მთავარი,სიახლეები

მეწყერში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – მაშველები ბავშვს ეძებენ

02.10.2020
მეწყერში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – მაშველები ბავშვს ეძებენ

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მაშველებმა იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი. ახლა მაშველები ბავშვს ეძებენ.

დღესვე, ცოტა ხნით ადრე, დამეწყრილ ადგილას ნახეს ქალის ცხედარიც.

მეწყერი სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე გაჩერებული  ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში – ორი.

2 ოქტომბერს, დღის ორ საათზე მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი ავტომანქანა გაიტაცა. ავტომანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: