მთავარი,სიახლეები

ადგილობრივების თქმით, სოფელ ჯოჭოში სახლის გარდა მეწყერმა ავტომანქანაც მოიყოლა

02.10.2020 • 1630
ადგილობრივების თქმით, სოფელ ჯოჭოში სახლის გარდა მეწყერმა ავტომანქანაც მოიყოლა

პირველ ოქტომბერს უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი მოიყოლა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა.

სოფელ ჯოჭოში, სტიქიის ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობა მუშაობენ. ეძებენ, სავარაუდოდ, 5 ადამიანს, ავტომობილში მხდომთ და სახლში მყოფ პირებს.

ასევე, ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალთან მაშველები და სოფლის მოსახლეობა ეძებენ მძღოლს იმ ავტომანქანისას, რომელიც დღეს მდინარეში გადავარდა.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: