ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა. იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი. „ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი …

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა. ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. „სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში …

“არა ქიმიურ ტერმინალს” – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან კარვებით

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები “ქიმიური შეტევა ბათუმზე” და “მწვანე მომავალი საქართველოსთვის” წევრები იყვნენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წინ კარავი გაშალეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ კარავი მთავრობის სახლის წინ ორ დღეს იქნება, შემდეგ კი პორტთან გადაინაცვლებენ და იქ …

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად …

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …

ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება

შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე მონაკვეთში, ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 400 ლარია. „შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით [მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგავით], რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. დანაგვიანების სხვა წყაროებთან ერთად, მნიშვნელოვანი წილი მოდის წყალდიდობების დროს მდინარეების მიერ ჩატანილ ტივტივა …

ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღინიშნავენ

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე. „დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით. პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების …

სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

მახვილაურში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეფრინველეობის ფაბრიკის მეპატრონის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ქათმების ფერმის მეპატრონე არ იცავს სტანდარტებს, რის  გამოც წყლის არხები დაბინძურებულია და მძაფრი სუნი დგას. მოსახლეობამ დღეს, 28 მაისს, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია. „ქათმების ფერმა დასახლებულ პუნქტშია, საწარმო არ იცავს გარემოს დაცვის სტანდარტებს, ფეკალური მასები …

სამი სკოლა აჭარიდან ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსის ფინალში

სამი სკოლა აჭარიდან: თხილნარის პირველი [ხელვაჩაური] , ბობოყვათის [ქობულეთი] და ქობულეთის პირველი საჯარო სკოლები  ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო კონკურსის ფინალში მოხვდა. კონკურსის წლევანდელი თემაა მდგრადი განვითარების მიზნები. კონკურსში 700-მდე სკოლა მონაწილეობდა, თუმცა ფინალში მხოლოდ 32 სკოლა გადავიდა. დღეს, 21 მარტს, შეირჩევა სამი ფინალისტი მოსწავლე, რომლებიც „მომავლის ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდებიან. „ბათუმელები“ აჭარაში ფინალისტი სკოლების წარმომადგენლებს ესაუბრა. თხილნარის …

მიიღებს თუ არა ბათუმის პლაჟი ლურჯ დროშას, საერთაშორისო ეკოლოგიურ ნიშანს

„ბათუმის ბულვარის“ მოწვევით ბათუმში გარემოს საგანმანათლებლო ფონდის – Foundation for Environmental Education-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ჩამოდის. იგი შეხვედრას 7 მარტს სასტუმრო „რედისონში“ გამართავს. ორგანიზაცია გარემოს მიმართულებით ხუთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს, ესენია: ეკოსკოლები – ECO-SCHOOLS; ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment; სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests; ლურჯი დროშა – BLUE …

ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია. ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. ლაშა კომახიძე ამბობს, …

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად. ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, …

საიდან ხვდება ნარჩენები შავ ზღვაში – ახალი პროექტი შავი ზღვის ხუთი ქვეყნისთვის

საიდან ბინძურდება შავი ზღვა და აკვატორიის რა ნაწილია დაბინძურებული ნარჩენებით – ამის დასადგენად მუშაობა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივად დაიწყო: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო. პროექტის ფარგლებში საერთო ინტერნეტპლატფორმა შეიქმნება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე შეეძლება ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში ნარჩენებთან დაკავშირებით. მომხმარებელს პლტაფორმაზე ინფორმაციის დამატების საშუალებაც ექნება, რომელიც გადამოწმების შემდეგ აისახება საიტზე. დღეს, 21 ნოემბერს, პროექტის …

ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ 32% გადაადგილდება ფეხით – მდგრადი განვითარების ფორუმი

კლიმატის ცვლილების შესარბილებლად აუცილებელ ღონისძიებებს შორის დღეს ბათუმის „შერატონში“ მიმდინარე მდგრადი განვითარების ფორუმზე სატრანსპორტო სისტემის განახლება დაასახლეს. ფორუმზე გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მხრივ მდგომარეობის შემსუბუქებას. გარდა ამისა, პრობლემებს შორის დაასახელეს სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემის განვითარება-ჩანაცვლება, სასმელი და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება და ასე შემდეგ. ქალაქებს …

წყალდიდობები, ხანძრები და სიღარიბე – რა მოხდება თუ მსოფლიოში 1.5C-ით დათბება

IPCC კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშში 2040 წლისთვის კრიზისის რისკების განხილვისას აღნიშნულია, რომ ექსტრემალური დათბობის, წყალდიდობებისა და სიღარიბის რისკების შესამცირებლად სწრაფი ცვლილებებია საჭირო. „მსოფლიოს წამყვანი მეცნიერ-კლიმატოლოგები იუწყებიან, რომ დარჩენილია მხოლოდ ათეული წელი იმისთვის, რომ (გლობალური) დათბობის მაჩვენებელი შენარჩუნებული იყოს 1.5 C-ზე, რადგან ნახევარი გრადუსით მეტი მატებაც კი მნიშვნელოვნად ზრდის ათასობით ადამიანისთვის გვალვების, წყალდიდობების, ექსტრემალური …

აკრძალული ცელოფნის პარკების გამოყენებაზე ბათუმში 105 მაღაზია გააფრთხილეს

სავაჭრო ობიექტებში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების [ერთჯერადი, თხელი ცელოფნის პარკების] რეალიზაცია საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან აკრძალულია, თუმცა ასეთი პარკები მაღაზიებში დღესაც არის. აღსანიშნავია, რომ სხვა სახის ცელოფნის პარკების რეალიზაცია არ არის აკრძალული და ის 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს დაწყებული აქვს კონტროლი და ბათუმში 3 …

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში იკრძალება ოქსოდეგრადირებადი, ასევე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი, ეს არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას. ასეთი პარკი ბუნებაში ქრება, თუმცა, მას იმდენად …

მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის

მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა …

„იუნისეფი“ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორულ კვლევას იწყებს, რომელიც შეისწავლის ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. კვლევა ჩატარდება საქართველოშიც. როგორც ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ბავშვებში ტყვიის კომპონენტის კვლევას, თუმცა საქართველოში, კვლევას ეს კომპონენტი დაემატება. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში …

უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ორივე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები …

ჰაერს 50%-ით საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები აბინძურებს – ამერიკული კვლევა

გამწმენდი სითხეები, საღებავები, აეროზოლები, თმის ლაკი, იატაკის, ავეჯის საწმენდი სითხეები, წებო, დეოდორანტები – ამ და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტის ჰაერთან შერევა თვალისთვის უხილავია, ავტომობილების გამონაბოლქვთან შედარებით. აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო, ქიმიური პროდუქტები ქალაქებში ჰაერის დამაბინძურებელ ერთ-ერთ მთავარ წყაროდაა ქცეული. კვლევები ადასტურებს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტებისგან მოტანილი ზიანი ავტომობილების გამონაბოლქვისას უტოლდება. ინფორმაციას BBC …

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების …

სად ქირავდება ცოცხალი ნაძვის ხე

საახალწლო ნაძვის ხის არჩევისას, აშშ-ში შესაძლებლობა აქვთ ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები იქირაონ და დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ხეები უკან დააბრუნონ უვნებლად. BBC-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ინგლისში საახალწლოდ დაახლოებით 6 მილიონი ნაძვი ნადგურდება. ნაძვი სამ მეტრამდე რომ გაიზარდოს, 10 წელია საჭირო. ამერიკული ოჯახების ნაწილი, ნაძვის ჭრის მავნე ტრადიციის ეკოლოგიურ მნიშვნელობას აცნობიერებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ცოცხალი ხის …

მდინარე ბარცხანაში ნავთობი იღვრება – სახელმწიფო პრობლემას არ აგვარებს [ვიდეო]

ზღვასა და ნავთობტერმინალს შორის, მდინარე ბარცხანაში, ნავთობის შემცველი ნივთიერება იღვრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქემ აცნობა. ადგილზე  „ბათუმელებს“ ნავთობტერმინალის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ პერიოდულად წმენდნენ მდინარეს და დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. იგივე გვითხრეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მდინარის კალაპოტი მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს და წასვლამდე მოკლედ განმარტეს, პერიოდულად მეორდება ნავთობის შემცველი პროდუქტის ჩაღვრა ბარცხანის ხიდთან. …

რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც  მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.  დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან. ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე …

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს. [red_box] შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემციდა [/red_box] პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით …

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]

სულ ახლახან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოში პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების პარკებით სრულად ჩანაცვლება დააანონსა. გასულ თვეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს  საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი  გააცნო, რომელიც  პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, …

რა ელის ნურიგელის ტბას

მას შემდეგ, რაც ნურიგელის ტბაში  აერაციის სისტემა დამონტაჟდა, მასში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და დღეს უკვე ნორმის ფარგლებშია. გარდა ამისა, მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, რამდენიმე დღეა ტბაში აღარ ჩაედინება დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყალი, რომელიც ტბის წყალში მარილიანობას ზრდიდა და …

EMBLAS: შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვებ ნორმას აჭარბებს

შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგებით შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვენ ნორმას აჭარბებს – ეს ინფორმაცია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროექტმა EMBLAS, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “ნიმუშები შემოწმდა თანამედროვე მეთოდოლოგიით, 2000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებაზე. დაბინძურების ნიმუშები შეიცავდა სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს, წამლებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, არაალებად მატერიებსა და სხვა ნივთიერებებს მთელი შავი …

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტით (EMBLAS), რომლის მიზანიც შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგია, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობის მარინორიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ გასულ წელს აჭარის სანაპიროს მთელ პერიმეტრში, 8 წერტილში აღებული სინჯებიდან ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის …

ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად

გონიოს მაგისტრალზე მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას ბათუმის მერია ვერ შეაჩერებს, რადგან აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ უთხრა. „ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. …

დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“. ნურიგელის ტბაში ეკოსისტემა კარგა ხანია დარღვეულია. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის აერაციის სისტემის შეძენას და დამონტაჟებას გეგმავდა, რაშიც 292 400 ლარს გადაიხდას აპირებდა. სააგენტოში მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის …

რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს სხვა ზღვებიდან შემოჭრილი ინვაზიური სახეობები უქმნიან. ეს ის მცენარეები, ცხოველები თუ ბაქტერიებია, რომლებიც თავიანთ საარსებო გარემოს მოწყდნენ და ახალ ეკოსისტემაში აღმოჩენილნი იქაურ მკვიდრ ორგანიზმებს ემუქრებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინვაზიური სახეობის – მოლუსკი რაპანას გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე გადაშენდა ხამანწკა. …

ნურიგელის ტბაზე ნავებით სეირნობა დროებით აკრძალულია

მას შემდეგ რაც ბათუმში მდებარე ტბამ დაჭაობება დაიწყო, ტბაზე ნავით სეირნობა და თევზჭერა აიკრძალა. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის,   ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, სანამ ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებისგან არ გაიწმინდება, მასზე ნავით სეირნობა აკრძალულია. „ტბაში დაფიქსირებულია ტოქსიკური წყალმცენარეების არსებობა, ამიტომ,  თავი რომ დავიზღვიოთ, ნავით სეირნობა შევზღუდეთ“. ალექსანდრე თევზაძის თქმით, ტბის გაწმენდაზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს, „დასკვნები …

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა …

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, …

Exit mobile version