100% სახელმწიფო გრანტი ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – გამოცდების შედეგები

დღეს, 31 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. „მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ, არ დაკარგონ …

აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ. მათ აქციაც გამართეს ამ მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ რადგან პანდემიის გამო სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წარიმართა, მათ ვერ შეძლეს შესაბამისი ცოდნის მიღება, რაც აისახა კიდეც ეროვნული გამოცდების შედეგებზე. „მე, პირადად, ორი საგანი ჩავაბარე მაღალ ქულაზე და მათემატიკაში დამაკლდა 3 ქულა, რადგან ძალიან რთული ტესტები იყო. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც 1  და …

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა მათემატიკასა და ქართულში – ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს. გორგოძის თქმით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი – მათემატიკაში. „ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას“, – ამბობს გორგოძე. მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საპრეტენზიო …

ცნობილია 9 პირის კორონავირუსზე კვლევის შედეგები – ეროვნული გამოცდები

9 პირის კორონავირუსზე გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. აღნიშნული პირები 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს,“- ამბობს გორგოძე. როგორც 10 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ერთი შემთხვევის წყარო უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გუშინ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა. „კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც 7 რიცხვში გასული იყო ეროვნულ გამოცდაზე. ჩვენ გვიან ღამით გვქონდა კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის და ყველა ის პირი, ვინც იმ …

მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდებიდან მოხსნილი აბიტურიენტები ისევ დაუშვეს

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოხსნილი 2 აბიტურიენტი, ისევ შეძლებს გამოცდების ჩაბარებას. გამოცდაზე გამოცხადებისას მათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც, გამოცდებიდან მოხსნეს. იმ დღეს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაუშვეს ექიმის გადაწყვეტილებით და მათ „მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი.“ ცენტრის ინფორმაციით, PCR ტესტით აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. …

ეროვნულ გამოცდებს 24 პატიმარი აბარებს, მათ შორის 6 არასრულწლოვანია

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი 24 პირი აბარებს. „პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო. პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია,“ – ინფორმაციას საქართველოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. 2020 წლის …

ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. „ყოველი სამუშაო …

ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას. „იქედან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შეუძლია პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,“ – განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, „იმ შემთხვევაში, …

თუ სკოლა უცხოეთში ან 2011 წლამდე დაამთავრე – დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)  წარდგენის ვადა გაიზარდა 20 აგვისტოს ჩათვლით. „ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა  ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს“. ასევე, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ …

მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან. მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ …

გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების დღეს აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, მას მაინც დაუშვებენ გამოცდაზე. „ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს და გვექნება სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი აბიტურიენტი …

აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის …

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამავე დღეს დაიწყება საგრანტო კონკურსიც. ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს, 9 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. გამოცდები გაიმართება 24 საგამოცდო ცენტრში. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.

ბათუმში ეროვნული გამოცდები სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში წელს აღარ ჩატარდება. აბიტურიენტები ბათუმის სამი საჯარო სკოლის შენობებში გადანაწილდებიან. ესენია: ბათუმის პირველი, მე-10 და მე-14 საჯარო სკოლები. საკლასო ოთახები კონდიციონერებით აღიჭურვება. სულ 70 კონდიციონერის შესყიდვაა გადაწყვეტილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 143 ათასი ლარი დაიხარჯება. „ორი სკოლისთვის იქნება შესყიდული 70 კონდიციონერი, პირველი საჯარო სკოლა კი გასულ წელს …

გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა …

განიხილავს თუ არა ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის დაწევის საკითხს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად არ მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება. „არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“, …

ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება მოთავსებული – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან და თარიღებთან დაკავშირებით ემ ეტაპზე ცვლილება არ არის, თუმცა, თუკი იქნება მითითება ეპიდემიოლოგებისგან, შესაძლოა თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს. ჩხენკელის თქმით, ერთადერთი, რაც აუცილებლად შეიცვლება, ის არის, რომ ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ განთავსდება. „გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო, ერთ სივრცეში, ერთ …

აბიტურიენტების უმრავლესობამ მესამე საგნად ისტორია აირჩია – გამოცდების ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა.  ისტორია აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა მათემატიკა აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა ბიოლოგია აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა გეოგრაფია აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა ზოგადი უნარები აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა სამოქალაქო განათლება აირჩია 430-ზე მეტმა …

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ დარეგისტრირდა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი სტუდენტები – 3 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი ცენტრის ინფორმაციით,  პანდემიის მიუხედავად, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. „ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი …

სემესტრი არ ჩავარდება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 6 აპრილს, განაცხადა. „ტელესკოლა და ონლაინფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც …

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ვადები 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. რეგისტრაციის  გახანგრძლივება ასევე ეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს.   მთავარი ფოტო: გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში …

ორი სიახლე უცხო ენის ტესტში 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის ტესტებში ორი სიახლე იქნება. პირველი სიახლეა ის, რომ მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მეორე სიახლე კი მე-6 დავალებას ეხება. კერძოდ, მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად …

15 შეკითხვა, რომლებსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ და გამოცდების ცენტრის პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც, მათი განცხადებით, აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ. რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: …

საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე კიდევ შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში. უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსაზღვრული საგნების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და …

2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს  აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები მხოლოდ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში, მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,  სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. …

Exit mobile version