საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება. ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო …
Tag Archives: მარიხუანა
„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი
იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია კანონში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების გასაჩივრების მექანიზმში ცვლილებასა და კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ იურისტის კომენტარს. „არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება. პირველის …
Continue reading “„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი”
მარიხუანას მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება
კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და განმარტა, თუ რა სახის ცვლილებები შევა მასში. გორდულაძის თქმით, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებული იქნება 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც …
ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა
ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის შემცველი პროდუქცია საჯაროდ იყიდებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 260-ე მუხლით. ეს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მაღაზია „I love joint/მე მიყვარს ჯოინთი“, ბათუმში ჭავჭავაძის …
Continue reading “ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა”
ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ 200 კგ ჩამორთმეული მარიხუანა ვირთხებმა შეჭამეს
ინდოეთში პოლიციამ დილერებისთვის ჩამორთმეული და განყოფილებაში შენახული 200 კილოგრამი მარიხუანის განადგურება ვირთხებს დააბრალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ვირთხები პაწაწინა ცხოველები არიან, რომლებსაც პოლიციის შიში არ აქვთ. მათგან ნარკოტიკის დაცვა რთულია“, – განაცხადა უტარ-პრადეშის სასამართლომ. სასამართლო ითხოვდა პოლიციას წარედგინა ჩამორთმეული მარიხუანა, როგორც მტკიცებულება ნარკოვაჭრობის საქმეებზე. მოსამართლემ დაასახელა სამი საქმე, რომლებზეც მარიხუანა მღრღნელებმა გაანადგურეს. როდესაც სასამართლომ პოლიციას ჩამორთმეული …
Continue reading “ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ 200 კგ ჩამორთმეული მარიხუანა ვირთხებმა შეჭამეს”
ესპანეთის პოლიციამ რეკორდული – 64 მილიონი ევროს ღირებულების მარიხუანა ამოიღო
ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ამოიღეს 32 ტონა დაფასოებული მარიხუანა, რომლის მთლიანი ღირებულება სულ მცირე 64 მილიონი ევროა (63,74 მილიონი აშშ დოლარი). ესპანეთის პოლიციის თქმით, ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა, როგორც ესპანეთში და ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, რაც კი აქამდე ამოუღიათ. ინფორმაციას ოპერაციის დეტალების შესახებ როიტერსი ავრცელებს. სპეცოპერაცია სახელწოდებით „გარდენს“ ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე. პოლიციამ რეიდი …
Continue reading “ესპანეთის პოლიციამ რეკორდული – 64 მილიონი ევროს ღირებულების მარიხუანა ამოიღო”
ბათუმის აეროპორტში 11 კგ მარიხუანა ამოიღეს
ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მარიხუანა ბათუმში სამხრეთ აფრიკიდან შემოიტანა. ბრალდებულს მარიხუანა ბარგის შემოწმების დროს, სამგზავრო ჩანთაში აღმოუჩინეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში 11 კგ მარიხუანა ამოიღეს”
როგორ გაჩნდა ოზთურქის საქმეში მარიხუანა, ბიზნესმენი 500 ლარით დააჯარიმეს
დღეს, 6 ივლისს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა „მარიხუანას მცირე ოდენობით შენახვისთვის“. ეს ადმინისტრაციული სახდელია, რაც გათვალისწინებულია მარიხუანას შენახვისთვის. მილიონერი გალიფ ოზთურქი ასევე ბრალდებულია ნარკოდანაშაულის საქმეზე და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის, საქმეში მარიხუანაზე საუბარი ამ დრომდე არ იყო. 31 მაისს, …
Continue reading “როგორ გაჩნდა ოზთურქის საქმეში მარიხუანა, ბიზნესმენი 500 ლარით დააჯარიმეს”
10 გრამამდე მარიხუანის საზღვარზე შემოტანა პატიმრობით აღარ დაისჯება – საკონსტიტუციო
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომშრალი მარიხუანის [არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით], პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის …
კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება
კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთით ადამიანებს ვეღარ დასჯიან. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 21 აპრილს, მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში. დავის საგანი იყო ნორმატიული ჩანაწერი, …
Continue reading “კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება”
რატომ ვერ შეამოწმეს მარიხუანა, რომელიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს
ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა სკოლის ეზოში სავარაუდოდ მარიხუანას აღმოჩენაზე. ბათუმში, მე-18 საჯარო სკოლის ეზოში 3 ძირი მარიხუანა 2 სექტემბერს ამოიღეს. „ამოიღეს, ნარგავები წაიღეს და მიმდინარეობს მოკვლევა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის რესურსცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ საქმეს აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობს. „ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის,“ – …
Continue reading “რატომ ვერ შეამოწმეს მარიხუანა, რომელიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს”
ბათუმში, სკოლის ეზოში, 3 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში სამი ძირი მარიხუანა აღმოაჩინა თეა ვაშალომიძემ. ის „მთავარი არხის“ რეპორტიორია ბათუმში. თეამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დრომდე [12:00] პოლიცია არ გამოჩენილა და ვერც სკოლის ადმინისტრაციასთან მოახერხა დაკავშირება. სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა „ბათუმელებმაც“. სკოლის დირექტორის თქმით, ის შვებულებაში იმყოფებოდა და ფაქტის შესახებ არაფერი იცის. „მივმართე პოლიციას. მიმდინარეობს ეზოს გაცელვა“- ამბობს დირექტორი. …
Continue reading “ბათუმში, სკოლის ეზოში, 3 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს”
გემიდან 1,5 ტონა მარიხუანა ამოიღეს – თურქული მედია
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა 1,5-ზე მეტი ტონა მარიხუანა ამოიღო სირიის სანაპიროსთან, საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემიდან. მარიხუანა გემზე იყო დამალული. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ჩატარდა სანაპირო დაცვისა და სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობით. __________ ფოტო: „ანადოლუ“
შეიძლება ალკოჰოლის ან/და მარიხუანის მიღება ვაქცინაციის შემდეგ?
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული. სააგენტოს განმარტებით, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას აფერხებს, არ არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის …
Continue reading “შეიძლება ალკოჰოლის ან/და მარიხუანის მიღება ვაქცინაციის შემდეგ?”
რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?
პლასტმასი რომ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ სახიფათო ტენდენციაზე, კერძოდ იმაზე თუ რამდენად საზიანოა მარიხუანის მოსაწევად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭურჭელი – პლასტმასის ე.წ. ხელნაკეთი ბონგი, რომელიც წყლის ერთჯერადი ბოთლისა და ვერცხლის ქაღალდის კომბინაციით მზადდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლასტმასის ჭურჭლის უმეტესობა გახურებისას …
Continue reading “რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?”
საქართველოში 15 წლის ბიჭების 14%-ს მარიხუანა ერთხელ მაინც მოუწევია – ჯანმოს კვლევა
ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის ერთი კითხვა მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება, კერძოდ – მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებითად პასუხობს. ეს შვიდიდან …
მარიხუანას შენახვისთვის კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
მარიხუანას შენახვისთვის ქობულეთში მცხოვრები რ.ც. სისხლის სამართლის წესით – 1000 ლარით დააჯარიმეს. პირადი ჩხრეკის დროს მას 79,78 გრამი გამომშრალი მარიხუანა ამოუღეს. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ მიუჩნევია. ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად გასამართლა, რაც გულისხმობს „მცენარე კანაფის, ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, …
Continue reading “მარიხუანას შენახვისთვის კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს”
მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის
მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე …
Continue reading “მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის”
ბათუმის აეროპორტში 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს. „პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”
“სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე
ყაჩაღობის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხალაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სამმა ბრალდებულმა ხალაში მცხოვრები მამუკა ა. დააყაჩაღეს, სცემეს და დანით “სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები” მიაყენეს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებიდან წაუკითხა ისიც, რომ იმ საღამოს ბრალდებულები კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში შეიჭრნენ …
Continue reading ““სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე”
მარიხუანას თუ მოსაწევად იყიდი, 500 ლარით დაგაჯარიმებენ – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება
მარიხუანას შეძენისა და შენახვის კუთხით დღეს, 21 მაისს, ახალი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა. პოლიციელებმა სამი ადამიანის დაჯარიმება თბილისში მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათ ჩხრეკის დროს მცირე ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა თქვეს, რომ მარიხუანა სახლში მიჰქონდათ იმისთვის, რომ პირად სივრცეში მოეწიათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებს …
რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის
პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით კონტროლს აწესებს. თუკი დეპუტატები შსს-ს ინიციატივას დაეთანხმებიან, მარიხუანას მოწევა მხოლოდ პირად სივრცეში გახდება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული წესით დაგაჯარიმებენ. ცვლილება ეხება შემთხვევასაც, თუკი მძღოლი ავტომანქანის საჭეს მარიხუანას მოწევის შემდეგ მიუჯდება. ამ შემთხვევაში მარიხუანას მოწევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – ჯარიმით [ჯარიმის ოდენობას მოსამართლე განსაზღვრავს, თუმცა …
Continue reading “რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის”
შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: [crosslist] იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, …
Continue reading “შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა”
სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელ ხიდსა“ და „სარფში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამურად, 9 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 10-12 აგვისტოს კი, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფში“, „გუგუთსა“ და ,,წითელ ხიდზე“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, ბ.ბ-სა და ლ.ს-ს ფიზიკური ხოლო, საქართველოს მოქალაქის, კუთვნილი ავტომანქანის …
Continue reading “სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს”
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ [ფოტო]
მარიხუანას ლეგალიზაციის საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომლის ორგანიზატორიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა:
ინტერნეტის რეაქცია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. See more See more See more See more See more See more See more See more See more
მარიხუანის მოხმარება ლეგალურია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ ჯაფარიძისa და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისათვის. მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს …
Continue reading “მარიხუანის მოხმარება ლეგალურია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება”
ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფში, ბათუმის პორტსა და აეროპორტში
20-22 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ბათუმის პორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 55 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი …
ევა გოცირიძე მოსარჩელეებს: მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს?
“თუ ეს ინდივიდუალურია, რატომაა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული რეგულირება მარიხუანასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის ექსპერტს. ექსპერტის მოწმის სახით დაკითხვა პარლამენტმა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების კუთხით არსებით განხილვას განაგრძობს. “მე შემიძლია გესაუბროთ უარყოფით შედეგზე…” – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. პაუზა მოსამართლე მერაბ ტურავამ …
კანაფის ფისის შეძენა და შენახვა – კიდევ ერთი პროცესი ნარკოდანაშაულზე
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უკვე დაიწყო არსებითი განხილვა პაატა ჩერქეზიშვილის საქმეზე. თუკი მოქალაქის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დაკმაყოფილდება, კანაფის ფისის შეძენა-შენახვის გამო აღარავის დააპატიმრებენ. დავის საგანი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლია, რომელიც 0,1315 გრამი კანაფის ფისის შეძენასა და შენახვას დასჯად ქმედებად აცხადებს. სასჯელის სახით ეს მუხლი 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსარჩელის, პაატა ჩერქეზიშვილის აზრით, სრულწლოვანი …
Continue reading “კანაფის ფისის შეძენა და შენახვა – კიდევ ერთი პროცესი ნარკოდანაშაულზე”
რა იცი მარიხუანაზე? [ტესტი]
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ბევრ დეტალს გულისხმობს, ზუსტად იცი რა დოზის ტარება როგორ ისჯება? დაშვებულია თუ არა შენახვა-კულტივაცია? რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში? გაეცანი ტესტს და გაიგე რა იცი მარიხუანაზე.
მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის გამოყენება სასამართლოზე იქნება დამოკიდებული
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ნოემბერს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სხვა ჩანაწერი, რომელიც მარიხუანას მომხმარებელს სასჯელს უწესებს. „კოდექსში ისევ რჩება ის შინაარსი, რაც დღეს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასამართლომ,“ – ამბობს სალომე ჯოხაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი. მისი თქმით, საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე იქნება დამოკიდებული, …
Continue reading “მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის გამოყენება სასამართლოზე იქნება დამოკიდებული”
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე
მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით აღარავინ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანას მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებული საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე”
სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე …
გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 22 მარტს, დაასრულა არსებითი განხილვა მორიგ სარჩელზე, რომელიც მარიხუანას ეხება. სასამართლო მსჯელობის საგანი ამჯერად კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. მოსარჩელეები არიან: ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა …
Continue reading “გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის”
ბათუმში 104 აბი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში 1976 წელს დაბადებული მ. კ., დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …