოტო]

პირველ ოქტობერს, საღამოს საათებში, ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. დაიტბორა პუშკინის ქუჩაც, სადაც ბათუმში სამშენებლო მასალების ათობით მაღაზიაა. პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში წყალი შევიდა. მოვაჭრეებმა დღეს, 2 ოქტომბერს გასაყიდი სველი საქონელი ქუჩაში გამოიტანეს გასაშრობად. აქ ზარალს ითვლიან.

მდინარე მეჯინისწყალთან უკვე ორი საათი ეძებენ ხიდიდან გადავარდნილი ავტომანქანის მძღოლს

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარესთან უკვე ორი საათია ცდილობენ იპოვონ მძღოლი, რომლის ავტომანქანაც რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში გადავარდა. მდინარიდან ავტომანქანა ამოიტანეს, თუმცა მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაკარგულ მძღოლს ეძებენ მაშველები და მოქალაქეები. პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალქეის შედეგად ხელვაჩაურში ადიდდა მდინარეები და ღელეები, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა წაიღო …

ადგილობრივების თქმით, სოფელ ჯოჭოში სახლის გარდა მეწყერმა ავტომანქანაც მოიყოლა

პირველ ოქტომბერს უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი მოიყოლა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა. სოფელ ჯოჭოში, სტიქიის ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობა მუშაობენ. ეძებენ, სავარაუდოდ, 5 ადამიანს, ავტომობილში მხდომთ და სახლში მყოფ პირებს. ასევე, ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალთან მაშველები და სოფლის მოსახლეობა ეძებენ …

ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ღამით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. აჭარაში უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეები და ღელეები. ასევე, საგანგებო წერს, რომ მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე ეძებენ ავტომანქანის …

სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა, ეძებენ ადამიანებს [განახლებადი]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეწყერმა სახლი წაიღო. „სოფელში ადამიანებს ეძებენ“  – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უთხრა. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. ___________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან  

მაშველები მძღოლს ეძებენ – მდინარე მეჯინისწყლიდან ავტომანქანა ამოიტანეს

დღეს, პირველ ოქტომბერს, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარე მეჯინისწყალში გადავარდნილი ავტომანქანა უკვე ამოიტანეს, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მძღოლის პოვნა. ადგილზე მყოფნი ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტს დაუყვებიან მძღოლის საპოვნელად. აქ არიან მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურის ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით გამოიძახეს დამატებით სამშველო ჯგუფები. მთავარი ფოტო: აჭარის …

მდინარე მეჯინისწყალში ავტომანქანა გადავარდა – მის ამოტანას ერთი საათია ცდილობენ

მდინარე მეჯინისწყალში, სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან ავტომანქანა გადავარდა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მიაწოდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. სპეციალისტები უკვე ერთი საათია ცდილობენ მდინარიდან ავტომანქანის ამოტანას, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ ხერხდება. ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულების შესახებ …

ძლიერი წვიმა და დატბორილი ქუჩა ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ეს ფოტოები ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზეა გადაღებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.  

მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, საგანგებოში 30-მდე გამოძახებაა

დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები, ბაღჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა აცნობეს, რომ მდინარე მეჯინისწყალმა სოფელი ზანაქიძეების ხიდამდე ააღწია, რის გამოც ხიდზე ავტომანქანების გაადგილება შეფერხდა და მძღოლებს უკან მოუხდათ დაბრუნება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. …

სტიქიის გამო აჭარაში 10 ოჯახი სახლიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, საცხოვრებელი სახლი 10-მა ოჯახმა დატოვა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ორი-ორი ოჯახია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი ბათუმიდან,  ქედიდან, ქობულეთიდან, ხელვაჩაურდან და შუახევიდან. უხვი ნალექის შედეგად აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში, მეწყრული პროცესები განვითარდა. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა ქობულეთში, გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი …

უხვი ნალექი და ორი მეწყერი აჭარაში – 112-ში ბათუმიდან 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა

30-31 ოქტომბერს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 112-ში 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა – განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის …

აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება. „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი …

ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში მდინარე აჭყვის  კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს. გამგებლის თქმით, საფრთხე ექმნება გელაურის, ლესელიძის და გურამიშვილის დასახლებას. ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მდინარე აჭყვა უკვე გადმოსულია კალაპოტიდან და გზის მონაკვეთია დატბორილი. „მდინარე უკვე გადმოსულია და დატბორილია ე.წ. ვილარის დასახლება. არის საფრთხე მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის, ამიტომ …

12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის  დამეწყრელ სოფლებში გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. „გეოლოგების ჯგუფი სწავლობს დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას, სულ  20 ოჯახია შესასწავლი, აქედან, 12 ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, 6 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი“- ეუბნებიან „ბათუმელებს“ პრესამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ამ დროისთვის მეზობლებთან არიან, „მოგვიანებით კი ალბათ ქირით გადავიყვანთ, დაველოდებით სტიქიის …

სტიქია აჭარაში – 3 მილიონამდე ზარალი თვენახევარში

სოფელ უჩამბაში მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათიანი წყლის მიწოდების გრაფიკი. შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ …

აჭარის მთავრობას სტიქიის შედეგები არ დაუთვლია

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა  შვიდმა ოჯახმა გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რის შემდეგაც კომისიის წევრები იმსჯელებენ მათი საცხოვრებლის ქირის ანაზღაურების საკითხზე. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანება აღინიშნა 27 ლოკაციაზე. ძირითადად დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. კაპრეშუმში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი …

შს მინისტრი აჭარაშია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარაში იმყოფება. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის ჩასვლა სტიქიის ზონაში. 8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერი განვითარდა. ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. …

ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი და ქედის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი [ოქტომბერი]. ექვსივე სოფელში დაახლოებით 700-მდე კომლი ცხოვრობს. სოფლებთან მისასვლელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შს სამინისტროს სახანძრო-სამაშველოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ექვსივე სოფელთან აქვთ სატელეფონო კავშირი, არცერთ სოფელში არ იმყოფება მძიმე …

Exit mobile version