ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი [ალექსანდრე] ქანთარია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს. ის დღეს, 1-ელ დეკემბერს, წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს. ნუკრი ქანთარიამ ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობების პროტესტის ფონზე, ერთი თვის წინ დატოვა. მისი გათავისუფლების მიზეზად მსახიობები მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის მიმართ უპატივცემულობას ასახელებდნენ. …
Continue reading “ნუკრი ქანთარია სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს”