მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია. ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის …

საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა ამდენმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა 1 კრედიტიც კი. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს. პრაქტიკოსთა კომპეტენციის …

კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობის 27 ივლისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მოახერხებენ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, შესაძლებლობა აქვთ  საგნობრივი კომპეტენცია 2021 წლის ბოლომდე აიმაღლონ. ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრაქტიკოს მასწავლებლებს უკვე რამდენჯერმე გადაუვადეს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. სამი წელია განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი ყველა გამოცდის წინ იმეორებს, რომ „ეს პრაქტიკოსებისთვის ბოლო შანსია“. თუმცა …

რა ცვლილებებია მასწავლებლის გამოცდებზე წელს – კითხვები და პასუხები

14 ივლისს პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გამოცდების დეტალებთან დაკავშირებით. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა რამდენია?[checklist] უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი …

პედაგოგების გამოცდები შესაძლოა გადაიდოს – ცენტრის შეტყობინება კურატორებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს პედაგოგების საგნობრივი გამოცდები, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სმს-ს შეტყობინება უკვე დაუგზავნეს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, დამკვირვებლებსა და კურატორებს, ვისთანაც ყოველწლიურად თანამშრომლობს ცენტრი. თუმცა, როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცდების გაუქმებაზე უნდა მიიღოს საქართველოს განათლების …

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

2020 წლის ზაფხულში მასწავლებლობის მსურველებმა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბარეს. იხილეთ საგნობრივი გამოცდის ოფიციალური შედეგები კონკრეტულ საგნების მიხედვით. ქართულ ენას 771 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა. მაქსიმალური ბარიერი ამ საგანში 70 ქულაა, გამსვლელი ქულა კი 43. ბარიერი ვერ გადალახა 528 პირმა. მათემატიკის გამოცდას 323 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა, მაქსიმალური ზღვარი 52  ქულა იყო მათემატიკაში, მინიმალური 32. ბარიერი ვერ …

მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ ცენტრისგან წერილობით მიიღო, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა. გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული …

საგნობრივ გამოცდას მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი აბარებს

დღეს, 22 ივლისს, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. საგნობრივ გამოცდას 12 ათასამდე პირი აბარებს. გამოცდები ტარდება როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. გამოცდაზე მხოლოდ სამმა აპლიკანტმა დააგვიანა, შესაბამისად, ისინი გამოცდების ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ. ცენტრის ინფორმაციით, დღეს …

ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლები, ამ სტატუსით განსაზღვრულ დანამატს სრულად მაინც ვერ იღებენ. სრული დანამატის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 15 საათი აქვს. პედაგოგების აზრით, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, რადგან ბევრ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში საათები მცირეა და ხშირად პედაგოგები 15 საათს, არჩევითი საგნების …

2020 წლის გამოცდაზე პედაგოგების კონკურენტები იურისტები და ბანკირები იქნებიან

შემოდგომაზე ჩატარებულ გამოცდაზე 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა. დაახლოებით ამდენივე პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა ზაფხულის გამოცდაზეც. სიაში არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდაზე 1, 2 და 0 ქულა მიიღეს. მაგალითად, 0 ქულა უწერია შეფასებაში სპორტის, რუსულის, დაწყებითი განათლების ოთხ მასწავლებელს, 1-1 ქულა აქვთ მიღებული ასევე ქართულის, დაწყებითის და რუსულის მასწავლებლებს. შემოდგომის გამოცდაზე, მასწავლებლები …

მასწავლებლობის 7 882-მა მსურველმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

შემოდგომაზე ჩატარებული მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 175 მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, აქედან 7 882-მა პირმა ვერ დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია, ზღვარი მხოლოდ 2 293-მა პირმა გადალახა. შედეგები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. საგნობრივ კომპეტენციას პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი პირები ზაფხულის ტესტირებაზეც ადასტურებდნენ. ზაფხულში ჩატარებული გამოცდის შედეგების მიხედვით, საგნობრივი კომპეტენცია 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა …

2 მასწავლებელი გამოცდიდან „შპარგალკის“ და მობილურის შეტანის მცდელობისთვის მოხსნეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდიდან ორი პედაგოგი  ე.წ. „შპარგალკის“, ანუ დამხმარე მასალისა და მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო მოხსნეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რომელ საგამოცდო ცენტრში მოხდა შემთხვევა. პედაგოგების პროფესიული უნარების გამოცდები უკვე დასრულდა, სადაც რეგისტრირებული პედაგოგების 20 პროცენტი არ გამოცხადდა. დღეს, 4 ნოემბერს კი, მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები დაიწყო, სადაც …

დაიწყო საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პრაქტიკოსი და მასწავლებლობის მსურველებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge ან online.naec.ge. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია.  საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება. პრაქტიკოსმა …

გამოცდების შედეგები: მასწავლებლობის მსურველმა 73%-მა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

2019 წლის ზაფხულის გამოცდაზე, სადაც პედაგოგობის მსურველ პირებს საგნობრივი კომპეტენცია უნდა დაედასტურებინათ, 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა ვერ დაადასტურა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაში 8 896 პირი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ ვერ გადალახა 40- 60-პროცენტიანი ბარიერი. ცენტრის ინფორმაციით, ესენი არიან როგორც პედაგოგობის მსურველი, ასევე ის პირები, ვინც სხვა საგანში …

მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების ვადები განისაზღვრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებლის შეფასების შედეგების ან მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა. 2019 წლის 17 ივნისის ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სტატუსი განესაზღვრებათ უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ხოლო 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით – პრაქტიკოს მასწავლებლებს. მასწავლებლის კარიერული წინსვლის …

საგნობრივ გამოცდაზე 5-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის მთლიანობაში 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ცენტრის ინფორმაციით, 5 ათასამდე პირი, ვინც რეგისტრაცია გაიარა, მასწავლებლობის მსურველია, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. რეგისტრაცია ხვალ, 24 მაისს, მთავრდება. ცენტრის ინფორმაციით,  რეგისტრაციის დროს სტატუსს არ ამოწმებენ, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების …

როგორია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის ხანგრძლივობა და ქულები საგნის მიხედვით

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ათი ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია. როგორი იქნება 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ განთავსებულ ცხრილში. საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს …

მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე. 80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით …

მასწავლებელთა რეგისტრაცია საგნობრივ გამოცდაზე 13 მაისს დაიწყება

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დღეს, 13 მაისს, დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირება შეუძლიათ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან …

პედაგოგების საგნობრივი გამოცდების განრიგი

პედაგოგების კომპეტენციის დამადასტურებელი ზაფხულის გამოცდები მიმდინარე წელს  11 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში პირველიდან მეოთხე კლასის პედაგოგებისთვის. 12 -13 ივლისს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ. 18 ივლისს გამოცდებს 7-8 კლასების მასწავლებლები ჩააბარებენ მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 20 ივლისს გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდება: ინგლისური ენა – …

რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს

პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით,  გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა  198-მდე. ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, …

ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება  პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება. ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება? …

საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას 21 ათასი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპირებს

მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე პედაგოგების რეგისტრაცია დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 21 ათასამდე მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა გაიარა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენია აქედან მასწავლებლობის მსურველი პირი? – გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ვერ გვაწვდის. „ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს ცენტრში. მათივე თქმით, ამ დროისთვის არც ის ინფორმაციაა ცნობილი, ყველაზე მეტი ან ნაკლები რომელი საგნის მასწავლებელი …

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა.  მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება. „აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ …

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …

Exit mobile version