მთავარი,სიახლეები

მაშველები მძღოლს ეძებენ – მდინარე მეჯინისწყლიდან ავტომანქანა ამოიტანეს

01.10.2020
მაშველები მძღოლს ეძებენ – მდინარე მეჯინისწყლიდან ავტომანქანა ამოიტანეს

დღეს, პირველ ოქტომბერს, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარე მეჯინისწყალში გადავარდნილი ავტომანქანა უკვე ამოიტანეს, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მძღოლის პოვნა.

ადგილზე მყოფნი ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტს დაუყვებიან მძღოლის საპოვნელად. აქ არიან მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურის ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით გამოიძახეს დამატებით სამშველო ჯგუფები.

მთავარი ფოტო: აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: