საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო

ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 …

საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო. საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის …

საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს …

„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება“ – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფიცვას წყვეტენ, ბრუნდებიან აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლას არ აჩერებენ. „ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება. პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ბრძოლა …

ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ

ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ. დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო …

„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და ხვალ, 13 მაისს, პროტესტის ნიშნად, სხვა სტუდენტების მსგავსად გაიფიცებიან. „ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია. სწორედ …

ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება. დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია]. ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს …

„გემზე ერთადერთი ქალი მე ვიყავი“ – პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან

21 წლის მარიამ გურგენიშვილი გემის მექანიკოსია. როგორც გვითხრეს, ის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოში. მარიამი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს და უკვე სამთვიანი პრაქტიკაც გაიარა გემზე. იგი თბილისიდანაა და საგანგებოდ საზღვაო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოვიდა ბათუმში, როგორც სტუდენტი.  როგორც მარიამმა უთხრა „ბათუმელებს“, მექანიკოსის პროფესიით ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და საკუთარ თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ხედავს. „ოჯახის …

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება …

საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს შესაბამის თანამდებობაზე აკადემიის ყოფილი პროფესორი ვაჟა ანანიძე. დღეს, 19 ოქტომბერს, ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიისგან რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური განცხადება მიიღო, რომელშიც წერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა ანანიძის დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ ვერ განვახორციელებთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო“. აკადემიიდან გათავისუფლების დროს ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე …

პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო …

საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა

ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის აღადგენენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში ახალ ფილიალს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. საზღვაო აკადემიის ფილიალი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და კონტრაქტის პირობების თანახმად, 9 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესრულებაზე საზღვაო აკადემიამ ხელშეკრულება შპს „დანი ქონსთრაქშენთან“ 5 851 164 ლარზე გააფორმა. ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი …

შტორმში 3 მოზარდის გადარჩენისთვის სტუდენტი სწავლის საფასურისგან გაათავისუფლეს

საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტს სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. 25 წლის მამუკა ხილაძე პლაჟზე შეზლონგების გამქირავებლად მუშაობს, სამუშაო სეზონურია და მისი ხელფასი დღეში 30 ლარია. მამუკა სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში ასე იხდიდა, ხანაც ზაფხულობით თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა, მესამე კურსის გადასახადი კი ვეღარ შეაგროვა. ოთხსულიან ოჯახში მარტო მამუკა მუშაობს. ყოველდღე სოფელ თხილნარიდან …

ბათუმში იაპონელი მეზღვაურების ფოტოგამოფენა გაიმართება

23  სექტემბერს, ბათუმში, იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით Beyond the Horizon. გამოფენაზე მეზღვაურების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გემზე მეზღვაურთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გამოფენა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია – IMLA – აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.  კონფერენციის მონაწილე ლექტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საზღვაო სფეროში …

საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ბათუმში

ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს, 16 ივნისს, ბათუმში  საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში გაიმართა. გოგოებმა მარში ევროპის მოედნიდან  დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ, მსვლელობა კი ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს. ქალთა ეკონომიკური ფორუმის მთავარი გზავნილი იყო „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ და ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა. …

საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე მაშველებად შეძლებენ მუშაობას

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდებიან. ამის შესახებ შეთანხმებას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დღეს მოაწერეს ხელი. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. გარდა …

კონკურსი საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ლექტორ – მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსი საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის  და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინაზეა გამოცხადებული. კანდიდატს, რომელსაც სურს საზღვაო აკადემიაში სალექციო კურსი წაიკითხოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი/საკვლევი ნაშრომი ან სერტიფიკატი იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანასაც აპირებს. ან უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო …

19-ის ნაცვლად 28 ქულა – ცვლილებები საზღვაო ნავიგაციის საგამოცდო პროგრამაში

[two_third last=”no”]Content[/two_third] ბათუმის საზღვაო აკადემიის 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – „გემის მექანიკაზე“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. ცვლილებამდე ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი უცხო ენა აერჩიათ. უცხო ენის არჩევანის უფლება არც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ …

ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში

ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES).“ პროექტის ბიუჯეტი 1.4 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას. ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად მიიღო სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე: თევზსაჭერი გემის ნავიგაცია ლოჯისტიკისა და …

საზღვაო აკადემიის თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარეს

საზღვაო-აკადემიის-თანამშ

Exit mobile version