მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ – საგანგებო

02.10.2020 • 2863
ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ღამით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

აჭარაში უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

ასევე, საგანგებო წერს, რომ მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე ეძებენ ავტომანქანის მძღოლს.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: