„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი …
Tag Archives: კონკურსი
9 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ 1 ვერ გადავიდა – აჭარა TV-ის დირექტორის არჩევნები
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველი კანდიდატების განცხადებების გადარჩევა დღეს, 27 მაისს, დასრულდა. მრჩეველთა საბჭომ ცხრა კონკურსანტიდან მხოლოდ ერთ მონაწილეს – გიორგი წულაიას უთხრა უარი. დანარჩენი რვა კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მეორე – გასაუბრების ეტაპი, როგორც „ბათუმელებს“ მრჩეველთა საბჭოში უთხრეს, 30-31 მაისს გაიმართება. 31 მაისს ასევე ჩანიშნულია მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, თუ ვინ …
მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის კონკურსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბათუმის ბიუროს ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძეც მიიღებს მონაწილეობას. მან განცხადება დღეს, 23 მაისს შეიტანა. მერაბ წულუკიძე „ბათუმელებთან“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რა არის მთავარი მოტივაცია? მაქვს ამბიცია შევძლო ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს ნებისმიერი …
Continue reading “მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს”
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა. სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელთან …
Continue reading “სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა”
ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო
ახალი დირექტორის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. ბორდმა წარდგენილი კანდიდატებიდან ტელევიზიის ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების გზით უნდა შეარჩიოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელიც „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირია“. მრჩეველთა საბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რასაც …
Continue reading “ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო”
„თავისუფალი სივრცე“ მუსიკოსებისათვის კონკურსს აცხადებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ახალ პროექტს – „მედიArt2“-ს იწყებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკოსებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან. „პროექტი “მედიArt2” შესაძლებლობას გაძლევს შენი საავტორო მუსიკა მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადო, გაგაცნოს თანამედროვე მიღწევები შემოქმედებით პროცესში ინკლუზიის კუთხით, შეასრულო დუეტი ჟესტური ენით მოსაუბრე სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულ მუსიკის მოყვარულთან ერთად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კონკურსის …
Continue reading “„თავისუფალი სივრცე“ მუსიკოსებისათვის კონკურსს აცხადებს”
Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან
Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან. თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 …
Continue reading “Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან”
კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება დაწყებულია 2019 წლის პირველი აპრილიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები გათვალისწინებულია, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და …
Continue reading “კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად”
კონკურსი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. „კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს …
Continue reading “კონკურსი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად”
კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით
საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებისთვის, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და განათლების სამინისტრომ 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით რეპორტაჟების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გაანალიზოს ეს ისტორიები. მასალის ფორმატი შეიძლება იყოს ესე, თხზულება, ინტერვიუ, ჩანახატი. საკონკურსო მასალები კონკურსანტებმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ …
Continue reading “კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით”
ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება
საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …
Continue reading “ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება”
მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან, ესტონეთში გაემგზავრება
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, თორნიკე წულუკიძე, საგანმანათლებლო პროექტის – „მიკსიკე-საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად ესტონეთში გაემგზავრება. თორნიკესთან ერთად ესტონეთში, ქალაქ კილინგი-ნიმეში, კიდევ ერთი ბათუმელი, მეხუთეკლასელი ლუკა წულუკიძეც წავა. კონკურსი „მიკსიკე-საქართველო“ 2016 წლიდან ტარდება საქართველოში, პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. თორნიკე წულუკიძე „ბათუმელებს“ მათემატიკური კონკურსის შესახებ მოუყვა. ის …
Continue reading “მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან, ესტონეთში გაემგზავრება”
ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა
კონკურსის მეშვეობით „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას და მის საფუძველზე ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 169 ლარია. საკონკურსო დავალებაში აღნიშნულია: პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა წარმოადგინოს საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფცია როგორც ტექსტური, ასევე, გადასაღები ლოკაციების ფოტო ან/და ვიდეომასალა; ვიდეორგოლის სცენარი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ბულვარს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის …
Continue reading “ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა”
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში NGO-ებიდან ორი ახალი წევრი შევა
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების ორი წარმომადგენლის შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო. განცხადებების წარდგენის შემდეგ, თვის ბოლოს, მესამე სექტორი საჯარო სხდომაზე შეარჩევს დავების საბჭოს წევრებს. განცხადებების მიღება 25 იანვრამდეა შესაძლებელი. შესყიდვების სააგენტო ორგანიზებას უწევს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების საბიუჯეტო შესყიდვას. დავების განხილვის საბჭო კი საჩივრებს განიხილავს, რომლის ავტორი შესაძლებელია იყოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე, მიმწოდებელი კომპანია. …
Continue reading “შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში NGO-ებიდან ორი ახალი წევრი შევა”
ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
სსიპ ბათუმის ბულვარმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილისა და კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა. ბულვარმა მოადგილეების შესარჩევად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. გამარტივებული კონკურსი არ ითვალისწინებს ტესტირების გავლას. გარდა ამისა, საუკეთესო კანდიდატს შეარჩევს არა საკონკურსო კომისია, არამედ დაწესებულების ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. განაცხადების მიღება 5 …
Continue reading “ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა”
რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა
საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და …
Continue reading “რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა”
ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შენობის ინტერიერის დიზაინის განახლებას მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. ამისათვის ცენტრმა ორი კონკურსი გამოაცხადა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვისაა. კონკურსში მონაწილე მოსწავლემა უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო). მონაწილეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი …
Continue reading “ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად”
ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს
სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოამზადონ ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ფიროსმანის ნახატებს. კონკურსისთვის – „გაცოცხლებული სურათები“ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეორგოლი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი, მათ შორის, საკუთარი ნახატებიც. კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა მხატვრის ბიოგრაფიიდან უნდა მოიძიონ ისტორიები და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ვიდეორგოლის სიუჟეტი. ვიდეორგოლი …
Continue reading “ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს “
ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს. დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები …
Continue reading “ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს”
გამოცხადდა კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. განაცხადები მიიღება 19 ოქტომბრის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 19 დეკემბრის შუალედში უნდა ჩატარდეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდება საჯარო ლექციები, რომლებიც ჩატარდება სტუდენტების, ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის. „საჯარო ლექციის თემატიკა უნდა მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს“. …
Continue reading “გამოცხადდა კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად”
ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 ვაკანსიაზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 16 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო ბარიერი 186 კონკურსანტიდან მხოლოდ ექვსმა გადალახა, ბარიერი მაინც არ დაიწევა. „კონკურსი ხელმეორედ ერთ თვეში გამოცხადდება. ისინი, ვინც პირველ კონკურსზე ბარიერი გადალახეს, ხვალ, 12 ოქტომბერს, გაივლიან გასაუბრებას. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ 16 ვაკანსიაზე …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 ვაკანსიაზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა”
როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას
„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. კონკურსი დაიწყო. ბორდის წევრობის 11-მა კანდიდატმა თავისი კონცეფცია არხის განვითარების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. კანდიდატებს 13 ოქტომბერს სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. „ბათუმელები“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების კონცეფციებს გაეცნო. კანდიდატებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზოგადი ხედვა აქვთ წარმოდგენილი. …
Continue reading “როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას”
22 ვაკანსია ბათუმის საბავშვო ბაღებში – საკონკურსო ბარიერი 186-დან ექვსმა გადალახა
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 186 პირი მონაწილეობდა, თუმცა აქედან ბარიერი მხოლოდ 6-მა კონკურსანტმა გადალახა. კონკურსის შედეგების მიხედვით, 22 ადგილი ისევ ვაკანტურია. საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღის გამგის პოზიციაზე ბარიერი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა. უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე ბარიერი დაძლია მხოლოდ ერთმა, ხუთმა კი ბარიერი აღმზრდელის …
Continue reading “22 ვაკანსია ბათუმის საბავშვო ბაღებში – საკონკურსო ბარიერი 186-დან ექვსმა გადალახა”
ანაზღაურებადი სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში – კონკურსი გამოცხადებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2018 წელს სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში. „პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს – სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის,“ – …
Continue reading “ანაზღაურებადი სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში – კონკურსი გამოცხადებულია”
„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ – კონკურსის გამარჯვებულები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მწერლებისთვის გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, საკონკურსო კომისიაში სულ 72 მოთხრობაა შესული. საუკეთესო ათეული 21 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებული ავტორები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების …
კონკურსი რვა აღმზრდელისა და ერთი გამგის შესარჩევად ბათუმის საბავშვო ბაღებში
ბათუმის ბაღების გაერთიანება სხვადასხვა ბაღისთვის რვა აღმზრდელსა და ერთი ბაღის გამგეს კონკურსის წესით შეარჩევს. ბაღის აღმზრდელის ხელფასი 500 ლარია, ხოლო გამგის ხელფასი – 850 ლარი. გამარჯვებულებს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაასაქმებენ. თითო აღმზრდელის პოზიციაა ვაკანტური ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის N65-ში მდებარე N15 საბავშო ბაღში, კოტე აფხაზის N4 -ში მდებარე [ადლიის დასახლება] N28, ბარცხანის დასახლებაში, იოსებ …
Continue reading “კონკურსი რვა აღმზრდელისა და ერთი გამგის შესარჩევად ბათუმის საბავშვო ბაღებში”
ბათუმის მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა
ბათუმის მერიამ 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 12 სექტემბერია. ამ თანამდებობებზე მერიას კონკურსი ორი თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა საკონკურსო კომისიამ მაშინ გამარჯვებულები ვერ გამოავლინა. კონკურსი, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც სამეტაპიანია, პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი წერით დავალებას, ხოლო მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას გულისხმობს. ვაკანტურია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების …
Continue reading “ბათუმის მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა”
კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ
პირველი სექტემბრიდან ბათუმში კონკურსგავლილი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა. მიკროავტობუსების მუშაობა დღეს, 31 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა. „შავი ფული ტრიალებს… ხაზები ისევ იყიდება 2 და 3 ათას დოლარად… ეს არის კორუფცია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ. მან საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული სახელები გააჟღერა, ვინც მისი …
Continue reading “კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ”
21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება. საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის …
Continue reading “21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა”
უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და …
Continue reading “უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი”
კონკურსი არაქართულენოვანი სკოლებისთვის კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლის შესარჩევად
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსი პროგრამის – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ცხადდება. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში. ასევე, სკოლის ბაზაზე არაფორმალური …
43 ვაკანსია 12 საგნის კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევად
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ – მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში 43 ვაკანსიაზე 12 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონსულტანტ – მასწავლებლების ფუნქცია – მოვალეობა იქნება ეროვნული …
Continue reading “43 ვაკანსია 12 საგნის კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევად”
კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში
აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს. კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე …
Continue reading “კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში”
აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს
აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდება – ამის შესახებ განკარგულება აჭარის მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, გამართულ სხდომაზე მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თანამდებობზე: აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი ბათუმის ბულვარის დირექტორი ტექნიკური …
Continue reading “აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს”
კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანსია გამოცხადებული იყო 128 აკადემიურ თანამდებობაზე. კონკურსი ცხრა ფაკულტეტს ეხება. ამ დროისთვის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია ხუთ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კონკურსში ამდენივე პირი მონაწილეობდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო. იურიდიულ ფაკულტეტზე 8 ვაკანტური ადგილი …
Continue reading “კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად”
მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, 17 ვაკანტურ პოზიციაზე მერიაში, სადაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, კონკურსი განმეორებით ჩატარდება. მერს არ დაუკონკრეტებია დაახლოებით როდის გეგმავს კონკურსის გამოცხადებას. თუმცა განმარტა, რომ რამდენიმე სამსახურის ვერ დაკომპლექტების მიზეზი ამ სამსახურებში სახელფასო სარგოების ოდენობას უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ხელფასების გაზრდა არ იგეგმება: „კონკურსის შედეგად რამდენიმე სამსახურის დაკომპლექტება მოხდა შიდა რესურსით – …
Continue reading “მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს”