მთავარი,სიახლეები

მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, საგანგებოში 30-მდე გამოძახებაა

01.10.2020 • 3331
მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, საგანგებოში 30-მდე გამოძახებაა

დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები, ბაღჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

„ბათუმელებს“ თვითმხილველებმა აცნობეს, რომ მდინარე მეჯინისწყალმა სოფელი ზანაქიძეების ხიდამდე ააღწია, რის გამოც ხიდზე ავტომანქანების გაადგილება შეფერხდა და მძღოლებს უკან მოუხდათ დაბრუნება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახებების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.

__________

ფოტოზე: ადიდებული მეჯინისწყალი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: