16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე …

მახინჯაურის ცენტრში გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 595 მეტრია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მახინჯაურის ცენტრში …

მახინჯაურში 22-სართულიან სამ კორპუსს ააშენებენ

შპს „სითი ქონსთრაქშენი 2022“ მახინჯაურში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.  კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, ამიტომაც მას კვარტალის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მომზადება მოსთხოვეს. როგორც დოკუმენტშია მითითებული, დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვ.მეტრია. მშენებლობა დაგეგმილია 15 970 კვ.მეტრზე. კომპანია სამი 22-სართულიანი და ხუთი 3-6- სართულიანი შენობების …

მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი. პროექტის შინაარსობრივი …

ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების …

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …

ტაქსი უნდა ავიყვანო, რომ ბავშვი სკოლაში გავუშვა – მახინჯაურში მოსახლეობა ტრანსპორტს ითხოვს

მახინჯაურში, ე.წ. აბანოებთან და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მოქალაქეების თქმით, ბოლო სამი წელია მათ დასახლებაში ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც სახლში მისასვლელად ან მახინჯაურის ცენტრში ჩასასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. უტრანსპორტობა განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის სკოლის მოსწავლეებსაც. ლია სურმანიძეც ამ უბანში ცხოვრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს, წვიმის …

დისკუსია სქესობრივ აღზრდაზე მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით

„ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია… შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მასწავლებლების დატრენინგება და არაჯანსაღი შეხედულებების ცვლილება“, – ამბობს მარიკა ფუტკარაძე, რომელიც „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელია. მარიკა ფუტკარაძემ ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით შედეგებსა და სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მახინჯაურის საჯარო სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, …

მწვანე კონცხი, კვარიათი, გონიო – ბათუმის მერიამ პლაჟების საფასური დაადგინა

როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ბათუმის მერიისგან პლაჟების პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტულ გადაცემას ითხოვენ და ამის მიზეზად პანდემიას ასახელებენ. როგორც შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, გადაწყვეტილების მიმღები პირები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში პლაჟების პირდაპირი წესით გასხვისება მიზანშეწონილია: „მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში არსებული …

მახინჯაურის სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოსწავლეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან, რადგან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლეს ტემპერატურა ორშაბათს, ანუ 8 თებერვალს აეწია, თუმცა ის სკოლაში 4 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მოსწავლის მშობლები პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. აჭარაში სკოლის …

მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა

შპს ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. “წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”, – აცხადებს ბათუმის …

მახინჯაურში დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

მახინჯაურში 23 მაისს დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 25 მაისს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პოლიციელი მამუკა დიასამიძეა, იგი პოლიციის მახინჯაურის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. „დააკავეს ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე, ბრალდებული არ აღიარებს და არ ეთანხმება ბრალს, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებას გავასაჩივრებთ,“ – …

„წნევის წამალი მჭირდება, ცხელ ხაზზე 16-ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს“- სოფლებში საშვის გარეშე 

სოფელ მახინჯაურში მცხოვრები ნარგულ ლაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცხელ ხაზზე [144-ზე] 16-ჯერ დარეკა, თუმცა დაკავშირება მაინც ვერ მოახერხა. ნარგულს და მის მეუღლეს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებათ, მაგრამ სოფლიდან ავტომანქანით ვერ გამოდიან. „მანქანა არის ოჯახში, თუმცა საშვი არ გვაქვს. არავის არ აქვს სოფელში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაბაში ან ქალაქში გავიდეს და წამლები მაინც მოვიტანოთ. მე და ჩემი …

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი მახინჯაურში, გამწვანებულ ზოლში

მოქალაქე ასთამურ ჩაზმავა მახინჯაურში, ბაღის პირველ შესახვევში [#3] მშენებლობის უფლებას ითხოვს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით ის დაიწუნეს და აღნიშნეს, რომ პროექტის პირველი ვარიანტი გაცილებით საინტერესო და მისაღები იყო საბჭოსთვის. ასთამურ ჩაზმავამ, რომელიც ასევე პროექტის არქიტექტორია, სხდომაზე …

მერია მახინჯაურში მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას აპირებს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპირო ზოლში, მიწის სამი ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს. ტერიტორია ჯამში 869 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთები ბაგრატ და ტარიელ ჯინჭარაძეებს ეკუთვნით. ისინი მერიისგან ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად სარეკრეაციო-საკურორტო ზონის სტატუსი მიენიჭოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მერია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, თანხმობის მისაღებად შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში …

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის მერია გეგმავს მახინჯაურის სანაპირო ზოლთან ახლოს, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადების დავალება მისცეს კომპანიას, რომელსაც ჯერ ეს ნაკვეთი არ უყიდია. როგორც მერია განმარტავს, ამ ნაკვეთის შესყიდვას კომპანია „აპირებს“ [სავარაუდოდ იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი მშენებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებს]. შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ მალიშევმა …

ყოფილი და მოქმედი სამხედროები თავდაცვის სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ

მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, დღეს, 5 მაისს, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ. „2009 წელს შემოგვასახლა თავდაცვის სამინისტრომ ამ შენობაში ყოფილი და მოქმედი სამხედროები, სულ 44 ოჯახი. დაგვპირდნენ, რომ საკუთრებაში …

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს, ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. ოთხსართულიანი ძველი კორპუსი მახინჯაურში, რომელშიც სამხედროები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო. ამ შენობის გვერდით, ყოფილი საბჭოთა შენობები მიმდებარე …

მახინჯაურში ლოდებით დატვირთული მანქანა გადატრიალდა

მახინჯაურში დღეს, 18 ოქტომბერს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მისულ ბრიგადას დახმარება არავისთვის გაუწევია. ამ სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, რადგან გადაბრუნებული ავტომანქანიდან საწვავი იღვრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს. …

მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის

მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა …

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები …

მახინჯაურში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ქვეითი  და ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

როდის აღდგება წყლის მიწოდება მახინჯაურში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება მახინჯაურის ტერიტორიაზე 18:00 საათზე აღდგება.

60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

მახინჯაურში, მატარებლის გვირაბის ერთ მხარეს კარავია გაშლილი. კარავი ჩვეულებრივი არ არის – მიწაში ჩარჭობილ ხის პატარა ბოძებზე ფერადი ნაჭრებია დახვეული. არც ამ კარავში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვეულებრივები. მესამე თვეა ხანდაზმული წყვილი აქედან ერთად უყურებს ზღვაში მზის ჩასვლას. თუკი ამ დროს მათთან მიხვალ, გეტყვიან, რომ არ უნდა იკითხო, რატომ გადაწყვიტეს კარავში ცხოვრება – პაუზების გარეშე მოგიყვებიან …

განთიადში, მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რომლის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები ტარდება. სარემონტო სამუშაოების გამო  დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების ზოგიერთ აბონენტს.  

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას შესთავაზებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი „მედალფა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს და ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების უმეტესობა. ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 6 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს თბილისსა და სხვა რეგიონებში.  მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი თამარ მეფის მესამე შესახვევში, #17-ში მდებარეობს.

ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს …

მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს მახინჯაურში,  სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეხაჯა, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსია. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ მხოლოდ გადაიყვანა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დაზიანება. “საკმაოდ მძიმე დაზიანება იყო. ქალბატონი, როცა ჯდება მანქანაში, მაშინ მოხდა შეჯახება. იყვნენ ბავშვები, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი არ …

ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაური დაიტბორა [ფოტო]

უხვი ნალექის გამო მახინჯაური დაიტბორა. ბათუმის მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. ბათუმის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“ რეზი ბოლქვაძის ფოტოები.

Exit mobile version