88 წლის კაცის ისტორია საზღვრის პირას ცხოვრებაზე, საბჭოთა რეპრესიებსა და მომავლის იმედზე

„პირველი ქართული სკოლა ამ ხეობაში იმ სოფელში გახსნილა“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე და მიგვითითებს დასახლებაზე, რომელიც მდინარის გაღმა ნაპირზე მოჩანს. 88 წლის პედაგოგი საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა …

გამქრალი ადამიანები – დოკუმენტური ფილმი

2023 წლის 16 ივლისს ხელვაჩაურში ხემდი მალაყმაძე დაკრძალეს. ოჯახმა ხემდის ნეშტის დაკრძალვა დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ შეძლო. ხემდი მალაყმაძე იყო ერთი მათგანი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც სტალინურმა რეპრესიებმა გააქრო. ეს ფილმი არის სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემაზე, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლთა უმრავლესობა რეაბილიტირდა იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის სიკვდილის შემდეგ. ამავე თემაზე: სტალინმა არ …

4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის განადგურების ისტორია

სტალინური რეპრესიები – ყველაფერი, რასაც ეს სიტყვები გულისხმობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბათუმში მცხოვრებ გიორგი მოწყობილსა და მის ოჯახს. გიორგის ბაბუას ოსმანი ერქვა, ბებიას – ვალენტინა. ოსმანი 1937 წელს დახვრიტეს სტალინის ბრძანებით, ბებია კი 10 წლით შუა აზიაში გადაასახლეს. რეპრესიებმა მოწყობილების ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე შეიწირა, ორს კი გადასახლებაში მოუწია ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება. რეპრესირებული …

ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია

„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა. მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც. „მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, …

გადასახლებულები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მათ კი სტალინის სიკვდილი გვაგლოვეს

1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას. სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. …

როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები

1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა …

დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან. კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც …

ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში

ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება. ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ …

„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია. მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – …

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო. ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი …

ბსუ-ში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი პირველი რექტორის ბიუსტი გახსნეს

დღეს, 25 იანვარს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი გახსნეს. ხუსეინ ნაკაიძე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი იყო. 1938 წელს ის აუდიტორიიდან გაიყვანეს და „ხალხის მტრის“ ბრალდებით დახვრიტეს. მასთან ერთად დახვრიტეს ორი დეკანიც, რომლებიც ხუსეინ ნაკაიძეს გამოესარჩლნენ დაკავებისას. როგორც დღეს უნივერსიტეტში აღნიშნეს, ხუსეინ ნაკაიძეს დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელი ბათუმის სამასწავლებლო, ორწლიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში, თუმცა …

ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს. „თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ …

რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები. ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა …

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …

„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ აგროვებს დოკუმენტურ და ზეპირ მონაცემებს 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ [დახვრეტილ] პირთა შესახებ. თუ კი 1937-1938 წლების რეპრესიები შეეხო თქვენი ოჯახის წევრს/ნათესავს და გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ, მოგონებები ამ ადამიანზე ან/და ფოტოსურათი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელი გზით. [checklist] მოგვწერეთ ელფოსტაზე: represiebi1937@gmail.com ან ფეისბუქზე: facebook.com/batumelebi შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 66 47 …

ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. …

ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს …

„გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ“ – მოგონებები 1937 წლის რეპრესიებზე ბათუმიდან 

„ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს…“ „დავიწყებული გვქონდა, გაგვიცოცხლეს და ხელახლა გვიკლავენ“, „რატომ გვიმალავდნენ აქამდე?“ – ეს ფრაზები ისმოდა დღეს, 11 აპრილს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი პირების შთამომავლები შეიკრიბნენ. „ჭოროხის პირას დახვრიტეს…“ – ყველა ისტორია ასე იწყებოდა. „ხასან დიშლიოღლი ჩემი მამამთილი იყო…,“ – გვიყვება ეთერ ბერიძე, – „მუშა კაცი …

„დედა, წითელი სახურავები!“

 

ნერმინე ქოქოლაძე ექვსი წლის იყო, როცა რეპრესიებმა საყვარელი ადამიანები და სამშობლო წაართვა. საბჭოთა რეჟიმმა ცხოვრება მის ოჯახში რამდენიმე თაობას დაუნგრია. ჯერ დიდი ბაბუა დაიჭირეს, შემდეგ მისი ბაბუა და ახალგაზრდა ბიძები. ბოლშევიკურ რეჟიმს გაქცეული 13 წლის ბიძა, თურქეთის ციხეში გარდაიცვალა, უფროსი ბიძა კი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დახვრიტეს. 

Exit mobile version