ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ვადები 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.
რეგისტრაციის გახანგრძლივება ასევე ეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს.
მთავარი ფოტო: გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.