„დღემდე მაქვს იმედი, რომ ჰოგვორთსიდან წერილს მივიღებ“ – ჰარი პოტერის დაბადების დღე

ავტორი: მარიამ მუთიძე  დღეს, 31 ივლისს ჯოან როულინგის დაბადების დღეა, ავტორის, რომელმაც მილიონობით მკითხველს გაუღო მაგიის სამყაროს კარები. მისი მთავარი გმირის, ჰარი პოტერის დაბადების დღეც 31 ივლისსაა და ამიტომაც, ეს დღე ორმაგი მნიშვნელობისაა „პოტერჰედებისთვის“. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს დაიბეჭდა, 20 წლის თავზე კი ლონდონში, ბრიტანეთის ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა მასშტაბურ გამოფენას –  „მაგიის …

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. „მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის – „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად და ესეისტური წიგნი – „იაპონური დღიურები“. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანი ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული …

5 წელიწადში წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 250 ქართველი ავტორის წიგნი თარგმნა 30 ენაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ხუთი წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამ ხნის განმავლობაში 250-მდე ქართველი ავტორის 30 ენაზე თარგმნილი 300 წიგნი გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, 155 უცხოელ გამომცემელთან თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ქართული ლიტერატურა, მათ შორის ჰაგიოგრაფია, კლასიკა და თანამედროვე კლასიკა. 300 …

საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს თბილისს ოცამდე ცნობილი ავტორი ეწვევა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს თბილისში 17-22 მაისს მეხუთედ გაიმართება. თბილისს უცხოელი პოეტები, პუბლიცისტები და პროზაიკოსები ეწვევიან ექვსი დღით აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ა.შ. ფესტივალის მონაწილე ავტორების ზუსტი სია მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათ შორის იქნებიან: მიშელ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაძუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ანდრეი …

ყველაზე სამარცხვინო მოვლენიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე – ლიტერატურული წლის შეფასება

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს „ბათუმელებმა“ სთხოვა დაესახელებინა, მისი აზრით, 2018 წელს ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. მან არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ ზოგადად, წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ყველაზე სამარცხვინო ლიტერატურულ მოვლენაზეც კი ისაუბრა.  ლევან ბერძენიშვილი: საქართველოსთვის წლის მთავარი, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. როცა მსოფლიოს ეუბნები, როგორი მაგარი იყავი წარსულში, ფიქრობენ, რომ ეს …

წიგნები მატარებლის მგზავრებს

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა  გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“,  „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა.  პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას. „მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი …

ქალების ხმა ლიტერატურაში – „ჩვენ თითქოს ერთმანეთი გავამხნევეთ წერით“

არის თუ არა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა „მწერალი“, ძირითადად, მამრობით სქესთან დაკავშირებული? თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ გვიწევს განვმარტოთ, რომ ამა თუ იმ ტექსტის ავტორი მწერალი ქალია, მაშინ როცა არასდროს ვამბობთ „მწერალ კაცს“?  21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ქალების მიერ დაწერილი ტექსტების რაოდენობა. თუ „საბას“ დაარსების პირველ წელს შორთლისტებში მოხვედრილი 36 ავტორიდან მხოლოდ …

„დიდი პატარა ტყუილები”- წიგნი ოჯახში ძალადობასა და ბულინგზე

ლიან მორიარტის წიგნი „დიდი პატარა ტყუილები“ ოჯახში ძალადობისა და სკოლის ბულინგს ეხება. 2014 წელს გამოცემული წიგნის ქართული თარგმანი წელს გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. „დიდი პატარა ტყუილების“ მთარგმნელი მარი კორინთელია, რომელმაც თარგმანის პრეზენტაციაზე, 4 ივლისს მორიარტის ტექსტის თავისებურებებზე ისაუბრა. მარი კორინთელი: „მიუხედავად ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემებისა, წიგნი დიდი იუმორითაა დაწერილი,  რამაც ის თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს …

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრატორები

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო ლიტერატურის კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო ავტორებსა და ილუსტრატორებს აჯილდოებენ. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ, 2 აპრილს იმართება – ანდერსენის დაბადების დღეს. თუ კონკურსის ბოლო რამდენიმე წლის გამარჯვებული ილუსტრატორების ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, ძალიან საინტერესო, ახალი სამყარო გადაგეშლებათ თვალწინ. სამწუხაროდ, წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ანდერსენის პრემიაზეა ნომინირებული ორ წელიწადში ერთხელ, ქართულად თარგმნილი არ არის. მსოფლიოს …

ფესტივალის ხუთი საუკეთესო წიგნი პაატა შამუგიასგან

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართა, ოთხდღიან ფესტივალს ყოველწლიურად 50 000-ზე  მეტი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალი საუკეთესო დროა გამომცემლობებისთვის ლიტერატურული წლის შესაჯამებლად, მკითხველებისთვის კი ახალი ავტორებისა და ტექსტების აღმოსაჩენად. ოთხდღიანი ლიტერატურული დღესასწაულიდან ყველას საკუთარი რჩეული აქვს. პაატა შამუგია თავის ხუთეულზე გვიამბობს, წიგნებზე, რომლებიც ფესტივალზე შეიძინა, წაკითხვა უკვე  მოასწრო და არ დაეზარა თითოეულ მათგანზე შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა: ზურა ჯიშკარიანი …

ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი მწერალი, ფილიპ როთი 85 წლის ასაკში 22 მაისის ღამეს გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როთი ლიტერატურულმა საზოგადოებამ 1959 წელს გამოცემული მოთხრობების კრებულით „მშვიდობით კოლუმბუს“ გაიცნო. როგორც მწერლის ბიოგრაფი, ბლეიკ ბეილი ტვიტერში წერს, როთი მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. https://twitter.com/BlakeBaileyOn/status/999127578383409152 ყველაზე დიდი გამოხმაურება ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომს“ მოჰყვა. მწერალს ამ ტექტსმა ამერიკაში არნახული პოპულარობა მოუტანა. …

„გვეშინია ბედნიერი ადამიანების“ – ერეკლე დეისაძე თავისი ახალი წიგნის შესახებ

24 მაისს  ერეკლე დეისაძის მოთხრობების ახალი კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ გამოვა. წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას: „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“. როგორც ერეკლე ამბობს, ეს არის ოთხი სხვადასხვა ისტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი და ამ ფონის შედეგად გამოწვეული საზოგადოების რეფლექსები აერთიანებს. ერეკლე დეისაძე: „ეს არის მოთხრობები პრობლემებზე, ჭრილობებზე, რაც …

„საღეჭი განთიადები”- ციფრული აპოკალიფსის წიგნი

Kung Fu Junkie, Kaiakata, პირველი ქართული ჩეტბოტის – უნასა და კიბერგალაქტიონის შემქმნელი, არალეგალური კოსმონავტი, Dreamhacker-ი, ფსიქონავტი, სოხუმის თვითგამოცხადებული მერი და დილა ალ სუჰუმი – უამრავი ავატარი აქვს, თუმცა გეიმერი ერთია – ზურა ჯიშკარიანი. მომავალში შეიძლება კიდევ უამრავი სახელი, სათაური, სხეული და ავატარი გამოიცვალოს. „საღეჭი განთიადები“ ზურა ჯიშკარიანის  პირველი რომანია. ზურა ჯიშკარიანი: „წერა სულ სხვა პროცესია, …

გამოიცანი მწერალი სასიყვარულო წერილის მიხედვით [ტესტი]

ცნობილი მწერლების წიგნების გარდა მკითხველებს მათი ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ მწერალს ეკუთვნის ესა თუ ის სასიყვარულო წერილი.

წიგნები ბუკერის 2018 წლის მოკლე სიიდან – პრემიის მფლობელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა

აპრილის შუა რიცხვებში ბუკერის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის 2018 წლის მოკლე სია გამოქვეყნდა. სიაში ფრანგი, სამხრეთ კორეელი, ესპანელი, ირანელი, პოლონელი და უნგრელი ავტორების  6  ინგლისურენოვანი წიგნი მოხვდა. „ვერნონ სუბუტექს 1“ («Vernon Subutex 1») – ვირჯინი დეპანტი (საფრანგეთი) „თეთრი წიგნი“ («The White Book») – ჰან განი (სამხრეთ კორეა) „ცხოვრება გრძელდება” («The World Goes On») – ლასლო კრასნაჰორკაი (უნგრეთი) „გაცრეცილი ჩრდილივით“ …

ციხეში დაწერილი 8 წიგნი

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნია, რომელიც ციხეში დაიწერა, მათ შორის ბევრია ისეთი, ყველას თუ არ წაუკითხავს – გაუგია მაინც. დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი სამეფო არმიაში ინტერდანტად მსახურობდა, რაც ჯარის ნაწილების სურსათით, ტანისამოსითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებას გულისხმობდა. ამ ყველაფრის შესაძენი ფული მან ბანკირს ანდო, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილ ფულთან …

ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული წიგნი ცოტა ხნის წინ იანს ანდერსენმა გამოსცა სახელწოდებით „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა“ საბავშვო ავტორის დამაფიქრებელი ბიოგრაფია, მისი შეურიგებელი, ძლიერი ხასიათის შტრიხებს ავლენს. ასტრიდ ლინდგრენმა, რომლის სახალისო, საბავშვო წიგნებიც სხვადასხვა თაობის ბავშვებისთვის დღემდე ყველაზე საყვარელი ტექსტების სიაშია, ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი ტრაგედია გადაიტანა, ასტრიდის ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი ხალისიანი, როგორც ბიულერბიუელი …

დიდი მწერლების საქორწინო ფოტოები

არსებობს სელინჯერის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ჯეიმს ჯოისის, ფრანცუაზა საგანისა და სხვა მწერლების საქორწინო ფოტოების კოლექციები, რომლებზეც შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ავტორები სულ სხვა ამპლუაში: ქორწინების დღეს ნახოთ. მართალია, ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ასახული წყვილების უმრავლესობა მალევე დაშორდა, მაგრამ საინტერესო კადრების დათვალიერებისას ეს ფაქტი ხელს არ გვიშლის.      1920 წლის გაზაფხული, ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდები 3 …

კულტურის სამინისტრო სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – „დილა“, ლიტერატურული ჟურნალები: „არილი“ და „ახალი საუნჯე“ – სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს. მწერალთა სახლმა ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. კონკურსზე სულ 5 ჟურნალი იყო წარდგენილი: „დილა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ცისკარი“, „ახალი საუნჯე“ და „არილი“. კონკურსში გამარჯვებული გამოცემები 21 თებერვალს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო …

ცნობილი მწერლების უცნობი ბავშვობა

როგორები იყვნენ მწერლები ბავშვობაში, რა ცხოვრება გაიარეს და ჩანს თუ არა ხშირად წიგნებში ავტორის ბავშვობა, როგორც მნიშვნელოვანი პერიოდი? როგორი ბავშვი იყო მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი, რამ მოახდინა გავლენა მარკესის მაგიურ რეალიზმზე ან რა გაიარა რეი ბრედბერიმ ისეთი, რამაც „ბაბუაწვერას ღვინო“ შთააგონა? 1. რეი ბრედბერი ბრედბერის წიგნი „ბაბუაწვერას ღვინო“ ვრცელი ამბავია იმაზე, თუ როგორი …

პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი

თამარ თანდაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. მისი პირველი რომანი – „ბაბუაწვერას სტაფილოსფერი ქარბუქი“ შარშან გამოვიდა. წელს კი წიგნის მაღაზიებში მისი ახალი ნაწარმოები – „მატერიკონი“ გამოჩნდა. ქალები პატრიარქალურ კულტურაში, სექსი, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, სიკვდილი და გათავისუფლება – თამარი ამბობს, რომ მის რომანებში ნამდვილი ამბებია მოთხრობილი. თამარ, პროფესიით ფსიქოლოგი ხარ, როდის და რატომ დაიწყე წერა? წერა დავიწყე, თუ არ …

როცა წერა ნევროზს ემსგავსება – ანა კორძაია-სამადაშვილის ბოლო წიგნი

სამუშაო დღეებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თუ ჩაივლით და ვერანდას ახედავთ, აუცილებლად დაინახავთ ქალს, რომელსაც სტუდენტები შემოუკრებია მაგიდის გარშემო და მაგარ, ძალიან მაგარ ამბებს უყვება. ეს ქალი ანა კორძაია-სამადაშვილია, რომელიც მალე მეხუთე წიგნს, ამჯერადაც რომანს შესთავაზებს ერთგულ მკითხველს. ანა ერთ-ერთი პირველი ქალი ავტორია, რომელმაც ფსევდონიმით, სოფიო კირვალიძის სახელით დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება, მისი თქმით, ძალიან მაგარ გოგოებზე, …

ფემინისტი მწერლების 10 ცნობილი წიგნი

2018 წლის თებერვალში  ბეტი ფრიდანის  „ქალურობის საიდუმლოს“ პირველი გამოცემიდან 55-ე წლისთავი აღინიშნება. ფრიდანი ლიბერალური ფემინიზმისა და ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის კლასიკოს ავტორადაა მიჩნეული. წიგნმა მნიშვნელოვანი  გავლენა მოახდინა  20-ე საუკუნის 60, 70-იან წლებში მეორე ტალღის ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე.  1. ბეტი ფრიდანი – „ქალურობის საიდუმლო” 1963 წელს გამოცემულმა წიგნმა ფემინიზმის პირველი ტალღის ძირითად გზავნილს, ქალთა საარჩევნო ხმის …

ბიბლიოთეკა ბორბლებზე წარსულიდან [ფოტოამბავი]

როცა ელექტრონული წიგნები არ არსებობდა, ლიტერატურა წიგნის მაღაზიებს და ბიბლიოთეკებს ე.წ. „ბუქმობილით“ მიჰქონდათ სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრებთათვის. პირველი ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც ცნობილია, 1850 წლის ბოლოს გამოჩნდა ინგლისის ქალაქ უორინგტონში. ცხენებშებმული ურიკით, პირველივე წლის განმავლობაში 12 000 წიგნი მიიტანეს მკითხველამდე. მოძრავი ბიბლიოთეკები მოგვიანებით ავტომანქანებში მოეწყო. წიგნების სახლამდე მიტანა განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნის შუა წლებში გახდა და ამერიკული …

პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს  და ერთობოდნენ. ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი …

წიგნი რუსულ პროპაგანდაზე – პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 18:00 საათზე, ბათუმში, მაღაზია „წიგნები ბათუმში“, „რადარამი“ მე-18 თარგმანის, პიტერ პომერანცევის წიგნის – „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციას გამართავს. როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი, რომელიც …

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი

ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. …

ყველაზე პოპულარული წიგნები ბათუმში

ზაფხული კარგი დროა წიგნების წასაკითხად. იმის გასარკვევად, თუ რა წიგნებზეა მოთხოვნა ბათუმში, წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მივმართეთ. მაღაზიია – „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ 2016 წლის მონაცემებით, მათთან ყველაზე რეიტინგული წიგნებია ჰარპერ ლის „მიდი დაააყენე დარაჯი“ და დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“. ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე გაყიდვადი …

„წიგნის კუთხე“ – ახალი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში [ვიდეო]

გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში [რეგიონალურ დონეზე] იწყებს პროექტს – „წიგნის კუთხე“. პროექტი წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას. „წიგნის კუთხეში“ ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. თითოეულ გუნდში, საჯარო განათლების მესამე საფეხურის [IX-XII კლასები] სამი მოსწავლეა. გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს შაბათ-კვირას. მონაწილე გუნდები ყოველ კვირა საღამოს, 22:00 საათზე …

ბედის ვარსკვლავის ბრალია

 

ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” სულ ახალი ბესტსელერია, რომელიც ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული. ქართული თარგმანიც მალე გამოჩნდა. არაერთგვაროვანი რევიუების გამო წიგნის მიმართ ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. არასერიოზული, თინეიჯერული სასიყვარულო ამბის მოლოდინი კი, საბედნიეროდ, არ გამართლდა. 

მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

ნანა კვაჭაძე

 ინტერვიუ ფილოოგიის დოქტორთან,  რსუ ასისტენ პროფესორ ნანა ტრაპაიძესთან.

Exit mobile version