მთავარი,სიახლეები

მდინარე მეჯინისწყალთან უკვე ორი საათი ეძებენ ხიდიდან გადავარდნილი ავტომანქანის მძღოლს

02.10.2020 • 2035
მდინარე მეჯინისწყალთან უკვე ორი საათი ეძებენ ხიდიდან გადავარდნილი ავტომანქანის მძღოლს

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარესთან უკვე ორი საათია ცდილობენ იპოვონ მძღოლი, რომლის ავტომანქანაც რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

მდინარიდან ავტომანქანა ამოიტანეს, თუმცა მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაკარგულ მძღოლს ეძებენ მაშველები და მოქალაქეები.

პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალქეის შედეგად ხელვაჩაურში ადიდდა მდინარეები და ღელეები, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა წაიღო საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ და ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მოემართება იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: