დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ეს ფოტოები ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზეა გადაღებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.