დაბა ჩაქვში, ცენტრალური მაგისტრალიდან 90 მეტრში, მეგენეიშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი მიტოვებული შენობა დგას. შენობისნაწილი ჩამონგრეულია, ფანჯრებზე ამოსულ მცენარეს და ხესაც კი შენიშნავთ. ნაგებობის უკანა მხარეს, ხის დამტვრეულ კარებთან, ეგრეთ წოდებული „შტანგა“ ხატია. ამ კარის მიღმა ძალოსნები ვარჯიშობენ. ვარჯიშები მანამდე გრძელდება, სანამ დარბაზში დღის სინათლე აღწევს.